Mar
23

ჭარხლისფერი კარტოფილი

თუ საჭიროა გავგიჟდებით კიდეც და თავზეც დავიმხობთ ტყეს….

მთელი ზამთარია კვირაობით, სამუშაო რუტინით გადაღლილები პარალონებს ვიკიდებთ, კიდევ რაღაც რუღაც ჩასატკბარუნებლებს და ახლო მახლო ტყეებში მზეს დასდევთ მისაფიცხებლად.

გასაყოფი არაფერი გვაქვს. თუ მოგვინდება ემოციებს ვუზიარებთ ხოლმე და რამე მძაფრ ისტორიებს თუ მოხდება გავლილ დღეებში. თუ არადა უხმოდ ვწევართ სანამ ვინმე არ დათვრება, მერე თითქოს პირველს ვეჯიბრებით და მორიგეობით ვთვრებით ყველანი.

სხვადასხვა ასაკის, პროფესიის და თანმდებობისები ვართ.

ვაღიარებთ ათეიზმს და ღმერთზე ვლაპარაკობთ. კიდევ ის რომ არანაირი ადამიანის სიცოცხლე არ ღირს არც ერთ გოჯ მიწად და პატრიოტიზმზე ვლაპარაკობთ. ქალისა და კაცის უთანასწორობაზე რო მიდგება საუბარი მერე სექსზე ვლაპარაკობთ. ყველაფერზე მაგრამ არა ერთმანეთზე.

ზაფხული მოდის და უფრო დიდიმავალი ლაშქრობები იქნება, უფრო დიდი სიჩუმე და ტაატიც……..

Leave a comment

http://blogroll.ge/#vg6ir76wwp