Nov
30

ხანძთელის ქორწილი

როცა შუშანიკი გამწარებული რწმენით ნაწნავებს ივარცხნიდა, როცა აბო თბილი ნისლიდან შუბებს ისროდა, როცა ნინო ფეხებს იხოკავდა, როცა გიორგი გულზე ფარს იშანთავდა, ამოდიოდა და ჩადიოდა მზე…მაინც… ტალახი ტალახს ერეოდა და მერე წვებოდა მიწაში….დაგრაგნილი ცა ტომარასავით იკვრებოდა და ბურთაობდა ტყეში…..მელქისედეკი ისევ ყლაპავდა თევზებს…..ცხენის ბარძაყები კარგავდნენ გზას….ხრიალით ხმებოდნენ ხეები და უხმოდ იღაფებოდნენ ჩიტები…..ქვაბების თავები ბუყბუყებდნენ საქორწილოდ….ბავშვები კიოდნენ ცვენისას…..

––გრიგოოოოოოოოლ!!! მატარებელი ჩამოვიდა მატარებელიიიიიიიიი!!!!

დეიდას არც ჩითის კაბა შეუკერია მისთვის და არც ყვავილი დაუბნევია თავში, ხმაც არ ამოუღია მხოლოდ იდგა კუთხეში და გადამრბენებს თავს უქნევდა უღიმღამოდ. ამის მერე ის მარტო რჩებოდა ამ პირქუშ ქალაქში……

პატარძალი ნაია აივანზე იდგა და კი არ იყურებოდა არამედ იჭვრიტებოდა, ფრაგმენტ ფრაგმენტ ახსენდობოდა ყველაფერი რაც კი ქართული წაუკითხავს რატომღაც…..

წინა საღამოს დეიდამ, ბიძამ ნაიამ და თებროლემ იმდენი ვისკი დალიეს კასპერობანას თამაშბდნენ მაგიდაზე და ქვეშ. ბევრი იცინეს, იტირეს კიდეც, იცეკვეს და უხაროდათ გულით სულით…..რა არ ვიცი….

–გიორგიიიი წითელი ყვავილები რომ დევს მაგიდაზე წამოიღე რა რომ წამოხვალ

–სად იქნები

–კუთხეში ველოდები თამუნას

–დედაააააა კაბა დავისვარეეეეე

–უი უი რა ნაყინის ჭამა მოგინდა ამ ზამთარში!შოთაააააა ეს ბავშვი მარტო ჩემი შვილიააააააა, კრემში მაქვს ხელები მოდი რაააააა!!!

–ტელეფონს უპასუხეთ ვინმეეეეეემ

–ნინიკო მითხარი რა ეს ჰალსტუხი უფრო უხდება ამ კოსტუმთ თუ ეს ფეხსაცმელები ამ შარვალს?

–მე მგონი ეს პერანგ…….

–ხაჭაპურზე ვინ წავა?

–ეს ღვინო თანამშრომლებმა მომართვეს იფ იფ იფ რა იქნება

–ალიოოო, სვეტა შენ ხარ? ხვალ 11 საათზე ჩამწერე რა შეჭრა დავარცხნა

–ნინიკოოოოოოოოოოო!!!!!!

მოპირდაპირე კორპუსის ოთხი სართულის ქვევით ისეთი ხმაურია ვერაფერზე ახდენ კონცეტრაციას, არადა იწვის ყელაფერი და ეხლა რომ ფანჯარა მივხურო ასე მგონია გული დამიდადდება.

სადღაც შორს, გრიგოლ ხანძთელს, ქორწილზე ალბათ არასდროს უოცნებია……

1 Comment to “ხანძთელის ქორწილი”

  • მე ძაან მომწონს ძაან

    განსაკუთრებით ეს ნაწილი:

    “წინა საღამოს დეიდამ, ბიძამ ნაიამ და თებროლემ იმდენი ვისკი დალიეს კასპერობანას თამაშბდნენ მაგიდაზე და ქვეშ. ბევრი იცინეს, იტირეს კიდეც, იცეკვეს და უხაროდათ გულით სულით…..რა არ ვიცი….”

    მაგარია ლიკე

Leave a comment

http://blogroll.ge/#vg6ir76wwp