25
ასფალტის ცა
ბნელოდა მაგრამ ისე არა რომ საგნები ვერ გამერჩია, კი არ მიდიოდა მიაბოტებდა, საბურთალოს სასაფლაოს გავდა მაგრამ თითქოს არც,სხვა ცოკოლები დიდუბისას უფრო, ერთ ერთს მიადგა შავი ცოკოლი იყო ორ ადგილიანის, გვერძე ვიღაცამ აკაციის ჯოხი მისცა,არაფერი უთქვამს, თვითონვე რატომღაც ეს ჯოხი მარჯვენა საფლავს დაადო, ახალ ყრილს გავდა და ალბათ იმიტომ,. მარმარილოს ზღვრის პირამდე სავსე ყოფილა წყლით, ჯოხის დაჯახება იყო მიწასტან და ზუსტად მისის სიმაღლის ტოლი საფლავის ჭრილი იმ ყვავილებმა გაანათა რომ უყვარდა, სახელებიც კი არ იცის მაგრამ ძალიან რომ უყვარს, ოღონდ ცოცხლები,მინდორში მზეს რომ ირეკლავენ და საოცრად უხდებათ მწვანე.
სადღაც ქვაფენილიან დიდი ქალაქის დიდ მოედანზე კონკაში იჯდა და გაჩერებას ელოდებოდა.დიდი ჭახუნით მიათრევდა რელსებზე რკინის ბორბლებს. ისევ ნაცრისფერი იდგა. ვაგონში სხვა ხალხიც იყო ოღონდ ყველა უცხო. ორი კარი ერთდროულად გაიღო, სამი ბიჭი ერთდროულად ჩავიდა სხვა კარიდან მიშტერებულები უყურებდნენ და თან ერთმანეთში თითქოს რაღაცას დაობდნენ. ის სხვა კარიდან ჩავიდა და ნაპოლეონის კარზე მიღებები რომ იყო ისეთ დარბაზში აღმოჩნდა. გულზე მზის ფორმის საკიდი დაკიდეს, გაანათა და შეუშვეს.
-რა არ შემომიშვბდით რომ არ გაენათებინა?
-რატომ არ ლაპარააკობს არავინ?
უშველებელ თეთრ მაგიდაზე დიდი ვაზები იდო და ამ ვაზებში მინდვრის ყვავილები, ჩალაგებული,სამზადისი იყო რაღაცის.
თავზე რქიანმა უშნოდ ლურჯმა ცხენებმა გაანგრიეს მაგიდა შუაზე და ჰაერში აბზინვარებული ყვავილები ფეიერვერკივით ქრებოდნენ.
ისევ იმ საფლავთან იდგა, ჯოხი სახესთან ქონდა თითქმის მიბჯენილი, ირგვლივ არაფერი ჩანდა, გარდა მისის სახისა რომელსაც ჯოხის წვერშე შერჩენილი წვეთი ანათებდა. ერთი ცაისუნთქა და გვერძე მოიხედა
-ეს შენი საფლავია
გაქცევა ისე ძალიან მოუნდა რომ………..
გამეღვიძა…………..
ბევრჯერ დამსიზმრებია მიცვალებულები, კუბოებიც მინახავს ათასნაირად, სხვადასხვა ფერებში თუ პოზებში გვამები,შინაგანი ორგანოებიც, მივეჩვიე და სიზმარშიც კი არ მეშინია,
თუმცა საფლავი და მითუმეტეს ჩემი ჯერ არასოდეს………………………..
22
“ქალი გამოვიდა საღალატოდ”
ქვების ბლაგვი ჭახუნი ყურებში, მზის არც ჩავსლა და არც ამოსვლა.
ძილთან გათანაბრებული მოდუნების მერე სიცილად ამოხეთქილი აღტკინება.
სარკეში ჩანს როგორ ირეკლავს კანი მზის ზუსტად იმ რაოდენობას რაც შთანთქა და გაოცებს.
თავზე თმა ისე რბილდება გინდა სულ აქნიო რომ იგრძნო მართლა გაქვს თუ არა.
დღითი დღე კი არა საათიდან საათამდე იწყებ საკუთარი სხეულის დაკვირვებას კი არა შეგრძნებას უფრო.
თურმე ნამდვილ შეგრძნებებს ივიწყებ ნიშნავს როცა იღლები.
გამოვრთე რომ ხანდახან ჭიქები მესიზმრება.
ხანდახან სახეებიც რომლებიც მეორე დღეს მხვდებიან.
უცებ წკაპ და გამოვრთე, უბრალოდ დავჯერდი სანდლებში გაყრილ ფეხებს რომლებსაც საერთოდ არ ქონდათ იმხელა მნიშვნელობა რამხელაც ამ ქალაქში, მაბედნიერებდნენ რომ სიარული შემეძლო და დავფრინავდი კიდეც. როცა ვიწექი ვბედნიერდებოდი როცა გვერძე გადმობრუნებით საკუთარი თავი იმაზე უფრო მეტად მოგწონს ვიდრე როცა გეუბნებიან.
მზე ფეხის ტერფებს რომ დაეჭიდებოდა ხოლმე მაშინ იღვიძებდა კატერინა და პლაჟზე მიერთდებოდა აჭრელებული ცის საყურებლად.ხელებს ვიგნისავდი საღებავებში ხატვით, ვფიქრობდი არის თუ არა ეს, ყველაფერი, ანუ ის რასაც ადამიანი ხედავს თუ….. არსებობს ამის გარდა კიდევ ქიმიური ფერები და ცხოვრებები რომელსაც ვერ ვხედავთ, თუმცა ამას მხოლოდ წარმოიდგენ. აჰა კატერინაც მოვიდა და ერთ ნახატზე ეს რა სპერმა დაგიხატავსო და მეორეზე ეხლა არ მითხრა ეს ფალოსს გავს თორე გადავირევი მეთქი და რომ იტყვიან ათი თითით დამცინა ეს შენ თვითონ თქვი განა მეო.
წიგნიც გვქონდა წამოღებული კატერინას გემოვნებით შერჩეული, ჩანთიდან რომ ამოტივტივდა ოტია ვიცანი იოსელიანი, მისი ენამახვილობა რომ ქვეყნიერებისთვის ცნობილია ყველამ იცის. რატომღაც დასჯილი ბავშვივით ვგრძნობდი თავს წიგნის სათაურზე თუ თვალი მომიხდებოდა და ამიტომაც ვარიდებდი სულ, ფიქრი არ მინდოდა ამაზე მერე საკუთარ თავთან უზარმაზარი ჯაჭვის დიალოგი მოვიდოდა, და იმიტომ.
ჩემი ფრენიები ღიტინში დაგავიდა, არანორმალურიზმი მომწონდა, თავისთავად მოდიოდა და სულ არ ვძაბავდი არაფერს ამისათვის.
მოკლედ დავაკვირდი რომ არასერიოზული ადამიანი ვარ და თითქოს ყველაფერს ვაშარჟებ, იმდენად განვიცდი და მამძიმებს ეს ამოდენა ყველაფრის თბილისივით განაცრისფერება და გასერიოზულება რომ სხვა ყველაფერს სასაცილოდ და სახალისოდ მივიჩნევ. ალბათ ამიტომაც ჩემი კლოუნიზმი კიდევ დიდ ხანს არ დამთავრდება,
დავბრუნდი და თითქოს ღილაკები ამერია რა ჩავრთე და რა გამოვრთე ვეღარ გავიგე, ამ ქალაქში ხომ აზრი არ აქვს მაინც არაფერს, მაინც ჩამიდგება მდუღარე წყალი ყელში და გადავიბა უნდა ძვლები რკინებით, თორემ მეშლება მენჯებიც კი სხვადასხვა მხარეს აქ ყველგან ყველაფრის უზომოდ კეთებით.
21
Me Gurji in Turkey
ხმელთაშუა ისეთი რბილია შავისგან განსხვავებით სულ არ უნდა ეჭიდაო. უბრალოდ უნდა დაყვე და იტივტივო. თურქეთის ამ ტერიტორიაზე ოთხი თვის განმავლობაში გრძელდება საზაფხულო სეზონი და მაქსიმუმ ორჯერ წვიმს, რა სიხშირიდ არ ვიცი მაგრამ ცხოვრებაში პირველად და სავარაუდოდო უკანასკნელად ჩავდგი ფეხი ამ ნახევარკუნძულზე სულ რაღაც შვიდი დღიტ და აქედან ერთი სრული დღე მოღრუბლული იყო და ნახევარი მზე პირს იბანსო რო იძახიან ეგეთი.
მრავალფეროვანი ფაუნით სავსე აჭარისგან განსხვავებით არაფერი არც დაფრინავს ჰაერში და არც არაფერი დაცურავს წყალში, თუმცა მე რაღა თქმაუნდა პირველივე დღეს ფრენით და სიცხით გადაქანცულს შეზლონგზე ჩამეძინა, რომ გავიღვიძე თურმე გვერძე კონტინენტი აფრიკიდან საყვარელი კოღოსმაგვარი არსება სპეციალურად ჩამოფრინდა რომ ჩემი მძინარე თველის ქუთუთოზე ეკოცნა, ჰოჰო ალბათ აფრიკიდან თორემ ასეთ კლიმატს ამ ადგილას ვერც ერთი სულიერი ვერ უძლებს არამც თუ რაიმე სახის მწერი.
საღამოს ქალაქის ცენტრისკენ დავიძარით პლასტიკური ბარათიდან ფულის გასანაღდებლად,რამეთუ საქართველოს ბანკს პატარა ტექნიკური შეფერხება ჰქონდა და თბილისში ვერ გავანაღდეთ ასე პრესტიჟული ამერიკან ექპრესი.გზის შუაზე რომ მივედით დავაკვირდით რომ კი არ მივსეირნობდით მივრბოდით და თან ფეხებზე და ძუძუებზე “ვაიმე,ვაიმეს” მაგვარ კომენტარებს ვაკეთებდით. მოკლედ გული სრულად რომ არ გაგვხეთქოდა ჩვენ გურჯებს კაცების ყურებაზე გადავედით, სამწუხაროდ მამრობითი სქესი ახლა მხოლოდ თურქი ეროვნებების აღმოჩნდნენ და ვაი შენი ქალის ტყავის ბრალი თურმე თურქმა თუ დაგინახა რო შეხედე, იმავე წამს მოგსდევს და ათას მომაბეზრებელ კითხვებს სვამს, ვაიმე თან ისეთი ეშმაკისეული მახინჯები არიან შეიძლება ღამე არ დაგეძინოს ან იფიქრო ნეტა რამდენი სატანა ყავს ამის დედას ამისთანა სახში, ვაი საცოდავიო.
მოკლედ თუ კი ვინმე თურქეთის ტერიტორიაზე მოხვდებით ღამითაც გაიკეთეთ მზის სათვალეები და არ შეიმჩნიოთ რომ ინგლისურ ან რუსულ ენას ფლობთ, ჰო მითუმეტეს თუ შავი თმები გაქვთ და თქვენი სხეული ყოველ დღE გაძახებინებთ რომ ხვალიდან დიეტაზე უნდა დაჯდეთ მაშინ ჩადრი ჩაიცვით და გარეთ ისე გამოდით, ხო ნუ თუ ვინმე მამაკაცთან ერთად ხართ არავითარი პრობლემა მახსიმუმ ტაკოზე გიპწკინოთ და სულმოუთქმენლად გაიქცეს ისიც თუ ვინმე დაბალ კაცთან ერთად ხართ მაღლებს უფრთხიან კურდღლებივით.
ბანკომატების გაფორმებებზე და თურქულ მენიუებზე იმდენი ვიცინეთ რომ დაგეგროვებნა კილო ბაიტ ენერგიას გამოიმუშავებდი, მოკლედ ათას მეერთე ბანკომატს რომ მივადექით, რამეთუ ეს პლასტიკური ბარათი კი არა საზამთროაო მოგვიგეს სხვა დანარჩენებმა, ჩვენამდე ქართულად გაზმანული ბიჭი იდგა რიგში საცოდავი ისე გავჭორეთ და დავცინეთ პრესი აგვტკივდა. მისმა რიგმა გაიარა და ჩვენმა უფრო მალე იმიტომ რომ ისევ ხელცარიელები გამოვბრუნდით ეს ტიპი მაქანაზე მიყუდებული იყო მუსიკა აწეული ქონდა და გვიყურებდა, ისე მოვკურცხლე იქიდან კატერინა მაკავებდა რისი შეგეშინდაო.
რავიცი კი შემაშინა ამ ეშმაკგამომეტყველებიანმა უდაბნოს გველებმა და….
ჩახუტება და ნებივრობა დაღამებამდე აუზების ზღვის და თუნდაც აბაზანის წყალთან, წყლის თერაპია ყველაზე ეფექტური ყოფილა, სულ არ გამხსენებია არაფერი დედამიწის ზურგზე მთელი ამ დღეების განმავლობაში, უბრალოდ სიცილის ხასიათზე ვიყავი და იმ წუთას თუ გასაცინებელ საბაბს ვერაფერს დავინახავდი წინა დღისას ვიხსენებდი, სასაცილოდ. ისტერიულად და დაძაბულად კი არა, გააზრდებულად დასვენებულად და გულით. რო არ იხარჯები კი არა რომ ივსები აი ისე.
მეორე საღამოდან მოყოლებული ზღვის დაბნელებას ვუყურებდით და წითელი ღვნოს წრუპვით ვირბილებდით ძარღვებად გადაქცეულ ნერვებს.
საღამოობით კაფე ბარებიდან თუ ათასი გასართობების კარებიდან გადმოდგებოდნენ თურქის კაცეები და ზიზილ პიპილოებით ცდილობდნენ შეპატიჟებას, ერთხელ შუაღამეზე მოვდიოდით სახლისკენ და საჯარო თუმცა რაღათქმაუნდა ფასიან ტუალეტში ისეთი მხიარულებით დაგვპატიჟა თურქმა ნამდვილად არ გვინდოდა თორე უარს რავა ვეტყოდით. გატყუებენ და რასაც ქვია გწეწავენ ყოველ ფეხის ნაბიჯზე თუმცა ისე მოხერხებულად რომ თავს პატივნაცემად და ნასიამუვნებად გტოვებს, თავიდან ვერ გავიგეთ რატომ ეგონათ რომ ანგარიში არ ვიცოდით ვერ მივხვდით მაგრამ ირგვლივ მოარულ ათასობით გამომეტყველებისს არ მქონე რუსებს რომ გადავხედეთ მივხვდით კიდეც რაშიც იყო საქმე. ამხელა შხვართი ბარბებივით დახატული გოგოები ჩაკიდებდნენ ხელს იმისთანა გონჯ და უსაზღვროდ მახინჯ თურქებს და სეირნობდნენ აქეთ იქეთ რამოდენიმეჯერ ლაივ პორნოსაც ვუყურეთ ღამის პლიაჟზე, თუმცა მასეთებზე სიცილს რო მოვრჩებოდით გული გვეწვებოდა ამისთანა თავის პატრონები ამისთანა გარდაუვალი არც იქით რომ ხარ და არც აქეთ გარეგნულად და ფურთხება გინებაში ვიყავი ბედნიერი კიდეც რომ არ ესმოდათ რას ვაძაგებდი.
მარა ქართველი რისი ქართველია, ყველა ნაციას თუ არ მოუგო და წინა საღამოს გულისნაჯერები რო ასეთი ფენომენი ალბათ მსოფლიოში არ არსებობს ვინმე უცხო ნაციამ თურქი გაწეწოს და მხარზე ხელის დადებაზეც დაუბღვიროს მას შემდეგ რაც სურათი გადაღებულია და დროა ხელი აიღოს მაქედან, მეორე დღესაც მდიდარი დედიკოს “ქალაქელი” მაგათთან რო სტამბული ქვია ბიჭებს ეგონათ დაგვათრობდნენ მათვისს ასე მომხიბვლელ გურჯებს და მერე წაგვასუნსულებდნენ, თურქულად წყალწალა სასმლით გაბერილი ოდნავ რო მომერია ალკოჰოლი იმდენი ველაპარაკე საცოდავს ბოდიში მომიხადა თავისი წინაპრების საქციელზე ათა თუქრქის გამოკლებიტ რომელსაც მეც უდიდეს პატივს ვცემ თორე გადაჭმული და გადაღეჭილი ვეყოლებოდით ახლაც ამ უსახურ ქვეწარმავლებს. ბოდიში მოიხადა რომ რომ არა მაგათი სიველური საუკუნეების განმავლობაში ეხლა უფრო ლამაზებიც და უფრო წარმატებულიც იქნებოდა ქართული გენი, იმ წუთას მნიშვნელობა არ ქონდა ჩემს დასაბმელად გააკეთა თუ მართლა ქონდა იმდენი განათლება მისი პირიდან ეგ სიტყვები ამოსულიყო, ისე გემრიელად გადავუშვი ჩემი წინაპრების ძვლებში მისი გაწეწვა და თან ამისთანა ბოდიში მეგონა გაჯგიმული ჩამოვიდოდი ჩემს ქვეყანაში. ეს თქვა და მეკითხება
-Now are you happy now?
მე ვეუბნები ერთიც დამრჩა თქო რუსებით სავსე ხუთი ათას კაციანი დისკოტეკისკენ ვბრუნდები სადაც სტრეკაზა ლუბვიზე იგლიჯავენ ძუძუებს და იხოკავენ ფეხებს გოგოები ბოლო ხმაზე ვიწყებ
-fuck Russiaaaaaaaaa!!!!!!! Fuck you all Russsiiiaaans!!!!!
ამ დროს კატერინა მომვარდა და პირზე ხელის აფარებით ცდილობდა ჩემს დაოკებას გაგვაგდებეეეეეეენ მოგვერევიაააააან მტრების ბანაკში ვაააააართ გაჩერდიიიიიიი, რომ მოვბრუნდი ეს საცოდავი ზემოთხსენებული ბიჭი პირდაღებული მიყურებდა, სიტუაციის განსამუხტად მივედი და ვეუბნები
-Do you know why I like Turkish boys?
-ჰმ
-Becouse you are fuchikg Russian girls!
იმდენი რამდენიც ამ ფრაზაზე იმან იცინა არ ვიცი ძირს დაეცა ბოლოს სიცილით იმ ორ ძმაკაცსაც გაააგებინა და იმათმა ქართულად ჩაგვიხუტეს გულში რასაც ქვია, წავიდა მერე მაგიდების შეერთებები და დილაზე ქართულად მართალია თურქული ბოსტნეულით მარა ხაშიც ჭამის ვარიანტი რა.
სხვა დანარჩენი იხილეთ ზევით
7
ყრუ
თბილი სეზონივით ათბობდა მზე ჰაერს,კურტკები რომ არ გვცმოდა ვერც შევამჩნევდით იანვარს.ჩუმად გაპრიალებულ ქალაქში დავეშვით სანაპიროსკენ. უზარმაზარი დაღმართის შუა გზაზე ფარგალივით თუ დადგებოდი ოთხმოცდაათ გრადუსს მოიუახლოვდებოდი.ასეთივე გადახრილ მაღაზიაში თოკებზე მობმული წითელი ჩანთა ვიყიდე ხუთ ფუნტად.კენჭებიანი სანაპირო ქონდა ოკეანეს.ცა დაბლა და მორგვივივით ქარი.ნახევარი დღე ვატრიალეთ მაღლა მაღლა ფრანი,ხან მე ხან იმან.
მერე შელესილი ბეტონის შიგნით ხეში ამოკვეთილი გემის კაიუტის ფორმა ქონდა იმ პაბს, ფერი და უცნაური ჟრამუნის შეგრძნება დატოვა დიდი ყლუპის მერე ლუდმა. თითები ვიმტვრიეთ განასკვული მფრინავი გველის თოკები რომ დაგვეხსნა და გვეფრიალა დაღამებამდე.ბარმენის სახეც მახსოვს გრძელი თმა ქონდა და გაქცევაზე მყოფ ადგილობრივს გავდა,თუმცა არც თუ ისე სუფთა ევროპელს.არ მეგონა ამ ადგილიდან ვინმეს გაქცევა თუ მოუნდებოდა და ალბათ იმიტომ.
რომ დაღამდა ხელები ბეჭებიანად გვტკიოდა თამაშით, თუმცა იმან უფრო მეტი ითამაშა,მე ვუყურებდი,ხანდახან ფრანსაც. მატარებლამდე კიდევ დიდი დრო იყო და ქარმაც უმატა სიცივეს. ვიცინე უზარმაზარი დონატის ქანდაკებაზე,ბავშვივით. ხის იატაკქვეშ ოკეანე ჯახუნობდა ქვებზე და იშინებოდა.ეხლა ფეხის ქუსლებში მირტყამს, გონებრივ თვალში შეგრძნების ყველა ფორს მაქსიმალურად რომ ვხსნიდი,შემეგრძნო და არ დამვიწყებოდა,სიბერეში.ფერები და თამაში, ცარიელად მოქანავე კარუსელები,ნამდვილ ზაფხულში რომ იცინიან ზედ და კივიან.
ინგლისელებს დავცინეთ ტრადიულ საჭმელზე “Fish&chips”.ათევზებულ პირიანებმა იმხელა საღეჭი რეზინი ვიყიდეთ ცხოვრებაში არ მენახა და მერე მაგაზეც ვიცინეთ, ყველაფერი გოლიათური რატომ უყვართ ამ დამპყრობელ, ბურჟუა და გაპრანჭულ ინგლისელებს.სადგურში ზურგიდან ვაჭმევდით ფერად “M&M”s ებს ერთმანეთს ოღონდ ზურგიდან.
მატარებლის ფანჯრიდან აღარ ჩანდნენ ნაჭერ გადაფარებული ცხენები,რომლებიც ყოველთვის მგონია რომ ყრუები არიან, მგვანან და ალბათ მაგიტომ.









