Apr
22

ბოდიალის 102 საათი (The end)

დილის ხუთ საათზე ძლივს ავეწეპეთ საწოლებიდან. ნინის ჩემზე მოკუნტულს სძინავს და მაღვიძარამ რომ დარეკა ისეთი დავეჯახეთ თავებით ერთმანეთს მეგონა კოპი მექნებოდა. ის სვანია და არაფერი გაუგია, ის კი არა კიდევ დიდ ხანს ვაჯანჯღარე თვალები რომ გაეხილა. წინა ღამით გამოვემშვიდობეთ ჩვენს უცხოელ მეგობრებს, გვერძე ნინის კუთვნილ დაკეტილ სახლის აივანზე გავაშლევინეთ კარვები. შეგვპირდნენ ორ კვირაში თბილისში ვიქნებითო და მოგძებნითო, ხოდა სამ–ნახევარ თვეში გერმანიაში დავბრუნდებით და ვიზისთვის მოწვევა გამოგიგზავნოთ დიდი პატივი იქნებაო. გადავირიეთ სიხარულით მე და ნინი :)

სახლის კართან მომდგარ მარშუტკაში,იმ ფაშისტის შთამომავალს მეტისმეტად რომ მოეწონა(ბოდიშს ვითხოვ ამ გამოთქმისთვის მარა კაცს, თან გერმანელს, მარშუტკა რომ მოეწონება სხვა რა უნდა უწოდო), ადგილები დავიკავეთ. მალე თბილისისკენ მიმავალი სვანებით გაივსო ზემოთხსენებული ტრანსპორტი, ჩვენ ზუგდიდამდე მივყვებოდით. ასე მწარე ემოციებით გამოვლილ შავ ღელეზე კიდევ რამოდენიმე საათი ვიდექით ტრაქტორის მოლოდინში.მოვიდა და ძლივ ძლივ გადაათრია მგზავრებით დატვირთული. ტაში დავუკარით ტრაქტორს მშვიდობით რომ გადაგვიყვანა. ალაგ ალაგ ჩანჩქერები და ვერანაირი ტექნოლოგია რომ ვერ აღბეჭდავს ისეთი ფერები დაიხატა, თუმცა უმეტესი წილი ისეთი ნისლი იყო ამ ჯერზე 135 კილომეტრს 6 საათი მოვდიოდით.
მგზავრმა სვანურად მუსიკის ჩართვა მოითხოვა და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა, ვერც დაიჯერებთ, ნინო ჩხეიძის, ლელა წურწუმიას და კიდევ ასეთი საშინელი ვაი მომღერლების ნაცვლად, ჯექსონები ჩაირთო. მერე მთელი გზა ზუმბა და ჯექსონი ენაცვლებოდა, მაგარ პატივს სცემენ თურმე ზუმბას ამ მხარეში. მურმან ლებანიძე უყვართ კიდევ ძალიან და კიდევ ბევრი ნათესავი ყავდეთ უნდათ. აი მაგალითად იქეთობისას, ერთი მეტად ამბიციური და ენერგიული ქალი იყო, კიდევ იყო კაცი პროფესიით ამფეთქებელი, ამჟამად ამ გზაზე მუშაობდა ამფეთქებლად. ხოდა ქალმა ჰკითხა რა გვარი ხარო, პასუხზე ისე შეხტა და შეიცდახა ესეც ვიცოდი ნათესავი იქნებოდიო და ძლივს მიწვდა, ჩასახუტებლად. აღმოჩნდა რომ ამფეთქებლის ბიძა ამ ქალის ბაბუის ძმის ძუძუმტე იყო.
მოდი და ნუ გაოცდები.
ცოტა გავაკებულზე გვირაბში ბუნებრივად ცანჩქერივით გადმოდიოდა წყალი. წინ, გვერძე,უკან, გადავლება და გადმოვლება, ატალახებული მანქანა უფასოდ გააპრიალა მძღოლმა. გურამამ იხუმრა კიდევ კარგი ეს ადგილი სამეგრელოში არ არის თორემ აქ მეგრელი იდგებოდა და ლარ ლარს ააგროვებდაო.გასკდენენ სვანები სიცილით.
ზუგდიდში აღარ მოგვინდა მატარებლამდე დარჩენილი 10 საათის გატარება, მით უმეტეს რომ გზაზე რახი ისევ დავლიეთ და ფულიც ზუსტად ბილეთის სამყოფი გვქონდა. იდეა დაიხვეწა ფოთამდე “რამით”, ფოთში გუროს მამა დაგვხვდებოდა მანქანით და წაგვიყვანდა ოზურგეთში სადაც მოვისვენებდით და დავლევდით კიდეც და მატარებელსაც გავყვებოდით, იგივე ფასი იყო რაც ზუგდიდიდან. დავითი ავტოსტოპის პრინციპით მანქანის გასაჩერებლად გადადგა.

ხოლო, აი რა ხდებოდა ამ უშედეგო 35 წუთის განმავლობაში

აი კიდევ

რაოდენ წარმოუდგენელიც არ უნდა იყოს, რომ ზუგდიდის ცენტრში შეიძლება ვინმე, ფოთისკენ მიმავალმა მანქანამ გაგიჩეროს და 4 კაცი ჩაგისვას, თანაც უსასყიდლოდ….. იქნებ გოგოს უფრო გაგიჩერონო და ცერა თითის ზევით მომართვა დამთავრებული არ მქონდა შავმა ბეემვემ დაამუხრუჭა. გულით გამიხარდა საჭესთან მამის ტოლა კაცი დამხვდა და სიამოვნებით ჩაგვისვა, ფოთში მიდიოდა, რომელიღაც პოლიტიკოსის საარჩევნო პრეზენტაციაზე. სამეგრელო ზემო სვანეთის მთავრობაში იყო ნამეტანი თანამდებობაზე, რომელიმეს თუ გახსოვთ დააკომენტეთ სახელი მაინც, მადლობა კიდევ ერთხელ მივაწვდინოთ. :) :) ხოდა ფოთამდე მიშა მაგარიას ვმრეროდით, რამეთუ იმედგაცრუებამდე ცოტა რო გვაკლდა მიშამ თუ არ გამოაცხადა ისე არაფერი კეთდება ამ ქვეყანაში და იქნებ წერილი მივწეროთ პრეზიდენტს 1ხელ გამოაცხადოს ავტოსტოპით მოძრავ ახალგაზრდას გაუჩერონ მანქნაო :) :) :) 25 წუთში ფოთში ვიყავით და ზღვის ხედით ვტკბებოდით გზადაგზა. იქედან 40 წუთში ოზურგეთში ვიყავით და სად თუ არა ეზოში არ წამოვგორებულიყავით.

ხოდა ვინ როგორ~

ესეც მე

აქ კი, ისეთი საოცარი კერძებითა და სასმლით გაგვიმასპინძლდნენ, გზადაგზა ვასუფთავებდით თეფშებს და გამაჩერეთ–ს ვთხოვდით ერთმანეთს.
ამ ჯერად უპრობლემოდ ვისხედით ერთ კუპეში, ამოგვარგნულ, გადაღლილები.
თბილისზე ფიქრს თავს ვარიდებდით.

გავა დრო და ამ ნაწერზე ვიცინებ, ვიტირებ კიდეც. გული გასივდება და სუნთქვა ჩაიკეტება. ხან ერთის, ხან მეორესი.

3 Comments to “ბოდიალის 102 საათი (The end)”

  • რა გინდა დრო მშვენივრად გაგიტარებია =))

  • :D

  • ვააა, ძალიან კარგი პოსტია. და მშვენიერი დრო გიტარებია.
    ნუ ანუ საინტერესო.

Leave a comment

http://blogroll.ge/#vg6ir76wwp