7
ყრუ
თბილი სეზონივით ათბობდა მზე ჰაერს,კურტკები რომ არ გვცმოდა ვერც შევამჩნევდით იანვარს.ჩუმად გაპრიალებულ ქალაქში დავეშვით სანაპიროსკენ. უზარმაზარი დაღმართის შუა გზაზე ფარგალივით თუ დადგებოდი ოთხმოცდაათ გრადუსს მოიუახლოვდებოდი.ასეთივე გადახრილ მაღაზიაში თოკებზე მობმული წითელი ჩანთა ვიყიდე ხუთ ფუნტად.კენჭებიანი სანაპირო ქონდა ოკეანეს.ცა დაბლა და მორგვივივით ქარი.ნახევარი დღე ვატრიალეთ მაღლა მაღლა ფრანი,ხან მე ხან იმან.
მერე შელესილი ბეტონის შიგნით ხეში ამოკვეთილი გემის კაიუტის ფორმა ქონდა იმ პაბს, ფერი და უცნაური ჟრამუნის შეგრძნება დატოვა დიდი ყლუპის მერე ლუდმა. თითები ვიმტვრიეთ განასკვული მფრინავი გველის თოკები რომ დაგვეხსნა და გვეფრიალა დაღამებამდე.ბარმენის სახეც მახსოვს გრძელი თმა ქონდა და გაქცევაზე მყოფ ადგილობრივს გავდა,თუმცა არც თუ ისე სუფთა ევროპელს.არ მეგონა ამ ადგილიდან ვინმეს გაქცევა თუ მოუნდებოდა და ალბათ იმიტომ.
რომ დაღამდა ხელები ბეჭებიანად გვტკიოდა თამაშით, თუმცა იმან უფრო მეტი ითამაშა,მე ვუყურებდი,ხანდახან ფრანსაც. მატარებლამდე კიდევ დიდი დრო იყო და ქარმაც უმატა სიცივეს. ვიცინე უზარმაზარი დონატის ქანდაკებაზე,ბავშვივით. ხის იატაკქვეშ ოკეანე ჯახუნობდა ქვებზე და იშინებოდა.ეხლა ფეხის ქუსლებში მირტყამს, გონებრივ თვალში შეგრძნების ყველა ფორს მაქსიმალურად რომ ვხსნიდი,შემეგრძნო და არ დამვიწყებოდა,სიბერეში.ფერები და თამაში, ცარიელად მოქანავე კარუსელები,ნამდვილ ზაფხულში რომ იცინიან ზედ და კივიან.
ინგლისელებს დავცინეთ ტრადიულ საჭმელზე “Fish&chips”.ათევზებულ პირიანებმა იმხელა საღეჭი რეზინი ვიყიდეთ ცხოვრებაში არ მენახა და მერე მაგაზეც ვიცინეთ, ყველაფერი გოლიათური რატომ უყვართ ამ დამპყრობელ, ბურჟუა და გაპრანჭულ ინგლისელებს.სადგურში ზურგიდან ვაჭმევდით ფერად “M&M”s ებს ერთმანეთს ოღონდ ზურგიდან.
მატარებლის ფანჯრიდან აღარ ჩანდნენ ნაჭერ გადაფარებული ცხენები,რომლებიც ყოველთვის მგონია რომ ყრუები არიან, მგვანან და ალბათ მაგიტომ.










Like
რა კარიგ დრო იყო