Nov
25

გაუგებარი კავშირები……

 შარშან ზამთარში ფეხით დავდიოდი ყოველ დილას სამსახურში. და ფეხით ვბრუნდებოდი, ნუ არა ყოველ საღამოს, მაშინ როცა სხვა მიმართულებით არ უნდა წავსულიყავი. ერთ დილას მივხვდი რომ ყოველთვის არა მაგრამ ეს რამოდენიმე ხანია რესპუბლიკის მოედანზე მიახლოებისას რაღაც მაწუხებს, მაწუხებს და არ ვიცი რა. მერე იმასაც მივხვდი რომ საღამოს როცა ვბრუნდები უფრო მაწუხებს ეს რაღაც. უფრო მძლავრად. ფიქრი დავიწყე ამ შეწუხებაზე, რომ ვერაფერი ვნახე ხელჩასაჭიდი, ისით გავიფიქრე სხვა გზით ვივლი მეთქი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში იმხელაზე მიწევდა გზის დაგრძელება, გადავწყვიტე მოვრეოდი და არ მეფიქრა ამ გრძნობაზე. მაგრამ მაინც……..

 შარშანწინ ქალაქ ვილნიუსში ქალაქის ცენტრში იდგა ნაძვის ხე არც ისე გრანდიოზული, წითელი ბურთებითა და ბანტებით. არმახსოვს რამდენჯერ შემოვუარეთ წრე ამ ერთი ბეწო ქალაქის თვალიერებისას სწორედ ამ ნაძვისხეს, თითქოს არც დამინახავს თითქოს არც მიმიქცევია ყურადღება მაგრამ მაინც თურმე როგორ დაუმახსოვრებია თვალს და თავლის გაგრძელებას.

წარწერა სწორედ რესპუბლიკის მოედანზე ,არც ისე უზარმაზარი ნაძვის ხის ქვეშ “საჩუქრად თბილისისს მეგობარი ვილნიუსისაგან” :D DDDDDDDD

თურმე რა მაწუხებდა ……………….

ერთ ერთ სურათში უკანა ფონზეც მოჩანს კიდეც ეს ნაძვის ხე … ისიც თურმე….

ეხლა ამ წელს,  და გამახსენდა ეს ფაქტი, მერე კიდევ ყვითლებს რომ ვეძახდი ისინიც გამახსენდნენ, რარაცნაირად გლიასესავით ყვითელი ადამიანები იყვნენ. ალბათ ვინმე დავინახე ესეთი და მაგიტომ……………..

Leave a comment

http://blogroll.ge/#vg6ir76wwp