21
ყველაფერი ჩემს შესახებ – დიახ დიახ
თუკი ოდესმე შეძლო ჩემმა აურათა შეხამების კვეთის დაბრკოლებამ ამ ყველაფრის გადალახვა, ან უფრო მარტივად კი თუ კი ოდეს–მე საკუთარი სახლი მექნება ასეთი იქნება….. სავსე ათასი ფერადი ნაგვით, მიხატულ მოხატული. იმდენი ხარა ხურა მექნება რომ სახლში არ დამეტევა და გარეთ გამოლაგება მომიწევს. სათამაშოებით, ნახატებით, საღებავებით, სტიკერებით, საჩუქრებით და აწეწილ დაწეწილი, მუდმივად ერთმანეთში არეული და ვერასოდეს ვერაფერს რომ ვერ პოულობ ისეთი საგიჯეთი. ვგიჟდები აურზაურზე და ყურება რომ გზრდის ისეთ ნივთებზე.

ხოდა კიდევ ჩემს სახლამდე მოსასვლელი გზა ესეთი უნდა იყოს. ბავშვებივით კარუსელი რომ უხაროდეს მომსვლელ სტუმარს, უკვე დაადრენალინებული შემოვიდეს სახლში და “ფრეშ” ცოცხალ აურზაური დაუმატოს. საყვარელი სეზონი უმძაფრესად იგრძნობოდეს და გადალახვების აღარ მეშინოდეს.

გაიცანით, ეს მე ვარ, დაუჯერებლად გასაფერადებელი შავ თეთრი…………..
















