May
11

ბაილონის მთვარე

By nokami  //  კინო / movie  //  No Comments

პოლიეთილენის და ნეონების ეპოქაა. ორივე ერთად და ცალ–ცალკე რკინამ მოიტანა.ეს მილებიც,წვიმებიც,ნივთებიც, რომლებიც უსულოები არიან. სინამდვილეში რკინა იმაზე უფრო ჭკვიანი და სულიერი ნივთიერებაა ვიდრე ადამიანს ჰგონია. პოლიეთილენი კი რკინის ნარჩენივითაა. დღევანდელი ადამიანის ირგვლივ იმდენი ნივთია რომლებსაც რეალურად უნდა ვმართავდეთ, რამეთუ ჩვენი სცოვრების გასამარტივებლადაა მოგონილი, სინამდვილეში ეს დამოკიდებულება ოთხმოციანი წლების შემდეგ საგრძნობლად შეიცვალა და ეხლა უკვე ეს რკინა–პოლიეთილენის ნარევი ნივთები მართავს ჩვენს ფსიქიკას და ცხოვრების წესს.
რკინის გარემოცვამ და გარშემოწირელურობამ, მისმა გენიალურმა, არაჩვეულებრივმა და ამომწურავმა თვისებებმა მისი ასჯერ გადამუშავება დამუშავება, შედნობა გამოდნობა, დამძიმება და ამსუბუქება გამოიწვია. ხოლო როცა რკინამ ენერგიის გატარება დაიწყო, ის უთვალავჯერ აანთეს და გადაანთეს. დედამიწა ნახეთ კოსმოსიდან როგორ ანათებს ღამე.სინამდვილეში ეს რკინა ატარებს ენერგიას და გამოსცემს სინათლეს. ანუ როგორ განიცადა ამ ნივთიერებამ მოდერნიზაცია, განვითარება და გაბატონება.
მეცნიერების გონება მას მერე სულ სხვადასხვა განზომილებაში გადადის ამ სინათლიდან და ხალხსაც და საზოგადოების აზროვნებას ფსიქიკას, შეხედულებებს მიათრევს და მიათრევს. ეხლა უკვე რკინისგან გამონათებული, ეგრეთ წოდებული ნეონური ხასხასა ფერების პოლიეთილენთან შერევის ეპოქა იწყება. თანამდეროვე ადამიანის სხეული ისე არის გაჟღენთილი სასუქებითა და გენ მოდიფიცირებული,რაც თავისთავად ნივთიერებების ერთმანეთთან ხელოვნურად შერწყმასა და ურთიერთქმედებას ნიშნავს, რომ ეხლა რომ დაწვან ჩემი სხეული აბო თბილელზე მეტად გაანათებს.
რაც დრო გავა უფრო გაბატონდება და განვითარდება ნეონური გამონათებების ეპოქა და ფსიქიკის სულ სხვა კუთხიდან დაიწყებს ყურებას და აღქმას. ჩემი შვილიშვილი არა მგონია, მაგრამ მას მერე თაობა რომ დააბოყინებს პირიდან ფერად ფერად მზეებს ამოუშვებს. ვისი მზეც უფრო ხასხასა იქნება ის უფრო ჯანმრთელად ჩაითვლება. ხოლო ვისი ბოყინიც უფრო ხშირი იქნება ის უფრო სპორტული.

ხო ისა ვინ იყო რომ თქვა ფილმი შინაარსი, არაფერი მაგრამ ძალიან ლამაზი კი იყოო???


Leave a comment

http://blogroll.ge/#vg6ir76wwp