Apr
21

ბოდიალის 102 საათი (Part III)

თამარის დროს მთის ამ მხარეს ურჩობა გამოუცხადებია მისი რეფორმების მიმართ. თამარმაც არ დააყოვნა და მცირე ამალით ეწვია სვანეთს. რამოდენიმე დღეში თამარი ავად გამხდარა და მე–თავეებისთვის უთქვამს, ჩემს ჯარს რომ არ გამოვემშვიდობო ისე როგორ მოვკვდეო.მალე ხუთი ათასი გმირქართველი მოადგა თურმე მესტიას. ეხლა ერთმანეთის სისხლი არ დავღვაროთ ისე დამემორჩილეო და სვანეთის თავებს სხვა რა გზა ქონდათ და ქედიც მოუხრიათ.
(ციკლიდან სვანების მიერ მოყოლილი ისტორიები სვანეთზე.)

(თავკაცის კვერთხი)

მესამე დილას ბოდიალს მოვანდომეთ შუადღემდე. უცხო მეგობრებს ვეღარ დაველოდეთ მუზეუმში გადარეულან და ვერ შეელივნენ ექპონატებს,თან გაწვიმდა ასე რომ, მათ გარეშე გავეშურეთ კოშკების უბანში ასაძრომად. გზაში გემრიელად დავსველდით მაგრამ არ გვიგვრძვნია ისეთი შემართებით ვიყავით. ამ კოშკზე ერთმა მოხუცმა სვანმა კაცმა სიტყვა არ დაცდენია ისე გაგვიღო კარი და წავიდა. პირველ სართულზე ტრადიციისამებრ ბოსელი ქონდა და ნინიმ აქ რწილები იქნება სწრაფად გაიარეო. ოთხ საფეხურიანი ხის კიბით ხვრელში შევძვერით და მერე უსაშველო ხის კიბეები დაიწყო სართულ სართლ, მეორე კიბეზე უკვე გული გადამიტრიალდა ამ სიგრძე კიბემ უზომო ქანაობა რომ დაიწყო და შემდეგში კონკიად წოდებული მე და გურამა ქვევით დავრჩით.

აქედან გადმოსულები ბოდიალ ბოდიალით მარგიანის კოშკს მივადექით.რუსულენოვანი ლარისა უფასოდ არ გვიშვებდა კოშკზე არაფრის დიდებით, მოკლედ ასე და ისე მივდექ მოვდექით თან ისე წვიმდა გავილუმპეთ, შეგვიშვა მაინც. სართულებს შორის ხვრელები ისეთი ვიწრო იყო შარშანდელი წონა რომ ვყოფილიყავი ვერ შევეტეოდი, ვაი რა სირცხვილი იქნებოდა :)
დაღამებას ცოტა უკლდა სახლში მისულ დაღლილ სველებს კუბდარი დაგვხვდა, ისეთი სისწრაფით ვჭამეთ ყბები გვტკიოდა, გასათბობად წითელი ღვინოც დავაყოლეთ და წვიმის გამო შავღელეზე გადაუსვლელობაზე რომ არ გვეფიქრა ასი ხელი ჯოკერი ვითამაშეთ.
ამ ხნის განმავლობაში დღისით ისე თბილოდა ცარიელი მაისურით დავდიოდით, საღამოს ისე ციოდა რაც კი ტანსაცმელი მქონდა წაღებული ყველაფერი ზედ მეცვა + ნინის ჟილეტი (ხოდა მარიამის ყოფილა ის ჟილეტი და დიდი მადლობა მარიამს). ძილის დროს ორი საბანი მეფარა და ყურის ბიბილოებზე მგრილოდა მაინც.მასპინძლის სახლში ორი ფერია ცხოვრობდა, მათ შორის ერთი მხატვარი, ხოდა აი რა დაუხატავს კედელზე :

რომ წამოვედით აღმოვაჩინეთ რომ იმ ბავშვებისთვის ისეთი სტუმრები ვიყავით, რომ მოდიან თავისას ისწორებენ და მიდიან, შენ კიდე სათანადო ყურადღებას არ გაქცევენ.ხოდა შევრცხვა და დროის გადახვევა გვინდოდა უფრო მეტად გვეთამაშა ამ ფერიებთან,ნეტა ცუდად არ დაგვიმახსოვრონ.
ასეთი გაბურძგნული ძროხები არასოდეს მინახავს, დაგრძელებულ ჯაგრიანი ღორები და ბუთქუნა კეთილი ძაღლები.

დრო არ მეყო, რომ ადგილობრივ მოსახლეობას უფრო ახლოს გავცნობოდი.ხასიათი და თვისებები, აშკარად რომ დამენახა.
–აქ ორი სეზონია, ზამთარი და ზაფხული, კარგი ზაფხული იმას ნიშნავს,რომ ბევრი სტუმარი, შთაბეჭდილება და ის რაც ზამთარში ზედმეტად ხელმიუწვდომელია, მაგალითად სურსათი თუ ნაყინი, რომელზეც გიჟდებიან ბავშვები. ქოლგები და სურათები. მთელი ზამთარი გვეყოს თავის შესაქცევად.
როგორც შევატყვე მთავრობის იმედი აქვს ხალხს, პატარ პატარა ყველაფერი კეთდება, სამაგიეროდ წინ კიდევ დიდი იმედია. დენის გადასახადს არ იხდის,ვერტფრენიტ მგზავრობა ქუთაისამდე ადგილობრივებისთვის უფასოა, ქურდ ბაცაცები ვერარ ღლიტავენ მშრომელ ხალხს და მშვიდობა და სიწყნარე ხომ ყველასთვის მნიშვნელოვანია. მას შემდეგ რაც მესტიაში არამც თუ გაშენდება სამთო სათხილამურო კურორტი, არამედ მისი შენება დაიწყება, მეტად ამოისუნთქავს აქაური ხალხი. სავალი გზის პრობლემაც მოგვარდება და ზამთარიც ასეთი ძნელი აღარ იქნება.

დილას ხუთ საათზე უნდა გამოვსულიყავით სახლიდან, მაგრამ პირველამდე არ დაგვეძინა მაინც……

Leave a comment

http://blogroll.ge/#vg6ir76wwp