14
გაფცქვნილი მზესუმზირის სუნი
დღეს ფანჯრიდან ჩემი “რამოდენიმე გასული წელი დავინახე”.ცოტა ხანში აღმოვაჩინე რომ ჩემს თავზე ვფიქრობდი, იმ საკუთარ თავზე ერთ მშევენიერ დილასაც რომ გავიღვიძე და სხვანაირი გავხდი. მას მერე რამდენჯერ გავიღვიძე სხვადასხვანაირად. არც მახსოვს პირველად როდის დაიწყო. ეხლა ბოლო დროს რაღაც გამოგრძელდა დიდი ხანია ეგრე აღარ გამიღვიძია.
მერე მასზეც ვიფიქრე და სხვა დანარჩენზეც. შემეცოდა და გული დამწყდა იმ მწვანე სკამზე მე რომ ვზივარ და სასტიკად მეშინია იმ სკვერთან ჩავლის, რომ არ შემომხედოს იმ მემ. ის დრო დამენანა ესე ცუდად რო დაიწყო, ქადის გულივით მსუყე, თუმცა უსარგებლო და გული სანამ არ ამერია იქამდე გემრიელი მეჩვენებოდა. სანამ სახეში არ გამარტყა მანამდე გულის ჯიბეში მეგონა.
ეხლა უკვე დიდები ვართ, ამდენი წელი გავიდა, ყველას ოჯახი და წვრილ წვრილი შვილები ყავთ. ამბობენ ხოლმე ჩემს გასაგონად საჭორაოდ მომზადებული ენები. რას ვეტყვით შემთხვევით ან დაგეგმილად რომ ვნახოთ ერთმანეთი.აი ერთ ოთახში რომ აღვმოჩნდეთ ჩვენ სამნი.
მე ვერც ვერაფერს.ჰმ.
ნეტა ვინმეს თუ ეშინია ჩემი დანახვა, ვინმესთვის საკუთარი წარსულის ჩრდილივით. . . .
არ მინდა ჩემი ცხოვრება გავიდეს და ყოველ მოხედვაზე ღებინებით ყურები მეჭედებოდეს, ხელებზე იმხელა თმები მეზრდებოდეს ფეხს ვადგამდე, კუდი მართლა მქონდეს,ფრთები მეჩვენებოდეს,ზამბახების სუნით აყროლებულ ბალიშებს მჩუქნიდნენ დაბადების დღეზე.










თამადები ნელ ნელ და უფორ და უფრო მომწონს შენი ნაწერი
მოგამზადებდი ესპანურში რომ ვიცოდე
კარგი პოსი იყო…
წლები სულ ეგრე გარბიან.
სულ…
და მართლა უკან მოხედვისას ცუდი გვიბნელებს თვალებს.
რა კოშმარია.
რა საშინელებაა…