Browsing articles from "May, 2010"
May
30

თმის ქოხი

By nokami  //  Uncategorized  //  No Comments

პრიალა მინის დონ კიხოტს მენჯებში ვწვდი და მანამდე ვლეწე სანამ ფქვილად არ გადაიქცა.
მწვანე შუშის თვალები შავი მიწით მაქვს სავსე და ზედ წითელი ხე ამომდის.
ფეხის კუნთებს დავიჭრი და ბავშვებს ვაჭმევ.
ყვითელ ოთახში ვდგავარ და რადიოს ვეძებ , მე ხმაური მიყვარს, სიცოცხლე, გამორთეთ ეს სიჩუმე! კუბოშიც მეფოფა, დრო, საფიქრელად.

ლურჯმა მანქანამ გაიარა და

გამიარა…………….

May
27

შოკოლადიანი შუ

წკიპზე შეკრულ წინსაფარზე საჩვენებელი თითით მარწყვისფერი კრემი გაისვა და პუანტეები მოენატრა.
უყვარდა წვერებზე დადგომა და ლოყის მხარზე მიდება.
ეხლა მათე მტრედებს რომ დასდევს უყვარს. მუსიკა ახსენდება და იმიტომ.ის მუსიკა აქეთ რომ გიჭერს, კუდუსუნის ძვალს რომ ეხვევა რბილი ლითონივით და ქვედა კიდურებს თიშავს.

თითქოს ბამბას კბიჩავს კბილებით, ამისგან გამოწვეული მდორე წუილი ყურებისკენ გარბის და სარქველებს ეხოტინება, ასეთი შეგრძნება აქვს, როცა ახსენდება როგორ აძრობდნენ ფეხის დიდი თითებიდანდან ფრჩხილებს. მერე შეხორცების პროცესში ლურსმნებად ქცეული ვენები ეჭედებოდნენ ნერვულ სისტემას და ბუჟდებოდნენ.

სადაც თეთრ ფურცელს დაინახავს ხევს და ანაკუწებს. ხარკს ახდევინებს ფიქრის სანაცვლოდ და სჯის.

სანამ ჭიპიდან ხეს დაბადებ, იფიქრე. ფოთლებზე

May
14

გაფცქვნილი მზესუმზირის სუნი

დღეს ფანჯრიდან ჩემი “რამოდენიმე გასული წელი დავინახე”.ცოტა ხანში აღმოვაჩინე რომ ჩემს თავზე ვფიქრობდი, იმ საკუთარ თავზე ერთ მშევენიერ დილასაც რომ გავიღვიძე და სხვანაირი გავხდი. მას მერე რამდენჯერ გავიღვიძე სხვადასხვანაირად. არც მახსოვს პირველად როდის დაიწყო. ეხლა ბოლო დროს რაღაც გამოგრძელდა დიდი ხანია ეგრე აღარ გამიღვიძია.
მერე მასზეც ვიფიქრე და სხვა დანარჩენზეც. შემეცოდა და გული დამწყდა იმ მწვანე სკამზე მე რომ ვზივარ და სასტიკად მეშინია იმ სკვერთან ჩავლის, რომ არ შემომხედოს იმ მემ. ის დრო დამენანა ესე ცუდად რო დაიწყო, ქადის გულივით მსუყე, თუმცა უსარგებლო და გული სანამ არ ამერია იქამდე გემრიელი მეჩვენებოდა. სანამ სახეში არ გამარტყა მანამდე გულის ჯიბეში მეგონა.
ეხლა უკვე დიდები ვართ, ამდენი წელი გავიდა, ყველას ოჯახი და წვრილ წვრილი შვილები ყავთ. ამბობენ ხოლმე ჩემს გასაგონად საჭორაოდ მომზადებული ენები. რას ვეტყვით შემთხვევით ან დაგეგმილად რომ ვნახოთ ერთმანეთი.აი ერთ ოთახში რომ აღვმოჩნდეთ ჩვენ სამნი.
მე ვერც ვერაფერს.ჰმ.
ნეტა ვინმეს თუ ეშინია ჩემი დანახვა, ვინმესთვის საკუთარი წარსულის ჩრდილივით. . . .

არ მინდა ჩემი ცხოვრება გავიდეს და ყოველ მოხედვაზე ღებინებით ყურები მეჭედებოდეს, ხელებზე იმხელა თმები მეზრდებოდეს ფეხს ვადგამდე, კუდი მართლა მქონდეს,ფრთები მეჩვენებოდეს,ზამბახების სუნით აყროლებულ ბალიშებს მჩუქნიდნენ დაბადების დღეზე.

ხუთს აკლდა ხუთი, ფიქრობდა წუთი………………….

May
11

ბაილონის მთვარე

By nokami  //  კინო / movie  //  No Comments

პოლიეთილენის და ნეონების ეპოქაა. ორივე ერთად და ცალ–ცალკე რკინამ მოიტანა.ეს მილებიც,წვიმებიც,ნივთებიც, რომლებიც უსულოები არიან. სინამდვილეში რკინა იმაზე უფრო ჭკვიანი და სულიერი ნივთიერებაა ვიდრე ადამიანს ჰგონია. პოლიეთილენი კი რკინის ნარჩენივითაა. დღევანდელი ადამიანის ირგვლივ იმდენი ნივთია რომლებსაც რეალურად უნდა ვმართავდეთ, რამეთუ ჩვენი სცოვრების გასამარტივებლადაა მოგონილი, სინამდვილეში ეს დამოკიდებულება ოთხმოციანი წლების შემდეგ საგრძნობლად შეიცვალა და ეხლა უკვე ეს რკინა–პოლიეთილენის ნარევი ნივთები მართავს ჩვენს ფსიქიკას და ცხოვრების წესს.
რკინის გარემოცვამ და გარშემოწირელურობამ, მისმა გენიალურმა, არაჩვეულებრივმა და ამომწურავმა თვისებებმა მისი ასჯერ გადამუშავება დამუშავება, შედნობა გამოდნობა, დამძიმება და ამსუბუქება გამოიწვია. ხოლო როცა რკინამ ენერგიის გატარება დაიწყო, ის უთვალავჯერ აანთეს და გადაანთეს. დედამიწა ნახეთ კოსმოსიდან როგორ ანათებს ღამე.სინამდვილეში ეს რკინა ატარებს ენერგიას და გამოსცემს სინათლეს. ანუ როგორ განიცადა ამ ნივთიერებამ მოდერნიზაცია, განვითარება და გაბატონება.
მეცნიერების გონება მას მერე სულ სხვადასხვა განზომილებაში გადადის ამ სინათლიდან და ხალხსაც და საზოგადოების აზროვნებას ფსიქიკას, შეხედულებებს მიათრევს და მიათრევს. ეხლა უკვე რკინისგან გამონათებული, ეგრეთ წოდებული ნეონური ხასხასა ფერების პოლიეთილენთან შერევის ეპოქა იწყება. თანამდეროვე ადამიანის სხეული ისე არის გაჟღენთილი სასუქებითა და გენ მოდიფიცირებული,რაც თავისთავად ნივთიერებების ერთმანეთთან ხელოვნურად შერწყმასა და ურთიერთქმედებას ნიშნავს, რომ ეხლა რომ დაწვან ჩემი სხეული აბო თბილელზე მეტად გაანათებს.
რაც დრო გავა უფრო გაბატონდება და განვითარდება ნეონური გამონათებების ეპოქა და ფსიქიკის სულ სხვა კუთხიდან დაიწყებს ყურებას და აღქმას. ჩემი შვილიშვილი არა მგონია, მაგრამ მას მერე თაობა რომ დააბოყინებს პირიდან ფერად ფერად მზეებს ამოუშვებს. ვისი მზეც უფრო ხასხასა იქნება ის უფრო ჯანმრთელად ჩაითვლება. ხოლო ვისი ბოყინიც უფრო ხშირი იქნება ის უფრო სპორტული.

ხო ისა ვინ იყო რომ თქვა ფილმი შინაარსი, არაფერი მაგრამ ძალიან ლამაზი კი იყოო???


May
7

ლიმონი

By nokami  //  Uncategorized  //  2 Comments

წყალში ვარ.დაახლოებით ისეთ წყალში ვარ,ბავშვები რომ მუცელში არიან ხოლმე.ან ზვიგენები ოკეანეში. ცარიელი წყალი. დადგაფუნებით გამოწვეული ბუშტუკები მიღიტინებს და გულიანად ვიცინი. სხვაგან არსად არ უნდა ვიყო. მერე ვიღლები და ზურგს ძალას ვატან რომ კიდევ უფრო ღრმად ჩავიდე,სიბნელეში.

გამაღვიძეთ რომ გათენდება.

May
3

გახვრეტილი კედლები

მომკლავს ამდენი ალკოჰოლი, ამდენი სიგარეტიც მომკლავს, ყველაფერი ესე უზომო რომ ვიცი მომკლავს.

თვის ბოლო დღე იყო და სამსახურში ათზე რომ დაჯდა შვიდ საათზე ადგა სკამიდან. საღამოს სადმე რომ არ წასულიყო თავის გასანიავებლად, უაზრო გამოღლილობისგან ტირილით გასკდებოდა იმ საღამოს. მერე რედ ბულიან ლონგ აილენდს ტეკილა მიყვა, მერე კიდევ ერთი ჭიქა, მერე ჯეკ დენიელსი,სიბრაზით გაბერილმა ბარმენმა რომ ჩამოასხა, ამიტომაც მეორე ჭიქაზე გაექცა დამმპატიჟებელი. ამის მერე ბოდიალის ხასიათზე მოვიდა. ბოდიალ ბოდიალით გუდიაშვილის ბაღში მივბოდიალდითო, მთის ქალს ქუსლიანები ეცვა და ამის გამო კინაღამ ფარხმალი დაყარაო, თუმცა ისე მოგვინდა ისიც ჩვენთან ერთად ყოფილიყო სულ ხელისგულზე ატარესო ბიჭებმა და ერთი ნაბიჯიც არ დაუდგამს მიწაზეო.
“ორ ორ ბიჭს შორის ერთმანეთის პირისპირ ვისხედით თბილად,თუმცა ერთმანეთს არ ვუყურებდით.”
კიდევ ერთხელ გაიჟღინთა ორგანიზმი ლუდით, ისე მწარედ დაიწყო წვიმა თმის ღერები დაეწიწკნა და კიდევ ერთხელ აბოდიალდა. პოპულში ჭიქები არ ქონდათ, ამიტომ დაკითხვა მოეწყო ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ყველაზე ფხიზელმა, თუმცა რომელი იყო მაგაზე ვერც ვიდავებთ ვერავინ, არაყი ინფექციის გადამტანი არ არისო, მაინც გოგოებმა მოვიყუდეთ პირველებმა. კანცელარიის ეზოში ბურთის მოედანზე დავეყარეთ და მთავრობა ფეხებზე გვეკიდა და სახლს მძაფრი მნიშვნელობა არ ქონდა და წვიმამ მიშვერილი სახეების დასერვა დაიწყო და კიდევ ერთხელ და – კარავი მოგვინდა.
იმედია არ ახსოვთ რა ჩავიდინე ამ სტადიონზე მეცხრე კლასში. ან რატომ მოვყევი საერთოდ.
გადაიღო და სხეულები დაუმძიმდათ,მოეჩვენათ რომ უნდა ევლოთ და ადგნენ კიდეც, შუაგზაზე გარე განათება ჩაქვრა, თენდებოდა.
კაცმა არ იცის რამდენი საათი ლაპარაკობდა ის ორი თავის თავზე, თითქოს ყოველდღე აკეთებენ ამას და სძულთ, მერე ერთმანეთზეც. მაგრამ არ ვიცი როგორ შეიძლება ელაპარაკო ადამიანს მასზე როცა არ იცნობ. არც არასოდეს ვიცი საიდან მოდის ხოლმე.
მეგობრობა არ შენდება, მეგობრობა ან იგრძნობა ან არა, ეს სიმშვიდეა. ისეთი სიმშვიდე მარტო ბავშვს რომ შეუძლია მოუძებნოს განსაზღვრება. დიდები კი ყველაფერს ვაკრავთ იარლიკს და საკუთარ აზრებს ვჭედავთ სისულეეებზე, არა მნიშვნელოვანზე. რა მნიშვნელობა აქვს რა მოხდება მერე, მე მადლობთ რომ კიდევ ერთი სიმშვიდე…..

შიზოფრენიკს დრო და სივრცე ისე აერია სად გათენება იყო და სად დაღამება ვერ გაეგო. გარეთ გამოვიდა კომპასის მოსაძებნად და კიდევ ბევრი იარა.

კიდევ ბევრი ალკოჰოლი სიგარეტიც, პოკერიც. სრულიდ ლურჯ სახლში, ხუთ საათიანი თამაშის შემდეგ ექვსი კაციდან მე და რუსი დავრჩით და ჩემი სიმწრით მოგებული თხუთმეტი ლარიც ჩაიჯიბა. მართალია მერე ჯოკერში სახლში გაცილება წააგო, თუმცა მგონია რომ ეს უკვე საქართველოში ცხოვრების ზეგავლენით მოხდა.

მომკლავს იმ ტოტის ჭრა რაზეც ვზივარ, ალკოჰოლიც მომკლავს სიგარეტიც, ჭამა და არ ჭამაც მომკლავს, ფრენიებიც. რაც მაცოცხლებდა უკვე მომკლა და ………………..

http://blogroll.ge/#vg6ir76wwp