16
თორმეტი მაიმუნი
ფილმის სახელწოდება: თორმეტი მაიმუნი
გადაღებულია: 1996 წელს
რეჟისორი : Terry Gilliam
ჟანრი : ფანტასტიკა ,ტრილერი
მთავარ როლებში: ბრიუს ვილისი, ბრედ პიტი,
ჯილდოები: წარდეგენილი იყო ოსკარის ორ ნომინაციაში, მიღებული აქვს ათი ჯილდო სხვადასხვა კინოფესტივალებში (მათ შორის ოქროს გლობუსი) ასევე წარდეგნილი იყო ასევე 8 სხავადასხვა ფესტივალის ნომინაციებში.
ეს ფილმი ვნახე გუშინ, რომ დამთავრდა მერე მივხვდი რომ ღრმა ბავშვობაში მაქვს ნანახი და გაუცნობიერებლად მქონდა ფრაგმენტები დამახსოვრებული. სულ სხვანაირად დავინახე ყველაფერი. ჰმ, სასაცილოა მაგრამ მაშინ როგორც ტრილერს მხოლოდ ისე ვუყურებდი, თუმცა ეხლა შეიძლება ვინმე შემედედავოს, რომ ეს მხოლოდ უაზრო და გაუგებარი ტრილერია და მეტი არაფერი.
ეს ფილმი ჩემს მიერ დადგენილი გენიალური ფილმების არც თუ ისე მრავალრიცხოვან სიას შეუერთდა.
1996 წელსTerry Gilliam მა გადაიღო ფილმი ადამიანებზე.უფრო სწორედ მათ დამოკიდებულებაზე ტექნიკისადმი. მართალია სპილბერგის ფილმებთან ძნელი შესადარებელია, ეს სულ სხვა ხელწერაა და სულ სხვა მისტიკა, მაგრამ სიმძაფრით გავს მაინც. ფილმი ბევრ რამეზე
რა შეიცვლებოდა ადამიანებში ტექნიკა რომ ისეთი ხელმისაწვდომი იყოს, რომ დროში მოგზაურობა შეეძლოს. მერე მოდის თეორია, რად უნდა ადამიანს დროში მოგზაურობა როდესაც განზომილებას, რომელშიც ის დროის იმ მონაკვეთში სინამდვილეში იმყოფება, ან ვერ აღიქვამს საერთოდ ან ცუდად აღიქვამს, ან დრო რომ გადის აღქმულის შეგრძნებებს მერე განიცდის. აქედან გამომდინარე რა დაემართება ადამიანის ფსიქიკას ეს მართლა რომ შეეძლოს. გიჟია გიჟიიიიიიიიი, ყველანი გიჟები არიან. ადამიანის გონება ამდენ სიმართლეს ვერ გაუძლებს და აიმღვრევა, აიმღვრევა ისე რომ შეგრძნებები საერთოდ დაეკარგება და მაიმუნისას ვერ გაცდება მხოლოდ.
მიყვარს ნორმალურად არალოგიკური, სიგიჟით დაგრეხილი, მტკნარი აზრების მოსმენა, თუმცა განსაკუთრებით ყურება
~
ხოდა ვისაც ჩემსავით…………. მაშინ ნახეთ….აუცილებლად













momwons kargi review a აუცილებლად ვნახავ
vaaa ra kinoa
ise es kino genialurebshi mec mkavs shekvanili, seriozuli da azriani pilmia
kaia ro eseti pilmebi mogcnos