Nov
18

ცხელი რძე

მარმარილოს ფილებიან ქუჩებში გასრიალდა შემოდგომა და მუუხლებგადატყაული, ზამთარივით დაეცა მდინარეში სიცივე.
წიგნები, სიგარეტის სუნით დამძიმებული ხელის თითები. მარაოსავით აფრიალებული იდეები და სირაქლემასავით გაზმორილი თავისუფლება.
პატარა ჩანთით გაიქცა ის გოგო სკოლაში დილით და უცნაურად დააგვიანდა დაბრუნება. დაბრუნებულმა რომ არ შეტყობოდა უხასიათობა სასწრაფოდ გადაშალა წიგნები და უმეტყველო სახით დააშტერდა.
-ბებო რძეს გაგიცხელებ….
-ა? – თავი მოატრიალა, შუშის თვალები რომ არ შეტყობოდა სასწრაფოდ მითხრა – არ მინდა გუშინ მამამ ფული მომცა და დიდ შესვენებაზე დავლიე ორი ჭიქა, მოგვიანებით გავიცხელებ მე თვითონ.
არასოდეს მეგონა ბებიობის ასაკში ასე თუ გამიმძაფრდებოდა სურვილი ამ ბავშვის შეგრძნებებში ჩავმძვრალიყავი. ალბათ როგორც ყველა ვერაფრით ვიჯერებ ბებიობას და დამჭკნარ ხელებს დღის შუქზე არასოდეს ვუყურებ.
მოდერნიზებული სკამი, შვილმა რომ მიყიდა ვერაფრით მოვიხერხე, ვერც ვერასდროს მიმართლებდა ამ თანამედროვე ღილაკებში გარკვევა. ნამდვილი ბებიასავით საავტორი წიგნი ავიღე წასაკითხად, ახალგაზრდობაში დაწერილი უნდა გადამეწერა სიბერეში, იქნებ ამით მაინც დავიჯერო მეთქი ასაკი.
-ოთახში სინათლე გალურჯდა და ამ გოგომ ეს თეთრი შუქი აანთო. არცერთს არ მოგვწონს ეს თეთრი ფერი, ძველებური ყვითელი განათება გვირჩევნია მაგრამ დედამისი ამბობს რომ ეს ცოტას ხარჯავს, ამიტომ სახლში სულ თეთრად ანათებს, სიმყუდროვის ნაცვლად გგონია რომ სცენაზე ზიხარ ან დადიხარ და თითქოს პერსონალურს არაფერს გიტოვებს ახალი ტექნოლოგიები. ანდაც ეხლა ტექნოლოგიური მიღწევები თუ რომელს ატარებ ან ანიჭებ უპირატესობას შენს შინაგანს უნდა გამოხატავდეს, ნუ როგორც ტანსაცელი. მაგრამ ალბათ მეც ვმოხუცდი და შეხედულებებიც მომიხუცდა.
ბრახუნი იყო.
ერყობა ძალიან გაცხელდა ჭიქის სახელური და ხელი რომ მოკიდა მაგ დროს გაუვარდა.
ტირილს აპირებდა.
არასდროს არ ინერვიულო სისულელეებზე, მეთქი და გავიღიმე შემაწუხებელი რომ არ ვყოფილიყავი. ზუსტად ისე სლუკუნებდა როგორც მე ვიცოდი და დამვიწყებია მერე დიდობაში.
საღამო ჩვეულებრივად დაღამდა.

Leave a comment

http://blogroll.ge/#vg6ir76wwp