Mar
22

დამალული წაღები

შაბათს დილიდან მზე იყო და სახლში გაჩერება არ მინდოდა.კუს ტბაზე მინდოდა გასეირნება, მაგრამ ფული არ მქონდა და საბაგიროც არ მუშაობდა.ფეხით, ქუჩაზე საითაც მზე ანათებდა იმ მხარეს გადავდიოდი.  ბოდიალი და იდიოტურად გაპრანჭული სიფათების ყურება რომ მომბეზრდა მზიურში ჩავედი, ხის სკამზე დავწექი და მშებენლობის ყურება დავიწყე. არც ისე სასიამოვნო საყურებელი ყოფილა, ამიტომ ხასხასა ცის ფერმა თვალები ამომწვა.

მერე რაგბიც დაიწყო და დალევაც დავიწყეთ სუპერ ქართულ დაწესებულებაში. ჩქმეტაზე მივხვდი რომ გამწარებული გამოვთქვამდი პროტესტს, რატომ უკრავენ ქართულ დაწესებულებაში რუსულ სიმღერებსთქო. რატო ავღელვდი არ ვიცი, მაგრად კი მკიდია და….

ათ საათზე კაფე სალვეში მოვედი აზრს, ფრანგები კრიმანჭულს ქართველებზე კარგად მღეროდნენ და კიდევ ბევრ რაღაცასაც. კიდევ მივხვდი რომ თავი არაფრისთვის არ უნდა მიმედო თორემ დამეძინებოდა. ამიტომაც საცეკვაოდ შარდენ ბარში წავედი. ამ ბარში მოსახვედრად ორი გზაა, ან მეპატრონეს უნდა იცნობდე ან პერსონალს.  ხოდა ჩვენც პერსონალმა კიდევ არყით სავსე ფორთოხლის წვენი გვიკისრა და რეი დაუკრა….

კარებში შემოსული მოჩვენება რომ დავინახე ვიფიქრე ბოლო ყლუპი არ უნდა დამელია თქო და ჰაერში გაფრენილი კიდურები ჩამომიცვივდა.როცა მივხვდი რომ მოჩვენება კი არა  ნამდვილი მამაო იყო შავი ანაფორით,წვერით, ვერცხლის უზარმაზარი ჯვრით, ხანში შესულიც და ჩემს გარდა ყველამ თავი დაუკრა…………..

ჩემდა უნებურად საათს დავხე 01:44 p.m

ხელებში და ფეხებში მომკიდეს ხელი და ისე გამიყვანეს, გაოცებისგან დაბნეული შოკი მქონდა.

7 Comments to “დამალული წაღები”

  • მეერე?? ანუ მამაო შემოვიდა და დაიხურა ბარი? :) ))
    სალვეს რაც შეეხება, სადღაც სოლოლაკშია ხომ? FB-ზე მომივიდა მოწვევა ჯგუფისგან, დამაინტერესა და ვიკითხე სად არის მეთქი, ჰოდა ძვირფასმა ჯგუფის წევრებმა და ადმინისტრატორებმა თავიც არ შეიწუხეს მისამართის გამხელისგან

  • მერე არაფერი, შემეშინდა ტინგიცი მამაოს წინაშე და წამოვედი :) რა კაცია მამაო ღამის ორ საათზე შარდენ ბარში რო გაიჩითა :)
    კაფე სალვე არის დადიანის 15 ნომერში, ისე არ აბაზრებენ მისამართს დიდად რამეთუ კაფეს აბრა არ აქვს, ანი ვითომ ანდერგრაუნდის პონტია რა :)

  • რა იცი, იქნებ თქვენს დასამოძღვრად იყო მოსული და არ აცადეთ : ))))
    არ აბაზრებენ და ღმერთმა შეარგოთ იქაურობა, მაგარი ბიზნესი გამოუვათ :D ოღონდ ეს ფეისბუქზე გვერდების კეთება რაღა საჭიროა მაშინ …

  • ხო რავი ალოგიკურია ნამდვილად :)
    არ მინდა დამოძრვრა ღამის 2 საათზე გათხლეშილ მთვრალს ცეკვა მაცადეთ :) :) :)

  • აარა, არ გაცდით!
    გეგონა ღამის 2 საათზე ბარში ხელაპყრობილ მლოცველთა გუნდს ელოდა, შენ შერჩი ხელში და იმედი აღარ გაუცრუე და შერცხვენილი წამოხვედი? :) )))

Leave a comment

http://blogroll.ge/#vg6ir76wwp