28
სათამაშო ქუსლები
ერთი კვირის გახსნილი იყო, სავარჯიშოდ რომ მივედი. ქალისთვის მორგებული პირობები აქვთ, შეგიძლია დღეში მხოლოდ ნახევარი საათი ივარჯიშო, თან სუპერ სასიამოვნო პროცესია ვიდრე ნებისმიერ ფიტნეს კლუბში, სადაც ტანჯვით გატარებული ორი საათის შემდეგ არაპროპორცილად, ხან სხეულის ზედა და ხანაც ქვედა ნაწილი გეკუნთება. მშევენიერი საშხაპე, პირსახოცი, სადა, ყვავილებიანი გარემო და აქტიური პოპ მუსიკა. მაგრამ რაც ყველაზე მთავარი და მომხიბლავია არავითარი მამაკაცები!!! დაააა არავითარი სარკეები!!! ყველაზე მეტად ეს მიქმნის კომფორტს. დღის განმავლობაში შეზგუდული არ ხარ და როცა გინდა მაშინ მიხვალ.
(ნუუუ) მენეჯმენტი ცდილობს ნამეტნავად “სვეცკობა” იყოს , ტერიტორიულად ვაკეში და გადახდა დოლარებშია ექვევივალენტით ლარშიიი. ხოდა ცოტა ცოტა გამოსდით კიდეც ვინც თავის თავს “სვეცკად” მიიჩნევს ისენი ოქრო ასხმულები ვარჯიშობენ, აუუუ ნათლობისაა და ვერ მოვიხსნიიი, და ყოველ ახტომაზე ეს ამხელა მეტალი სახეში ხვდება. უზარმაზარი ოქრო – ბრილიანტის საყურეები, რომლებით ვარჯიშის დროს ძვრებათ და საწყალი პერსონალი, რომლიც იმიჯზე მეტისმეტად ზრუნავს დაარბენინებენ ამ სამკაულებს ვისია ვისიას ძახილით. ხელზე ასხმული ბრასლეტების ჩხრილს მიაქვს ყურთასმენა. ყველაზე საოცარი ის არის რომ ეს ადამიანები ნელი ტემპით ვარჯიშობენ(თუ ამას საერთოდ ვარჯიში ქვია) და მეტისმეტად ათვალიერებენ ერთმანეთს. ძალიან მაგარი ბოთასები აცვიათ-უნასკოდ
![]()
-ხოოო გუკააა, რავი ვვრარჯიშობ შენ? (პაუზა) კაი ეხლა არ მცალია და მერე გამოგივლი.
-ლიზიკო გოგო რას შვები გუდამ დაგვპატიჟა ტუსოვკაზე და თავი დავიფასოთ?კაი კაი მერე დაგირეკავ……….
ეჰ საცოდავი ხალხი ვართ ისე, რაში შევეჯიბროთ ერთმანეთს ისიც არ ვიცით და ყველაზე ბრჭყვიალა ნივთების იმედი გვაქვს………….
მოკლედ მთელი “”"ელიტა”"” (ბევრი ბრჭალები) აქ დადის, რა საოცარი ამბები ხდება გასახდელში შემდეგ პოსტში გაიგებთ













