Dec
18

ჩანადირის გზებზე დანახული საქართველო

თვითონ იდეა მომეწონა და გამიხარდა რომ ნამდვილად მოხდა ამის განხორციელება. და ამიტომაც….

შვიდი საათი იყო დაწყებული დარბაზის კარს რომ მივადექით, სიცარიელე, სიჩუმე, დაცვის ყუთიდანაც არ ჩანდა არავინ. კარი რახან გაიღო შევედით მაინც. სანამ საგამოფენო დარბაზში შეხვალ იქვე ბარი ყოფილა, უგემოვნო დივნები და ტელევიზორში პორნო, თუმცა ბარში არავინ, სერთოდ. კარგა ხანს ვიძახეთ მაგრამ სულიერი არავინ ჩანდა. უზარმაზარი  დარბაზია, სახურავი შუშის აქვს როგორც ცისფერ გალერეას. ვერაფრით ვერ ვნახეთ იმ სიბნელეში საიდან ირთვებოდა სინათლე :) :) :)

მერე ვიღაცამ აგვინთო და დავათ ვალიერეთ. . . .

საქართველოს როგორც გზას, როგორც მოკლე გზას, როგორც ბევრი ფულის დაზოგვასა და ამის გამო დიდ შემოსავალს ისე უყურებს მსოფლიო.ამიტომაც არის რომ  ზეპირსიეტყვიერების არსებობიდან მოყოლებებული კალთებს გვახევენ არა ჩემია არა ჩემიათი. არადა სინამდვილეში სტუმართ და მშვიდობა მოყვარული ხალხი ვართ თუმცა უდიდესი (პაკაზუხოვბაში გარდამავალი ) თავმოყვარეობით . (იხ.სუფთა იმერლები,თუმცა არც სხვები ნაკლები)

გზა ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ჩვენ ვართ მსოფლიოსთვის. ჰაერი და წყალივით იყო არის და იქნება ყოვეთვის. მაგრამ განა მარტო დღეს, არ გვესმის ამ ყველაფრის??!!. უკვე დიდი ხანია არ გვესმის როგორი მნიშვნელოვანია, როცა შენი ჭიშკრის გადაღმა აზია–ევროპის დამაკავშრებელი ყველაზე მოკლე გზა გადის.მაგრამ დადის კი ამ გზაზე რამე დღეს?

დღეს არჩევანი ჩვენზეა უბრალოდ ძალიან კარგად უნდა მოვიქცეთ და ცოტა მოვითმინოთ, თუ გვინდა რომ შენ ჭიშკართან უმადურმა, დაუბანელმა,ციმბირს გამოქცეულმა,ველურმა, და კომუნიზმის აკვანმა კი არ იაროს არამედ ყველა სხვა დანარჩენმა მსოფლიომ. განვავითაროთ და ჩვენც განვითარდეთ დანარჩენ მსოფლიოსთან ეთად. მშვიდად და ისე როგორც ეს ქართველს შეეფერება.

მეტი სილამაზე მინდა გზებზე………………..

3 Comments to “ჩანადირის გზებზე დანახული საქართველო”

  • თავისუფლება.ორგ სტილია!
    კარგია მაგრამ პოლიტიკაა:((((

  • მმ, პრინციპში უფრო გავაღრმავებდი მე ფოტოების ხელოვნების კუთხით წარმოჩენის შესახებ კრიტიკაზე, ან თუნდაც პატარ-პატარა ფოტოგრაფიულ დეტალებზე, მაგრამ თავს შევიკავებ.. :)

  • შენ ნამეტნავად თავშეკავებული გოგო ხარ აი :) )))))))))))

Leave a comment

http://blogroll.ge/#vg6ir76wwp