23
დღის დასაწყისი
მთელი დღის ნაყოფიერად გატარებისათვის მნიშვნელოვანია როგორ დაიწყებ მას. რას გააკეთებ და მითუმეტეს რას მიირთმევ. მეცნიერულად დადგენილია რომ საუზმის გარეშე დღის დაწყება მთელი დღის დაძაბულად გატარებას უდრის. ხოლო ზედმეტად დამძიმებული მუცლის შემთხვევაში გასაკეთებელი საქმის შენელებული პროცესი გარდაუვალია. ამიტომაც გთავაზობთ რამოდენიმე რჩევას როგორ უნდა შეარჩიო სასურველი საუზმე
უკეთესი იქნება თუ დილა დაიწყება ნეიტრალურად ანუ არც ძალიან ტკბილი და არც ძალიან ცხარე
ვისაც ყავა არ უყვარს (მაგალითად მე
) წვენი ან ჩაი და ძალიან მსუბუქი საუზმე ყველაზე და ყველასთვის მისაღები და რეკომინდირებულია
კარგი იქნება თუ არ დაიწყებთ დილას ათასგვარი შემწვარ მოხრაკულით და განსაკუთრებით ალკოჰოლით,თორემ მთელ დღეს მთქნარებასა და ძილის მონატრებაში გაატარებთ. ნუ დასვენების დღებში შეიძლება
მმ რა უნდა იყოს იმაზე უფრო უკეთესი დღე როცა ზაფხულის დილა ახალი ხილით, ჯემიანი ფუნთუშით და ყავით დაიწყებ.
მიუხედავად იმისა რომ თევზის მოყვარული ვარ, ესეთი საკვები სადილისთვის შემოინახეთ
თორემ სამსახურში განსაკუთრებულად შერცხვებით.
ყველაზე დიეტური გადაწყვეტილება, ამაგრებს როგორც ძვლებს ასევე ნერვულ სისტემას, ასეთი დილის შემდეგ უფრო გაწონასწორებული იქნებით მთელი დღის განმავლობაში.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს თუკი დილას შემწვარ ხორცს და ფუნთუშას დააგემოვნებთ, მთელი დრის განმავლობაში შეძლებთ ბევრი აქტიური საქმის ჩატარებას (მაგალითად თუ დღის განმავლობაში ბევრ დანიშნულების ადგილას ხართ მისასვლელი)
დილას ნებისმიერი ბურღულეულის მიღება მთელი დღის განმავლობაში შიმშილისგან გამოწვეულ კუჭის წვას მოგიხსნით და მტევნებში განსაკუთრებულ ძალას იგრძნობთ.
ესეთი საუზმე მაინც მხვდებოდეს დილას მაგიდაზე, სანამ მე რამეს მოვამზადებ……………











