Jan
25

თბილი (სში)

ტანზე შემოხვეული კუბოკრული პლედი. დიდყურიანი ულამბაქო ჭიქა და მასში ცხელი ჩაი, რომით. დიდი აივანი, მზეს მიშვერილი. გაჩაჩხული ხეები და აქა იქ მოთრეული მანქანის შხუილი. ცივი სინათლე, წუწუნა სიჩუმე.ცოტა თოვლიც ღობის ქვეშ.  სანიშნიანი წიგნი, დიდი ჯიბეები ჯავშნიანი თხილით.  ჭაზე დაკიდებული საღამო და ბიბილოდან ამოსული გათენება.

ქალაქგარეთ მინდა…………………

Leave a comment

http://blogroll.ge/#vg6ir76wwp