6
მოჰე
საინტერესოა როდის ხდება ადამიანი ასეთი. იბერება იბერება და იბერება. ქალაქისგან დაძაბულობისგან, ხმაურისგან, დაჯახებებისგან, აურებისგან. იბერება მონსტრივით, თავზე იდგამს სადგამს, გონია რომ ყურადღებას სადგამს მიაქცევენ, გაბერილობის დასამალად. ფერად – უცნაურ “ორიგინალურ” სადგამს სპეციალურად. ბუნებრივი თვისებიდან გამომდინარე მოუსვენრად გამოყოფს ხელს იმასაც გაბერილს და უაზროდ იქნევს ისე, თითქოს არ ფიქრობს, ესე ხომ არ იფიქრებს ჩვეულებრივ დროს, თან ზემოდან ჟაბოს მოიბავს თავდაჯერებულობისთვის და ეს თავდაჯერებულობა უფრო ამძიმებს. სხვა ხალხის თავებს ვერ ხედავს და მარტო ტანებზე აქცენტირებს, ხელებზე სისხლიანი რომ ჰგონია. იმხელაზე იბერება საგნებზე დადის და ძალიან წვრილი ეჩვენება ყველაფერი, უკკვირს კიდეც , ამხელაა და ასეთი პატრა ჩრდილი რატომ აქვს. ამასობაში იქნევს და იქნევს ჟაბოიან სახსარს და ვერაფერს ვერ გრძნობს თითქოს….. მერე …. მერე რა ხდება ? მერე
შემდეგ სიზმარში…..








