Browsing articles in "დაუსრულებელი ისტორიები / endless stories"
Nov
18

ცხელი რძე

მარმარილოს ფილებიან ქუჩებში გასრიალდა შემოდგომა და მუუხლებგადატყაული, ზამთარივით დაეცა მდინარეში სიცივე.
წიგნები, სიგარეტის სუნით დამძიმებული ხელის თითები. მარაოსავით აფრიალებული იდეები და სირაქლემასავით გაზმორილი თავისუფლება.
პატარა ჩანთით გაიქცა ის გოგო სკოლაში დილით და უცნაურად დააგვიანდა დაბრუნება. დაბრუნებულმა რომ არ შეტყობოდა უხასიათობა სასწრაფოდ გადაშალა წიგნები და უმეტყველო სახით დააშტერდა.
-ბებო რძეს გაგიცხელებ….
-ა? – თავი მოატრიალა, შუშის თვალები რომ არ შეტყობოდა სასწრაფოდ მითხრა – არ მინდა გუშინ მამამ ფული მომცა და დიდ შესვენებაზე დავლიე ორი ჭიქა, მოგვიანებით გავიცხელებ მე თვითონ.
არასოდეს მეგონა ბებიობის ასაკში ასე თუ გამიმძაფრდებოდა სურვილი ამ ბავშვის შეგრძნებებში ჩავმძვრალიყავი. ალბათ როგორც ყველა ვერაფრით ვიჯერებ ბებიობას და დამჭკნარ ხელებს დღის შუქზე არასოდეს ვუყურებ.
მოდერნიზებული სკამი, შვილმა რომ მიყიდა ვერაფრით მოვიხერხე, ვერც ვერასდროს მიმართლებდა ამ თანამედროვე ღილაკებში გარკვევა. ნამდვილი ბებიასავით საავტორი წიგნი ავიღე წასაკითხად, ახალგაზრდობაში დაწერილი უნდა გადამეწერა სიბერეში, იქნებ ამით მაინც დავიჯერო მეთქი ასაკი.
-ოთახში სინათლე გალურჯდა და ამ გოგომ ეს თეთრი შუქი აანთო. არცერთს არ მოგვწონს ეს თეთრი ფერი, ძველებური ყვითელი განათება გვირჩევნია მაგრამ დედამისი ამბობს რომ ეს ცოტას ხარჯავს, ამიტომ სახლში სულ თეთრად ანათებს, სიმყუდროვის ნაცვლად გგონია რომ სცენაზე ზიხარ ან დადიხარ და თითქოს პერსონალურს არაფერს გიტოვებს ახალი ტექნოლოგიები. ანდაც ეხლა ტექნოლოგიური მიღწევები თუ რომელს ატარებ ან ანიჭებ უპირატესობას შენს შინაგანს უნდა გამოხატავდეს, ნუ როგორც ტანსაცელი. მაგრამ ალბათ მეც ვმოხუცდი და შეხედულებებიც მომიხუცდა.
ბრახუნი იყო.
ერყობა ძალიან გაცხელდა ჭიქის სახელური და ხელი რომ მოკიდა მაგ დროს გაუვარდა.
ტირილს აპირებდა.
არასდროს არ ინერვიულო სისულელეებზე, მეთქი და გავიღიმე შემაწუხებელი რომ არ ვყოფილიყავი. ზუსტად ისე სლუკუნებდა როგორც მე ვიცოდი და დამვიწყებია მერე დიდობაში.
საღამო ჩვეულებრივად დაღამდა.

Aug
30

მზემ ღრუბლებს ზღვაში ჩაასწრო და სულიც მომეთქვა.უპალმო სანაპიროზე ქვების ჭახუნი არ ისმის რატომღაც,რაღაც მიბღავის ტერფებში ვენები და აგურივით მიფშვნის ხასიათს.ხანდახან რა ცუდია ახდენილ ოცნებაში ბრტყელტუჩა ბალიშის ქვეშ უნდა გედოს.

May
27

Mumo

ხანდახან სულიკოს უნდა რომ, მფრინავი ხალიჩა ქონდეს. მწვანე ზოლებით. ცისფერი ხაზებით და ღორის ჟაგარით, დაგრიხოს ხოლმე და ბორტზე ამოიყვანოს დასახრჩობად განწირული მეგობრები. რწყილები, რომლებიც სინამდვილეში არასოდეს უჯერებენ ,დასახრჩობად იმეტებენ თავებს და მერე სულიკოს მიმართავენ საშველად.
მერე რა რომ ხანდახან რწყილები თავზე ამოდიან, სულიკო ფიქრობს”როცა რწყილი გკბენს რა მნიშვნელობა აქვს ეს თავზე ხდება თუ ფეხის გულზე. ჰმ ცდება ალბათ……
ერთხელ ერთ უცნაურ მეგობართან მივიდა და უცნაური რამ თხოვა, მასწავლეო როგორ გავაჩერო თავის თავთან დიალოგებიო.
ასწავლა იმანაც რა ექნა.
თუ იქამდე სულიკოს კონცენტრაციასთან, ყურადღებასთან და ძილთან პრობლემები ჰქონდა დაუსრულებელი დიალოგების გამო, ახლა …………….
სულიკო თავის სისულელეებს უფრო მეტად განიცდის ვიდრე რამე სხვას, ერთი კაცი ეუბნება გამუდმებით : “სულიკო შენ ისეთი ახალგაზრდა ხარ შეგიძლია ნებისმიერი კი არა ყველა სისულელე ჩაიდინო”
სულიკო არასოდეს ითხოვდა ღორის ჯაგარს როცა იხრჩობოდა, ცრემლებში.

სანამ მოკვდება სულიკო დაირგავს ბონსტერებს თავთან……….

Feb
18

Under Construction

სულ რაღაც ერთ კვირაში დიდი სარემონტო სამუშაოები იწყება!


———————————————————————

————————————————————————

Jan
14

ცის სუნი

თვალის გუგებში ხანდახან ფილმები მაქვს. ეხლა მგონია მაწონი ვარ, რამოდენიმე დღის განმავლობაში თავღია რომ დატოვეს და სიხმელის უფერულობა მწვანე ქილიდან ატანს.
ეს ავადობები ლიმფური ბურთივით მაქვს, ხან სად მეჩხირება და ხან სად. კუდუსუნის ძვალი ამოგლეჯილი ფესვივით მეჩაჩხება და ტანის გვერდებში თავღიად დატოვებული დენის შნურებივით მაქვს, მცირეოდენ უხერხულად თუ დავჯექი ორას ოც ვოლტს რომ მირტყამს.
შარშან თუ მუდმივი დენის გამო სისხლის სუნით ვიხრჩობოდი, ამ ზამთარს ბრონხები დაბღუჯული თმით მაქვს ამოვსებული, ყველა ამოხველებაზე მგონია რკინის დიდი ჩანგლით გულ–მკერდს ვიფხან შიგნიდან.
უძილობისგან ფლავის ხორცივით მოხარშული მაქვს კუნთები. ვერ წარმოვიდგენდი ვერაფრით ამდენს თუ შევძლებდი, სხვისი გადმოსახედიდან განა რამდენს, მაგრამ აბა ჩემთვის.
ხანდახან სამსახურში მეყვინთება, გოგონას ვხედავ კიკინებიანს, სახტუნაოთი ხტუნაობს და ყავისფერი ფეხსაცმელები სიამოვნებს. ხანდახან ბიჭსაც, დიდი ხის ჯოხით ეზო ეზო დადის და ჭიშკრებს ურახუნებს საკრავივით.
ისევ მეღიტინება წარბები.
მაგრამ კარგი ამინდია, ყველაზე დიდი მიზეზი რომ გავიღიმო, მერე რა, ხვალ დავისვენებ და დავიმუხტები.
ხვალ უფრო მალე გათენდება.

Dec
14

Me – Audrey

მე მჯერა ფერების, მჯერა რომ სილამაზე ბედნიერებაშია. მჯერა, ძლიერი ვარ მაშინაც კი, როცა ყველაფერი მთავრდება, მჯერა ხვალინდელი დღის და სასწაულების.

Nov
17

Me-ხონძი(koalicia)

ხონძის წარბი მიყურებს…..
არ მიყვარს სიმსუქნით დაკომპლექსებულები თავს დაჩაგრულად რომ გრძნობენ და ამის უთქმელობით გაუგებარი– აბრსტრაქტული რაღაცისთვის ხაზის გასმა უნდათ.
სიგამხდრით თავმომწონეები,იმის ძიებაში რამე პატარა დაინახონ რომ მერე ზევიდან უყურონ.
რაღაცას მხოლოდ იმიტომ არ იკადრებენ ვითომ დიპლომი არ უშვებს ნამუსს.
განათლება მარტო წიგნის კითხვა ან არ კითხვა რომ გონიათ და სინამდვილეში რად უნდათ რომ ვერ გაუგიათ.
პატარა ღობის დანახვაზეც ძილი რომ ერევათ, თავს იტანჯავენ იმის გამო რომ ცხოვრება არ არის სხვანაირი, გონიათ რომ სადღაც იდეალური აქვს ვიღაცას და უნდა შურდეთ.
ურთიერთობა ამოეწურათ და ქორწწინდებიან და არ შორდებიან,ბავშვს იმიტომ აჩენენ რომ ყურადღება მასზე გადაიტანონ და ერთმანეთი აღარ შეაწუხონ.
პირად ცხოვრებას ფატაში ცვლიან და გონიათ რომ ოდესმე სექსუალური მუსტანგი გაიღვიძებს ოცდაათი წლის შემდეგ მაინც.
როცა ცუდად არის ვერ გაუგია “ღმერთი საერთოდ ვინაააა და საერთოდაც რაააა”…..
უფო მეტი არ მოსწონთ ვიდრე სიამოვნება მიიღონ.
რისკი უნდათ მაგრამ ეშინიათ.
ყველაფერზე და არაფერზე შეგიძლია იფიქრო როცა…….
ხონძის წარბი გიყურებს………….

Aug
23

Me ვაფლი

ხანდახან მიყვარს ბართან პოზა თრობის………….

ხანდახან მომწონს პოზა ფრენის……

ხანდახან პოზა განჭვრეტის და ზრდის……….

ხანდახან ვარდები კიდეც ბავშვობაში……..

ეხლა უკვე პირიქითაა და დედა ისხამს ჩემს სუნამოს, მე არ ვეუბნები რომ ცოტა დაისხას….

აღარ მეშინია სინამდვილელის დანახვა……….

ხანდახან გველთანაც მძინავს, ჰმ პირდაპირი მნიშვნელობით…….

მერე გავრბივარ მოგზაურობაში………..

არნახული სისწრაფით ვიზრდები უცხო ქვეყნებში…

და ვიმატებ თავდაჯერებულობაში………

თუმცა ყოველ ჯერზე მჯერა რომ ქვიშის სასახლის ნგრევაში სამწუხარო არაფერია….

ხვალ მაისური მშრალი დამხვდება………..

http://blogroll.ge/#vg6ir76wwp