21
ჩანგალი
ჩემს სახლში ჟურნალი სარკე ხშირად არის, თუმცა ნომრები ხშირად არ იცვლება და ახალ ახალი მარაზმული ნიუსები არ ვრცელდება. არც არავინ კითხულობს, უბრალოდ დედაჩემს ხურდაში აძლევენ (ნუ ასე ამბობს თვითონ) და არც არასოდეს წაუკითხავს არც ერთი სტატია მარტო გამუქებულ სათაურებს კითხულობს ხოლმე, იმასაც არ ვიცი რატომ. მეც პრინციპში სათაურებზე და მიტყეპებულ ფოტოზე მაგრად ვხალისობ. დღეს სასწაული სათაური იყო და სტატიის რამოდენიმე სტროფსაც გადავავლე თვალი: “მართმადიდებლური ეკლესია იოგას ვარჯიშებს გმობს(თუ ეშმაკისეულად მიიჩნევს)” ასეთ სათაურს როგორი შინაარსი ექნებოდა წარმოიდგინეთ ალბათ უკვე. მოკლედ რომელიღაცა მამაო აცხადებდა რომ იოგას ვარჯიშების დროს ადამიანი ისეთ პოზებს იღებს რომ მასში ეშმაკისეული ადვილად აღწევს და იბუდებს
(ვაი ვაი რომელი სოფლიდან იყო ჩამოსული ისე საინტერესოა გვარი მაინც წამეკითხა : )
) ამასწინათ რომელიღაც ბლოგერს ქონდა პოსტი ჩანგლის წარმოშობის შესახებ, და ის ისტორიული ყწარო ქონდა დადებული, ეკლესია ჩანგალს ეშმაკისეულ ნივთად რო მოიხსენიებდა და მკრეხელობა რომ იყო 19 საუკუნემდე ჩანგლით ჭამა
ვდებ მცირე (ძალიან მცირე) ინფორმაციას იოგას შესახებ, გაუნათლებელი მამაოების და ასევე გაუნათლებელი მრევლის საყურადღებოდ (ხოდა თუ დაგაინტერესებთ უფრო ვრცელი ინფო წაიკითხეთ, ოღონდ ნუ ან რუსულად ან ინგლისურად!
იოგა – (სანსკ.योग) – ინდური კულტურის ცნება, ფართო გაგებით აღნიშნავს სულიერი და ფიზიკური პრაქტიკის, სავარჯიშოების ერთობლიობას, რომლებიც ინდუიზმისა და ბუდიზმის სხვადასხვა მიმდინარეობებში ჩამოყალიბდა. იოგური ასკეტიზმის პირველადი მიზანია პიროვნების თვითრეალიზაცია, ხოლო საბოლოო მიზნად თეოზისი (ბერძ.განღმრთობა) უნდა ჩაითვალოს. ინდუიზმისსწავლების მიხედვით, კაცის სხეული იდეალურია უმაღლესი გასხივოსნების მისაღწევად. ოდესმე ღმერთებსაც ადამიანებად დაბადება მოუწევთ, რათა კვლავ განწმინდონ თავიანთი კარმა. ხოლო იოგა ყველაზე ეფექტური და უმძლავრესი მეთოდია უმაღლესი გასხივოსნების გზაზე. მიწევნილებაში მდგარი იოგინი სანახევროდღაა ადამიანი. მისი ონტოლოგიური სტატუსი მთლიანად იცვლება. ის კასტებისა და კარმას მიღმა მდგარი ზეარსებაა, რომელსაც ღმერთებიც თაყვანსსცემენ და პატივს მიაგებენ. ახალი დროის ერთ-ერთი უდიდესი ინდოელი მოძღვრის, ვივეკანანდას განმარტებით, ადამიანის სახეობისათვის დამახასიათებელია არა მხოლოდცნობიერება და ქვეცნობიერება, არამედ ზეცნობიერება. ეს ის მდგომარეობაა, რომლის წიაღიდან წინასწარმერტყველნი ღვთის სახელით წინასწარმეტყველებდნენ, ხოლო წმინდანნი სასწაულებს აღასრულებდნენ. იოგას ათასწლოვანი მოძღვრება იმ ცოდნასინახავს, რომელიც ზეცნობიერების კარს ხსნის. ეს არის გასხივოსნების მეთოდი, სწავლება ჩვეულებრიობის, რუტინული ყოფნისსაზღვრის გადალახვის შესახებ.
იოგას კლასიკური სისტემა შემდეგი საფეხურებისგან შედგება: იამა, ნიიამა, ასანა,პრანაიამა, პრატიაჰარა, დჰარანა,დჰიანა, სამადჰი. ფაქტიურად აქ ჩამოთვლილია ის საფეხურები, რომელთა გვლა აუცილებელია იოგური განსწავლის მსურველისათვის. უმაღლესი მიზნისაკენ მიმავალლი გზა თითოეული საფეხურის გავლას მოითხოვს. ასევე ყოველი მათგანი თავის თავში მოიცავს სულიერი თუ მორალური დანაწესების დაცვის აუცილებლობას.
იამა- ეს არის იოგას მიმდევარის თავისებური ეთიკა. თუმცა, იამა არა უბრალოდ ”ქცევის წესები” და ”თავის დაჭერის ნორმებია”, არამედ მძლავრ ფსიქიკურ ენერგიებტან ურთიერთობისას საჭირო ერთგვარი უსაფრთების მექანიზმია.
იამა 5 ძირითად საფეხურს მოიცავს:
აჰიმსა – არ ავნო;
სატია – სიმართლე, სიმართლის დაცვა, სიცრუისაგან განრიდება;
ასტეია – არ იქურდო;
ბრაჰმა-ჩარია - სქესობრივი ცხოვრებისაგან თავშეკავება, სხვა განმარტებით, მოძღვრის პატივისცემა.
და 6 დამატებითი საფეხური:
კარუნა – თანაგრძნობის პრინციპი;
აბჰაია – უსაფრთხოება;
აკროდჰა – მძვინვარებისაგან განყენება;
მაიტრი – კეთილგანწყობა;
ატმიატა – ერთობის პრინციპი;
მუდიტა – აღტაცების პრინციპი.
ნიიამა- არის არა თვისებები, რომელიც უნდა განავითაროს იოგინმა, არამედ თავისებური გზაა, სათნოებები, რომელთაც ის თანდათანოიბით ეუფლება.
ნიიამა მოიცავს 5 ძირითად საფეხურს:
შაუჩა – სისუფთავე, სიწმინდე;
სანტოშა – კმაყოფილება;
ტაპასია – თვითშეზღუდვა;
სვადჰაია – საკუთარი თავის შესწავლა, თვითშესწავლა;
იშვარა პრატიახარა – ღმერთის, პირადი იშვარას თაყვანცემა.
და ზოგი წყაროს მიხედვით, 7 დამატებით საფეხურს:
სამუმანასია – კეთილმოსურნეობა;
მან-დჰატარ – დაკვირვებულობა;
ნირაგა - ვნებათაგან განყენება;
ავაშა – დამოუკიდებლობა, სხვაზე ნებისმიერი სახის დამოკიდებულებისაგან განთავისუფლება;
მანტრა-ვიდ - მანტრების ცოდნა;
დამსანავატ – ზეძალის ფლობა;
ნიშპრატიდვანდა – მტრის, მოწინააღმდეგის, მოქიშპეს არყოლა.
ასანა-სხეულის სტატიკური მდგომარეობა. ასანა იოგის ერთ-ერთი ძირითადი საფეხურია. მედიტირება შეუძლბელია მაშინ, როცა სხეული მოუხერხებელ მდგომარეობაშია და ძნელდება აზრის მოკრება. ასანებში გავარჯიშება სასარგებლოა ფიზიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოოლოგიური სიჯანსაღისათვისაც.
პრანაიამა – სუნთქვის კონტროლი. პატანჯალის თქმით, პრანაიამაზე გადასვლა მხოლოდ მაშინ შეიძება, როცა ასანები საფუძვლიანად იქნება შესწავლილი. ვივეკანანდას განმარტებით, სუნთქვაზე კონტროლით იწყება კოსმოსური ენერგიის, პრანას ათვისება.
პრატიაჰარა – განყენება და გრძნობათა კონტროლი, საგნებიდან გრძობათა მოწყვეტა, შეგრძნებათა თავის თავში მჩაბრუნება.
დჰარანა – კონცენტრაცია. ამ საფეხურზე გონება სრულ კონცენტრირებას ახდენს ერთ ნივთზე, აზრზე ან შეიძლება ღმერთზე.
დჰიანა – მედიტაცია. როცა იოგას მიმდევარი დაეუფლება სრულ და ღრმა კონცენტრაციას, მას შეუძლია დაინთქას მედიტაციაში, რაც თავის მხრივ, შემდეგი საფეხურის კარს ხსნის.
სამადჰი – ეს არის იოგას კულმინაცია, ცნობიერების უმაღლესი საფეხური, სამყაროსთან მიმართებისა და სამყაროს შემეცნების პრინციპულად განსხვავებული ფორმა. (წყარო: ვიკიპედია)









