22
“ქალი გამოვიდა საღალატოდ”
ქვების ბლაგვი ჭახუნი ყურებში, მზის არც ჩავსლა და არც ამოსვლა.
ძილთან გათანაბრებული მოდუნების მერე სიცილად ამოხეთქილი აღტკინება.
სარკეში ჩანს როგორ ირეკლავს კანი მზის ზუსტად იმ რაოდენობას რაც შთანთქა და გაოცებს.
თავზე თმა ისე რბილდება გინდა სულ აქნიო რომ იგრძნო მართლა გაქვს თუ არა.
დღითი დღე კი არა საათიდან საათამდე იწყებ საკუთარი სხეულის დაკვირვებას კი არა შეგრძნებას უფრო.
თურმე ნამდვილ შეგრძნებებს ივიწყებ ნიშნავს როცა იღლები.
გამოვრთე რომ ხანდახან ჭიქები მესიზმრება.
ხანდახან სახეებიც რომლებიც მეორე დღეს მხვდებიან.
უცებ წკაპ და გამოვრთე, უბრალოდ დავჯერდი სანდლებში გაყრილ ფეხებს რომლებსაც საერთოდ არ ქონდათ იმხელა მნიშვნელობა რამხელაც ამ ქალაქში, მაბედნიერებდნენ რომ სიარული შემეძლო და დავფრინავდი კიდეც. როცა ვიწექი ვბედნიერდებოდი როცა გვერძე გადმობრუნებით საკუთარი თავი იმაზე უფრო მეტად მოგწონს ვიდრე როცა გეუბნებიან.
მზე ფეხის ტერფებს რომ დაეჭიდებოდა ხოლმე მაშინ იღვიძებდა კატერინა და პლაჟზე მიერთდებოდა აჭრელებული ცის საყურებლად.ხელებს ვიგნისავდი საღებავებში ხატვით, ვფიქრობდი არის თუ არა ეს, ყველაფერი, ანუ ის რასაც ადამიანი ხედავს თუ….. არსებობს ამის გარდა კიდევ ქიმიური ფერები და ცხოვრებები რომელსაც ვერ ვხედავთ, თუმცა ამას მხოლოდ წარმოიდგენ. აჰა კატერინაც მოვიდა და ერთ ნახატზე ეს რა სპერმა დაგიხატავსო და მეორეზე ეხლა არ მითხრა ეს ფალოსს გავს თორე გადავირევი მეთქი და რომ იტყვიან ათი თითით დამცინა ეს შენ თვითონ თქვი განა მეო.
წიგნიც გვქონდა წამოღებული კატერინას გემოვნებით შერჩეული, ჩანთიდან რომ ამოტივტივდა ოტია ვიცანი იოსელიანი, მისი ენამახვილობა რომ ქვეყნიერებისთვის ცნობილია ყველამ იცის. რატომღაც დასჯილი ბავშვივით ვგრძნობდი თავს წიგნის სათაურზე თუ თვალი მომიხდებოდა და ამიტომაც ვარიდებდი სულ, ფიქრი არ მინდოდა ამაზე მერე საკუთარ თავთან უზარმაზარი ჯაჭვის დიალოგი მოვიდოდა, და იმიტომ.
ჩემი ფრენიები ღიტინში დაგავიდა, არანორმალურიზმი მომწონდა, თავისთავად მოდიოდა და სულ არ ვძაბავდი არაფერს ამისათვის.
მოკლედ დავაკვირდი რომ არასერიოზული ადამიანი ვარ და თითქოს ყველაფერს ვაშარჟებ, იმდენად განვიცდი და მამძიმებს ეს ამოდენა ყველაფრის თბილისივით განაცრისფერება და გასერიოზულება რომ სხვა ყველაფერს სასაცილოდ და სახალისოდ მივიჩნევ. ალბათ ამიტომაც ჩემი კლოუნიზმი კიდევ დიდ ხანს არ დამთავრდება,
დავბრუნდი და თითქოს ღილაკები ამერია რა ჩავრთე და რა გამოვრთე ვეღარ გავიგე, ამ ქალაქში ხომ აზრი არ აქვს მაინც არაფერს, მაინც ჩამიდგება მდუღარე წყალი ყელში და გადავიბა უნდა ძვლები რკინებით, თორემ მეშლება მენჯებიც კი სხვადასხვა მხარეს აქ ყველგან ყველაფრის უზომოდ კეთებით.









tu sheni klounizmi anarekli mag nacrisferobis, feradi ro gakhdes shen ra mogiva?
ra momiva da cxovreba ufro feradi ineba meti araferi, feradi ki lamazi da sainteresoa
tu shavtetri yvelaferi gamoghyavs sasacilo da samsakharao, feradze xo ar fiqrob ro veghar iqnebi skhva, ferads xo yvela lamazad dainakhavs da shenc is ert erti iqnebi?
shenc magari murtlad agiqvav yvelafers chvenshi ro darches
C ???