3
გახვრეტილი კედლები
მომკლავს ამდენი ალკოჰოლი, ამდენი სიგარეტიც მომკლავს, ყველაფერი ესე უზომო რომ ვიცი მომკლავს.
თვის ბოლო დღე იყო და სამსახურში ათზე რომ დაჯდა შვიდ საათზე ადგა სკამიდან. საღამოს სადმე რომ არ წასულიყო თავის გასანიავებლად, უაზრო გამოღლილობისგან ტირილით გასკდებოდა იმ საღამოს. მერე რედ ბულიან ლონგ აილენდს ტეკილა მიყვა, მერე კიდევ ერთი ჭიქა, მერე ჯეკ დენიელსი,სიბრაზით გაბერილმა ბარმენმა რომ ჩამოასხა, ამიტომაც მეორე ჭიქაზე გაექცა დამმპატიჟებელი. ამის მერე ბოდიალის ხასიათზე მოვიდა. ბოდიალ ბოდიალით გუდიაშვილის ბაღში მივბოდიალდითო, მთის ქალს ქუსლიანები ეცვა და ამის გამო კინაღამ ფარხმალი დაყარაო, თუმცა ისე მოგვინდა ისიც ჩვენთან ერთად ყოფილიყო სულ ხელისგულზე ატარესო ბიჭებმა და ერთი ნაბიჯიც არ დაუდგამს მიწაზეო.
“ორ ორ ბიჭს შორის ერთმანეთის პირისპირ ვისხედით თბილად,თუმცა ერთმანეთს არ ვუყურებდით.”
კიდევ ერთხელ გაიჟღინთა ორგანიზმი ლუდით, ისე მწარედ დაიწყო წვიმა თმის ღერები დაეწიწკნა და კიდევ ერთხელ აბოდიალდა. პოპულში ჭიქები არ ქონდათ, ამიტომ დაკითხვა მოეწყო ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ყველაზე ფხიზელმა, თუმცა რომელი იყო მაგაზე ვერც ვიდავებთ ვერავინ, არაყი ინფექციის გადამტანი არ არისო, მაინც გოგოებმა მოვიყუდეთ პირველებმა. კანცელარიის ეზოში ბურთის მოედანზე დავეყარეთ და მთავრობა ფეხებზე გვეკიდა და სახლს მძაფრი მნიშვნელობა არ ქონდა და წვიმამ მიშვერილი სახეების დასერვა დაიწყო და კიდევ ერთხელ და – კარავი მოგვინდა.
იმედია არ ახსოვთ რა ჩავიდინე ამ სტადიონზე მეცხრე კლასში. ან რატომ მოვყევი საერთოდ.
გადაიღო და სხეულები დაუმძიმდათ,მოეჩვენათ რომ უნდა ევლოთ და ადგნენ კიდეც, შუაგზაზე გარე განათება ჩაქვრა, თენდებოდა.
კაცმა არ იცის რამდენი საათი ლაპარაკობდა ის ორი თავის თავზე, თითქოს ყოველდღე აკეთებენ ამას და სძულთ, მერე ერთმანეთზეც. მაგრამ არ ვიცი როგორ შეიძლება ელაპარაკო ადამიანს მასზე როცა არ იცნობ. არც არასოდეს ვიცი საიდან მოდის ხოლმე.
მეგობრობა არ შენდება, მეგობრობა ან იგრძნობა ან არა, ეს სიმშვიდეა. ისეთი სიმშვიდე მარტო ბავშვს რომ შეუძლია მოუძებნოს განსაზღვრება. დიდები კი ყველაფერს ვაკრავთ იარლიკს და საკუთარ აზრებს ვჭედავთ სისულეეებზე, არა მნიშვნელოვანზე. რა მნიშვნელობა აქვს რა მოხდება მერე, მე მადლობთ რომ კიდევ ერთი სიმშვიდე…..
შიზოფრენიკს დრო და სივრცე ისე აერია სად გათენება იყო და სად დაღამება ვერ გაეგო. გარეთ გამოვიდა კომპასის მოსაძებნად და კიდევ ბევრი იარა.
კიდევ ბევრი ალკოჰოლი სიგარეტიც, პოკერიც. სრულიდ ლურჯ სახლში, ხუთ საათიანი თამაშის შემდეგ ექვსი კაციდან მე და რუსი დავრჩით და ჩემი სიმწრით მოგებული თხუთმეტი ლარიც ჩაიჯიბა. მართალია მერე ჯოკერში სახლში გაცილება წააგო, თუმცა მგონია რომ ეს უკვე საქართველოში ცხოვრების ზეგავლენით მოხდა.
მომკლავს იმ ტოტის ჭრა რაზეც ვზივარ, ალკოჰოლიც მომკლავს სიგარეტიც, ჭამა და არ ჭამაც მომკლავს, ფრენიებიც. რაც მაცოცხლებდა უკვე მომკლა და ………………..









