28
Sexy Revolution
სათაური რატომ ინგლისურად? იქნებ მართმადიდებელ მშობელთა ასოციაციამ ინგლისური არ იცოდეს და სერჩში ჩემი პოსტი არ ამოვარდეს, ან ვინმემ რომ დაუშეაროს წაკითხვა დაეზაროს, რატომ? არ მინდა რომ სახლში ვინმე შემომივარდეს ჩემი აზრის გულისთვის დამარბიოს და ქვეყნის შემარცხვენელად გამომაცხადოს, მეშინია? მე სიცოცხლის არ მეშინია და მაგიტომაც არ ვიკლავ თავს.
ან ინქნებ პატიოსნების სამოსსმოსხმულმა ანანისტმა, თავის კაცობას , ლოყების გაპიმპილებამდე გრძელ გრძელ სადღეგრძელოებში რომ იცავს, კომპლექსების დასაფარად, მამაპაპათა სადღეგრძელოს შემდეგ ტუალეტის უკან რომ გარბის და ფანტისფერი უთვალავი ლიტრ ღვინოს სათუთად შეხვეულ მოსაწევს რომ დააყოლებს და გათეთრებული უბრუნდება დედმამიშვილების სადღეგრძელოს, ჩემში ის ნათელი ნაწერწკლები არ ჩაახშოს და ბჟუტვისგან კაცტმოძულეობაში რომ გადამდის ხოლმე.
ქართველისთვის ზოგადად სექსი და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეხების წერტილი გულისამრევი და სამარცხვინოა, ეს ისეთი რამაა რაზეც ძმები დებს არასოდეს დაელაპარაკებიან, ქმრები ცოლებს არასოდეს ეტყვიან “მადლობთ”. სულიერი შვილები ორშაბათ ოთხშაბათს და პარასკევს პორნოებს არ უყურებენ, ან უფრო ჭკვიანები პარასკევის ღამის თორმეტის გადაცილებას ელოდებიან “უკვე შაბათია”. დილას წირვაზე მიდიან და ჩუკენობას ინანიებენ აწითლებულები. რატომ???
უფრო ზოგადად რომ ვისაუბროთ სიძულვილი ამ საკითხისადმი შეიძლება ითქვას გენებიდან მოგვდევს, იმას რასაც მონღოლები, არაბები, სპარსები, თურქები და რუსები “გვიშვებოდნენ” შესაბამისად მათი ნარევი ერი მაინც ვართ და ეს გაუპატიურებული დედების შვილები ვართ დღეს, ალბათ ამით შეიძლება აიხსნას ეს ყველაფერი. მაგრამ არც ეს არ ჯდება ლოგიკაში. დიდი უმეცარი ერი ვართ ზოგადად ქართველები, კომუნიზმამდე ხომ ჭურში ვისხედით. მანამდე რა ხდებოდა ეს მხოლოდ დახურული ისტორიული წყაროებში წერია და სასკოლო სახელმძღვანელოებში მარტო იმას ვსწავლობთ როგორი გმირები იყვენ ჩვენი მამები, იმისდამიხედვით ვიგებდით თუ ვაგებდით ომს. თუმცა ჩემი სკოლის პერიოდში აზრად არც არავის მოსვლია თავში რომ ამ დროს დედები სახლებში წინდისქსოვით არ იყვნენ დაკავებულები მხოლოდ. შეიძლება ფიქრობდა კიდევ ამას ვინმე მაგრამ ვინ გააჯრერებდა ამ იდეას?? უნდა ვაღიარო ვერც მე. საცოდავ დედებს აბახებდნენ და აუპატიურებდნენ ყველა მხრიდან, მერე ხმები ქართველი ქალის სილამაზეზე ველურ აზიაშიც დაძრწოდა და სხვა რომ აღარაფერი დაგვრჩა ქალები წაიყვანესო ხარკად. კომუნიზმამდე წერა და კითხვა ბევრი არც არავინ იცოდა და მოგონილ თუ გადანაწნავ მითებს იჯერებდნენ, კარგ მითებს. საქართველოში რომ სექსი არ არსებობდა ან არსებობდა დამახინჯებული ფორმებით ღია ცის ქვეშ მუზეუმში დაიარეთ ქართული სახლები და მიხვდებით. ყანაში კი არც ისე უსაფრთხო და მოსახერხებელი უნდა ყოფილიყო.
კომუნიზმი თავისი კოლექტივიზაციით ბოლო წერტილი, ბოლო წვეთი იყო იმ ყველაფრისა რასაც ფიქრები თავისუფალ სექსზე ქვია. სექსზე და არა მრუშობაზე, სანამ განსხვავებას ვერ დაინახავს ადამიანი სექსა და მრუშობას შორის არაფერი გვეშველება. ვერასოდეს ვერ დავეწევით მსოფლიო ცივილიზაციის ფერხულს და ვერ ჩამოვალთ ჩვენ ჩვენი ურმებიდან. მობილურის კომპიუტერის და პულტიანი ტელევიზორის ქონამ, შეუწყვეტელი ელექტრო ენერგია და არჩევნები ადამიანის განვითარებისა და თავისუფლებისთვის არ ყოფილა თურმე საკმარისი.
ბოლომდე მივიყვან ჩემს სათქმელს და იმ იოტისოდენა ჩემს წილ ხვედრს შევიტან სექსუალური რევოლუციის სურვილის გაფართხალებაში. ვინ მიერთდებააააააა!!!!!!!!











shens gverdit aris saqartvelos 2.5 giad mtmqmeli da kidev 2.5 farulad gamfiqrebeli procenti
da danarcheni % ras aketebs am dros?
an coli moyavt 18 tlis asakshi an txovdebian an masturbaciit arian dakavebulebi ( nu ra tqma unda “chabukebi”, “susti” sqesistvis eg xom eshmakiseulia, albat, ar vici, yovel shemtxvevashi aravin ar laparakobs magaze…)
( laparaks ra uchirs arc aravin arc ki fiqrobs magaze
DDD )
kvertxis shishi oxeriaa oxeriii
ვაიმე ლოოოოოოოოოოოოოლ კვერთხიიიი რამდენი ვიცინეეეე საღოოოოლ
nu faktia ro isev am xalxs, isev igive xalxisgan gakicxvis eshinia, amitom urchveniat iyvnen gamkicxvelebi vidre gakicxulebi