28
ქვის ხავსი
ჭაობისფერ სასწორზე ჭუჭყიანი გირები დადო და უფრო ჭუჭყიან ისარს დააკვირდა. მძიმე იყო ქვა, სამაგიეროდ აწონა.
მხრიდან იდაყვამდე მკლავზე ყინულის დნობასავით ჩამოეწუწა სიცივე.
.აშინდა.
.მნიშვნელობა აქვს ნამდვილი ფანჯარა გაქვს თუ მიხატული?
.დიათეზური სიწითლე ახსენდება ხოლმე, დუნდულებზე და ტუჩებზე რომ ამოსდიოდა და ფხანით უფრო იწითლებდა.
მატარებელი მინდა, გრძელი და მავალი….

22
ჩაჩხის თმა
ის რაოდენობა რაც თავიდან სცვივა მკლავებზე ამოსდის. რა სიჩქარითაც ფეხისგულები ურბილდება, იმავეთი ხელები უმაგრდება. ტაფასავით გამაგრებული ზურგი კეფიდან ეწვება ხოლმე და ყინულივით უმძიმდება ბარძაყები. ფენა – ფენა ურთიერთობებს მძივივით აწყობს და
წიგნები ესიზმრება, ხანდახან. ძილის რაოდენობა და ხარისხი გაიზარდა, ეხლა მშვიდად უფეთქავს მაჯები. მუჭიდან სილასავით უქრება წარმოდგენები, მაგრამ მერე თავიდან ივსებს.
კვანძებს ზმეიკასავით ხსნის და კრავს.
ვაშლის ყუნწებს აგროვებს და ჰგონია რომ ამით სახლს ააშენებს, იქნებ არც თუ ისე უსაფუძვლოდ.
ფანჯრებს ნუ ამტვრევ, კარიდან გამოდი…………











