nokami's blog

ხილული
გადავწყვიტე ჩემი სიზმრები ჩავიწერო და არ დამავიყდეს, არ ვიცი იქნებ მერე ერთად დაგროვდეს რამე ათას ერთი ღამის სტილში და მოზღაპრო ნაკრები გამომივიდეს, სიკვდილამდე დასატოვებლად.

15 აპრილი 2012 წელს აღდგომა იყო. დღე ჩემი ქცევა არ მახსოვს, თერთმეტი საათი მახსოვს სახლში შევიკრიბეთ, მე ნიკუშა,პუხო,ზურა და ნინინკა, მამა სოფელში წავიდა, როგორც ყოველთვის, დედამ პატარა თეფშებით გაგვიწყო საჭმელები. თორმეტ საათზე ხითხითით დავაჭახუნეთ წითელი კვერცხები, ალბათ ღრმა სიბერემდე არ დამავიწყდება ეს საათნახევარი, ძალიან თბილად მომეჩვენა ზალის განათება.

დავიძინე…… ლაღიძის ქუჩის კუთხეში უზარმაზარი ჭადარი იდგა რევოლუციამდე. მე იმ ჭადარზე ვიჯექი კენწეროსკენ და რუსთაველის გამზირი მთლიანად მოჩანდა. ოპერა, თეატრი და სხვა შენობები გაბლარებულად ჩანდა, იმიტომ რომ სუფთა წყალი მოსულიყო და სახურავებამდე აღწევდა. მერე უცებ რუსთაველის 24 ის ბოლო სართულის აივანზე ვიდექი და ამ წყლით სავსე ქუჩას დავცქეროდი , ისე მიკვირდა ეს წყალი ტბასავით გაშეშებული რატომ იყო. მუცელში საშინელი სიმხურვალე ვიგრძენი და ფართოდ გახელილი თვალებით დავაშტერდი უზარმაზარ ოქროს თევზს აივნის ქვეშ რომ გაცურდა და ფერის სიკაშკაშემ შემაწუხა…. მეორეჯერ გათენდა…..

16 აპრილი, ამ დღიდან მარტო ის მახსოვს რომ, ბაბილინას თეთრი კაბა უფრო უხდებოდა ვიდრე ჩემს მამაოს შავი წვერი…..ცოტა შემათრო კიდეც ღვინომ, ოღონდ ცოტა….. მეგონა ღამე ფანჯრებს დახეთქავდა რომ არ დამეძინა…..

მეტეხის ხიდისა და ორთაჭალის მოსახვევს შუა უზარმაზარი, ორ სართულიანი რკინით აჩონჩხილი გემი იდგა უძრავად, მტკვარი ტალღებს მორევებით ახვევდა და ეხეთქებოდა ფსკერზე ამ გემს. საგანგებოდ მოწყობილ საბანკეტო დარბაზში ვიჯექი და ვიხსენებდი ვშფოთავდი. დათოც მალევე მოვიდა და  ვან გოგისეული შემოდგომასავით გადაჭრელებული უზარმაზარი ვარდების თაიგული მომართვა, იქ მყოფი ხალხი დამეხვია და ყველას სათითაოდ აღფრთოვანებული შეძახილი ოხ ამას, არა ოხ ამას, ამასაც და ავაიმე ამასაც რა სუნია აააააქვს… მე კიდე გამწარებით თავი მქონდა დაკარგვამდე ჩარგული და ვცდილობდი მეც მეგრძნო ეს სასწაულებრივი სუნი…. რომ მოვიხედე გამოწკეპილი ოფიციანტი ვახშამს შლიდა მხოლოდ ჩემთვის. ყველას ვაჩუქე ეს ვარდები და მარტომ ვჭამე საჩვენებელი თითით მწვანე ტყემალი. რომ დავამთავრე ჩარლზ დიკენსი მომიჯდა გვერდით და ახალი პოემა მომიყვა. მე კი ირონიულად გადავხედე და ვუთხარი რომ ეს ყოველთვის ასე იქნებოდა, ის უამრავ ვარდს მომიტანდა ყოველთვის მაგრამ სავახშმოდ მაინც მარტო დამტოვებდა და ამის გამო დიდი ადამიანები თავის დიდ პოემებს დაასრულებდნენ. მერე თავისი შავი მანტო მომახვია და ბაბუაჩემივით სახლამდე მომაცილა.

17 აპრილი………….

კარს ვეჭიდავებოდი და ვერაფრით ვერ ვაღებდი. რომ გავაღე თუთუნის სუნი მეცა და თავი დამიმძიმდა. მივარდი და თეთრი ტორტი პირში ჩავიტენე, უცებ ხელებზე დავიხედე, მოხუცი ვიყავი და გასასვლელს ვერ ვპოულობდი, სადღაც მაღლიდან ხმა მომესმა თითქოს ჩემი შვილიშვილი შესანდობარისას ჩემს სახელზე ტორტს ჭამდა. ჩავიმუხლე და ნამდვილი მოხუცივით ბევრი ვიცინე ამ სულელუკას როგორ დაუჯერებია მეთქი……

18 აპრილი, არც არაფერი განსაკუთრებული……….

მაისურის ქვეშ საჩუქარი მქონდა ყუთში დათოსთვის და გახარებული მივარდი, რატომღაც მარცხენა ხელი გალურჯებული ქონდა და რომ გამომართვა და გახსნა ცარიელი იყო და გაბრაზებულმა მესროლა ეს რად მინდაო და წავიდა. მერე მუცელი ამომეზარდა ტირილისგან ვითომ და თმა მოვიზარდე რომ მუცელი დამეფარა მაგრამ არ წვდებოდა და უფრო ვტიროდი.

19 აპრილი, მგონია რომ როცა მძინავს მაშინ მღვიძავს………………..

სახელური
ისევ ისეთი, შარვალივით ჩამოშვებული მხრები,ლოყებზე ისე ქონდა გადაჭიმული შეკავებული ემოცია,პროფილი არ გაუსწორებია. პირადად არა მაგრამ ფანჯრიდან ვიცნობდი იმ ბიჭს, ისიც შემთხვევით როცა ვწერდი ხოლმე, თვალებს ვასვენებდი და გარეთ ყურებისას ხან აივლიდა ხან ჩაივლიდა, .  აგვისტო იყო თითქმის, ქალაქში მამაჩემისა და ბანკირების გარდა არავინ  იყო დარჩენილი მგონი, მე  ყინულის კვნეტა და წერა ისე მომწონდა ზუსტადაც დროის ამ პერიოდში.

შებნელება და ქალაქის გაყრუება ერთდროულად მოხდა თითქოს იმ დღეს. მიხვრა მოხვრას რომ ეძახიან ჩვენში აი მაგაში თითქოს არაფერი ეტყობოდა, თუმცა ჩვეულებრივთან შედარებით ნელა ჩამოიტოვა, ამ იტალიური ეზოს კიბის, მორებივით კრაჭუნა საფეხურები და გავიდა. რამდენ ხანში არ მახსოვს მაგრამ, მახსოვს უზარმაზარი ტომარა ფაქიზად შემოათრია ეზოში. ტომარას უდიდესი მნიშვნელობა შემატა მისგან გამოსულმა მინის ხმამ. უეჭველი იყო ბოთლებით ან ქილებით იქნებოდა სავსე. ძალიან მშვიდად გამოახმაურა სადღაც მიყუდებული რკინის დიდი ფირფიტა ისე, რომ ჩემი შუშაბანდიდან გამოსული სინათლე ზურგიდან დაცემოდა. ძალიან ფაქიზად ამოალაგა ლუდის ბოთლები, ეტყობოდა რაღაც პრინციპით ალაგებდა მათ.

ფილმის საყურებლად რომ პოპ კორნს მოიმარაგებენ ხოლმე ისე, გადმოვყარე  საყინულედან ცივი ნატეხები, თხლიშინით ჩავასხი წყალი და კბილი გამებზარა ყინაღამ ისე ჩამიკბეჩია ყინული – “რას შვება”. კარგა ხანს მოუნდა, მაგრად მოუჭირა პირველ ბოთლს ხელი და ბადროს მტყორცნელივით გააქანა ჟესტისკენ. მეორე თითქოს აწონა ხელით, კარგა ხანს ათამაშა მაგრამ ისეთი სიძლიერით ესროლა მეგონა ნამსხვრევები სახლში შემომივარდებოდა. მესამე და მეოთხეზე მხრები გაისწორა მორიგეობით. დანარჩენი არ დამითვლია ისე გემრიელად მიყვა მსხვრევის ხმაშიც კი დავიჭირე რითმი. …..

ჰმ, ერთი ცალი გაუხსნელი ქონია, ალბათ უკვე გამთბარი ლუდი, ჯერ მოიყუდა, თუმცა ისე გეგონებოდა რძე ყოფილიყო.

რაღაც წამები იდგა მერე.

სახე არ დამინახავს, მომეჩვენა რომ ჩრდილი უფრო მსუბბუქად ავიდა კიბეზე ვიდრე ენაზე დამდნარი ყინულის წვეთი კისერში გადამივიდა.

გუშინწინ გამაცნეს, მაგრამ მე უკვე იქ აღარ ვცხოვრობ.

ცხელი რძე
მარმარილოს ფილებიან ქუჩებში გასრიალდა შემოდგომა და მუუხლებგადატყაული, ზამთარივით დაეცა მდინარეში სიცივე.

წიგნები, სიგარეტის სუნით დამძიმებული ხელის თითები. მარაოსავით აფრიალებული იდეები და სირაქლემასავით გაზმორილი თავისუფლება.

პატარა ჩანთით გაიქცა ის გოგო სკოლაში დილით და უცნაურად დააგვიანდა დაბრუნება. დაბრუნებულმა რომ არ შეტყობოდა უხასიათობა სასწრაფოდ გადაშალა წიგნები  და უმეტყველო სახით დააშტერდა.

-ბებო რძეს გაგიცხელებ….

-ა? – თავი მოატრიალა, შუშის თვალები რომ არ შეტყობოდა სასწრაფოდ მითხრა – არ მინდა გუშინ მამამ ფული მომცა და დიდ  შესვენებაზე დავლიე ორი ჭიქა, მოგვიანებით გავიცხელებ მე თვითონ.

არასოდეს მეგონა ბებიობის ასაკში ასე თუ გამიმძაფრდებოდა სურვილი ამ ბავშვის შეგრძნებებში ჩავმძვრალიყავი. ალბათ როგორც ყველა ვერაფრით ვიჯერებ ბებიობას და დამჭკნარ ხელებს დღის შუქზე არასოდეს ვუყურებ.

მოდერნიზებული სკამი, შვილმა რომ მიყიდა ვერაფრით მოვიხერხე, ვერც ვერასდროს მიმართლებდა ამ თანამედროვე ღილაკებში გარკვევა. ნამდვილი ბებიასავით საავტორი წიგნი ავიღე წასაკითხად, ახალგაზრდობაში დაწერილი უნდა გადამეწერა სიბერეში, იქნებ ამით მაინც დავიჯერო მეთქი ასაკი.

-ოთახში სინათლე გალურჯდა და ამ გოგომ ეს თეთრი შუქი აანთო. არცერთს არ მოგვწონს ეს თეთრი ფერი, ძველებური ყვითელი განათება გვირჩევნია მაგრამ დედამისი ამბობს რომ ეს ცოტას ხარჯავს, ამიტომ სახლში სულ თეთრად ანათებს, სიმყუდროვის ნაცვლად გგონია რომ სცენაზე ზიხარ ან დადიხარ და თითქოს პერსონალურს არაფერს გიტოვებს ახალი ტექნოლოგიები. ანდაც ეხლა ტექნოლოგიური მიღწევები თუ რომელს ატარებ ან ანიჭებ უპირატესობას შენს შინაგანს უნდა გამოხატავდეს, ნუ როგორც ტანსაცელი. მაგრამ ალბათ მეც ვმოხუცდი და შეხედულებებიც მომიხუცდა.

ბრახუნი იყო.

ერყობა ძალიან გაცხელდა ჭიქის სახელური და ხელი რომ მოკიდა მაგ დროს გაუვარდა.

ტირილს აპირებდა.

არასდროს არ ინერვიულო სისულელეებზე, მეთქი და გავიღიმე შემაწუხებელი რომ არ ვყოფილიყავი. ზუსტად ისე სლუკუნებდა როგორც მე ვიცოდი და დამვიწყებია მერე დიდობაში.

საღამო ჩვეულებრივად დაღამდა.

მზემ ღრუბლებს ზღვაში ჩაასწრო და სულიც მომეთქვა.უპალმო სანაპიროზე ქვების ჭახუნი არ ისმის რატომღაც,რაღაც მიბღავის ტერფებში ვენები და აგურივით მიფშვნის ხასიათს.ხანდახან რა ცუდია ახდენილ ოცნებაში ბრტყელტუჩა ბალიშის ქვეშ უნდა გედოს.

ნეკნების ჯახუნი მუხლებში
ნეკნების ჯახუნი მუხლებში……….

ქანცალი და ხუთი წუთის მერე ბრაგვანი…………..

ფეხზე მკიდია ინსტიტუტების სახელოსნოები…………

ზნეობრივი დოგმები და უჟასები……………….

ვიცი რომ ცოტა ხანს ვცხოვრობ და ვიცხოვრებ ლაღად….მაინც……

ციკლი-მეცნიერება და ხელოვნება

Mumo
ხანდახან სულიკოს უნდა რომ, მფრინავი ხალიჩა ქონდეს. მწვანე ზოლებით. ცისფერი ხაზებით და ღორის ჟაგარით, დაგრიხოს ხოლმე და ბორტზე ამოიყვანოს დასახრჩობად განწირული მეგობრები. რწყილები, რომლებიც სინამდვილეში არასოდეს უჯერებენ ,დასახრჩობად იმეტებენ თავებს და მერე სულიკოს მიმართავენ საშველად.

მერე რა რომ ხანდახან რწყილები თავზე ამოდიან, სულიკო ფიქრობს”როცა რწყილი გკბენს რა მნიშვნელობა აქვს ეს თავზე ხდება თუ ფეხის გულზე. ჰმ ცდება ალბათ……

ერთხელ ერთ უცნაურ მეგობართან მივიდა და უცნაური რამ თხოვა, მასწავლეო როგორ გავაჩერო თავის თავთან დიალოგებიო.

ასწავლა იმანაც რა ექნა.

თუ იქამდე სულიკოს კონცენტრაციასთან, ყურადღებასთან და ძილთან პრობლემები ჰქონდა დაუსრულებელი დიალოგების გამო, ახლა …………….

სულიკო თავის სისულელეებს უფრო მეტად განიცდის ვიდრე რამე სხვას, ერთი კაცი ეუბნება გამუდმებით : “სულიკო შენ ისეთი ახალგაზრდა ხარ შეგიძლია ნებისმიერი კი არა ყველა სისულელე ჩაიდინო”

სულიკო არასოდეს ითხოვდა ღორის ჯაგარს როცა იხრჩობოდა, ცრემლებში.

სანამ მოკვდება სულიკო დაირგავს ბონსტერებს თავთან……….

Jonny
http://youtu.be/hcgtTrMBMEU

ცოტა ცოტა მეც
დეპრესიული, როგორც ერთი, ოღონდ მასეთი დოზით არა, ცოტათი.

ენერგიული როგორც მეორე.

მისტიური როგორც ერთი

რეალისტი როგორც მეორე

მშიშარა როგორც ერთI

უხეში როგორც მეორე

ზოზინა როგორც ერთი

უმოქმედობა პირიქით მღლის, როგორც მეორე

ამ ორი ადამიანისგან შეზავებით მაქვს ალბათ ის რაც მხოლოდ ხანდახან ჩანს. ან მხოლოდ ისენი ხედავენ ვინც მათ იცნობენ ჩემზე მეტი ხანია…

რომელი უფრო შესაფერისია ჩემთვის…..თუმცა შეფერილობა რა მოსატანია, ისედაც ვემგვანები ერთს როცა ვსუქდები და მეორეს როცა ვხდები.

ერთი ჩვენი საერთო მეგობარი ამბობს, როცა ეს სამი ერთად არის დამხმარე და გასართობი აღარავინ სჭირდებათ თვითOნაც უკვე იმდენი არიანო…………………