22
გარმონი
ავტობუსში რომ ამოვიდა ისეთი სუნი ქონდა გულზე შემომეყარა. თმებდაბარცხნილი გოგო გვერძე გაწია, მხარზე მოიგდო ინსტრუმენტი და დაკვრა დაიწყო.
ხმა მესმოდა მაგრამ მელოდია არა, მე ჩემსას ვუსმენდი.
სანამ ვარაზისხევიდან უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან მივედით, სამლარამდე მოუგროვდა. იმდენად ახლოს იდგა რომ ყველა მე მაწვდიდა
ის კარგია რომ ხალხი “ერთმანეთს” ვეხმარებით. თუმცა არ მომწონს ასეთი დახმარება, ასეთი ფორმით არ უნდა ხდებოდეს იმ ადამიანების დახმარება რომელთაც მეტი ვერაფერი დარჩენიათ გარდა ესეთი ზომებისა. საზოგადოება უნდა ზრუნავდეს თავის მოქალაქეებზე ოღონდ ღირსეული ფორმებით. სპეციალური სოციალური ადგილები უნდა არსებობდეს ასეთი ადამიანებისათვის. და ხალხი ქუჩაში ფულს არ უნდა აძლევდეს, ეს ხომ დამამცირებელია რომ 40 წელს გადაცილებულ ადამიანს 10 თეთრს ჯიბიდან იღებ და აძლევ თუ უგდებ და გულდამშვიდებული იძინებ. ეს არ არის დახმარების სწორი ფორმა. ასეთ რამეს ჯობია საერთოდ არ მისცე ფული. ეს ხომ საშინელებააა.









