28
I Monster
გაათავისუფლე შენი გონება თვითგვემისაგან. შეცვალე შეხედულებები შენს თავზე, ნუ დაუჯერებ სხვას!

23
Buy it for me !
22
ბოდიალის 102 საათი (The end)
დილის ხუთ საათზე ძლივს ავეწეპეთ საწოლებიდან. ნინის ჩემზე მოკუნტულს სძინავს და მაღვიძარამ რომ დარეკა ისეთი დავეჯახეთ თავებით ერთმანეთს მეგონა კოპი მექნებოდა. ის სვანია და არაფერი გაუგია, ის კი არა კიდევ დიდ ხანს ვაჯანჯღარე თვალები რომ გაეხილა. წინა ღამით გამოვემშვიდობეთ ჩვენს უცხოელ მეგობრებს, გვერძე ნინის კუთვნილ დაკეტილ სახლის აივანზე გავაშლევინეთ კარვები. შეგვპირდნენ ორ კვირაში თბილისში ვიქნებითო და მოგძებნითო, ხოდა სამ–ნახევარ თვეში გერმანიაში დავბრუნდებით და ვიზისთვის მოწვევა გამოგიგზავნოთ დიდი პატივი იქნებაო. გადავირიეთ სიხარულით მე და ნინი ![]()

სახლის კართან მომდგარ მარშუტკაში,იმ ფაშისტის შთამომავალს მეტისმეტად რომ მოეწონა(ბოდიშს ვითხოვ ამ გამოთქმისთვის მარა კაცს, თან გერმანელს, მარშუტკა რომ მოეწონება სხვა რა უნდა უწოდო), ადგილები დავიკავეთ. მალე თბილისისკენ მიმავალი სვანებით გაივსო ზემოთხსენებული ტრანსპორტი, ჩვენ ზუგდიდამდე მივყვებოდით. ასე მწარე ემოციებით გამოვლილ შავ ღელეზე კიდევ რამოდენიმე საათი ვიდექით ტრაქტორის მოლოდინში.მოვიდა და ძლივ ძლივ გადაათრია მგზავრებით დატვირთული. ტაში დავუკარით ტრაქტორს მშვიდობით რომ გადაგვიყვანა. ალაგ ალაგ ჩანჩქერები და ვერანაირი ტექნოლოგია რომ ვერ აღბეჭდავს ისეთი ფერები დაიხატა, თუმცა უმეტესი წილი ისეთი ნისლი იყო ამ ჯერზე 135 კილომეტრს 6 საათი მოვდიოდით.
მგზავრმა სვანურად მუსიკის ჩართვა მოითხოვა და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა, ვერც დაიჯერებთ, ნინო ჩხეიძის, ლელა წურწუმიას და კიდევ ასეთი საშინელი ვაი მომღერლების ნაცვლად, ჯექსონები ჩაირთო. მერე მთელი გზა ზუმბა და ჯექსონი ენაცვლებოდა, მაგარ პატივს სცემენ თურმე ზუმბას ამ მხარეში. მურმან ლებანიძე უყვართ კიდევ ძალიან და კიდევ ბევრი ნათესავი ყავდეთ უნდათ. აი მაგალითად იქეთობისას, ერთი მეტად ამბიციური და ენერგიული ქალი იყო, კიდევ იყო კაცი პროფესიით ამფეთქებელი, ამჟამად ამ გზაზე მუშაობდა ამფეთქებლად. ხოდა ქალმა ჰკითხა რა გვარი ხარო, პასუხზე ისე შეხტა და შეიცდახა ესეც ვიცოდი ნათესავი იქნებოდიო და ძლივს მიწვდა, ჩასახუტებლად. აღმოჩნდა რომ ამფეთქებლის ბიძა ამ ქალის ბაბუის ძმის ძუძუმტე იყო.
მოდი და ნუ გაოცდები.
ცოტა გავაკებულზე გვირაბში ბუნებრივად ცანჩქერივით გადმოდიოდა წყალი. წინ, გვერძე,უკან, გადავლება და გადმოვლება, ატალახებული მანქანა უფასოდ გააპრიალა მძღოლმა. გურამამ იხუმრა კიდევ კარგი ეს ადგილი სამეგრელოში არ არის თორემ აქ მეგრელი იდგებოდა და ლარ ლარს ააგროვებდაო.გასკდენენ სვანები სიცილით.
ზუგდიდში აღარ მოგვინდა მატარებლამდე დარჩენილი 10 საათის გატარება, მით უმეტეს რომ გზაზე რახი ისევ დავლიეთ და ფულიც ზუსტად ბილეთის სამყოფი გვქონდა. იდეა დაიხვეწა ფოთამდე “რამით”, ფოთში გუროს მამა დაგვხვდებოდა მანქანით და წაგვიყვანდა ოზურგეთში სადაც მოვისვენებდით და დავლევდით კიდეც და მატარებელსაც გავყვებოდით, იგივე ფასი იყო რაც ზუგდიდიდან. დავითი ავტოსტოპის პრინციპით მანქანის გასაჩერებლად გადადგა.

ხოლო, აი რა ხდებოდა ამ უშედეგო 35 წუთის განმავლობაში

აი კიდევ

რაოდენ წარმოუდგენელიც არ უნდა იყოს, რომ ზუგდიდის ცენტრში შეიძლება ვინმე, ფოთისკენ მიმავალმა მანქანამ გაგიჩეროს და 4 კაცი ჩაგისვას, თანაც უსასყიდლოდ….. იქნებ გოგოს უფრო გაგიჩერონო და ცერა თითის ზევით მომართვა დამთავრებული არ მქონდა შავმა ბეემვემ დაამუხრუჭა. გულით გამიხარდა საჭესთან მამის ტოლა კაცი დამხვდა და სიამოვნებით ჩაგვისვა, ფოთში მიდიოდა, რომელიღაც პოლიტიკოსის საარჩევნო პრეზენტაციაზე. სამეგრელო ზემო სვანეთის მთავრობაში იყო ნამეტანი თანამდებობაზე, რომელიმეს თუ გახსოვთ დააკომენტეთ სახელი მაინც, მადლობა კიდევ ერთხელ მივაწვდინოთ.
ხოდა ფოთამდე მიშა მაგარიას ვმრეროდით, რამეთუ იმედგაცრუებამდე ცოტა რო გვაკლდა მიშამ თუ არ გამოაცხადა ისე არაფერი კეთდება ამ ქვეყანაში და იქნებ წერილი მივწეროთ პრეზიდენტს 1ხელ გამოაცხადოს ავტოსტოპით მოძრავ ახალგაზრდას გაუჩერონ მანქნაო
25 წუთში ფოთში ვიყავით და ზღვის ხედით ვტკბებოდით გზადაგზა. იქედან 40 წუთში ოზურგეთში ვიყავით და სად თუ არა ეზოში არ წამოვგორებულიყავით.

ხოდა ვინ როგორ~

აქ კი, ისეთი საოცარი კერძებითა და სასმლით გაგვიმასპინძლდნენ, გზადაგზა ვასუფთავებდით თეფშებს და გამაჩერეთ–ს ვთხოვდით ერთმანეთს.
ამ ჯერად უპრობლემოდ ვისხედით ერთ კუპეში, ამოგვარგნულ, გადაღლილები.
თბილისზე ფიქრს თავს ვარიდებდით.
გავა დრო და ამ ნაწერზე ვიცინებ, ვიტირებ კიდეც. გული გასივდება და სუნთქვა ჩაიკეტება. ხან ერთის, ხან მეორესი.

21
ბოდიალის 102 საათი (Part III)
თამარის დროს მთის ამ მხარეს ურჩობა გამოუცხადებია მისი რეფორმების მიმართ. თამარმაც არ დააყოვნა და მცირე ამალით ეწვია სვანეთს. რამოდენიმე დღეში თამარი ავად გამხდარა და მე–თავეებისთვის უთქვამს, ჩემს ჯარს რომ არ გამოვემშვიდობო ისე როგორ მოვკვდეო.მალე ხუთი ათასი გმირქართველი მოადგა თურმე მესტიას. ეხლა ერთმანეთის სისხლი არ დავღვაროთ ისე დამემორჩილეო და სვანეთის თავებს სხვა რა გზა ქონდათ და ქედიც მოუხრიათ.
(ციკლიდან სვანების მიერ მოყოლილი ისტორიები სვანეთზე.)

(თავკაცის კვერთხი)
მესამე დილას ბოდიალს მოვანდომეთ შუადღემდე. უცხო მეგობრებს ვეღარ დაველოდეთ მუზეუმში გადარეულან და ვერ შეელივნენ ექპონატებს,თან გაწვიმდა ასე რომ, მათ გარეშე გავეშურეთ კოშკების უბანში ასაძრომად. გზაში გემრიელად დავსველდით მაგრამ არ გვიგვრძვნია ისეთი შემართებით ვიყავით. ამ კოშკზე ერთმა მოხუცმა სვანმა კაცმა სიტყვა არ დაცდენია ისე გაგვიღო კარი და წავიდა. პირველ სართულზე ტრადიციისამებრ ბოსელი ქონდა და ნინიმ აქ რწილები იქნება სწრაფად გაიარეო. ოთხ საფეხურიანი ხის კიბით ხვრელში შევძვერით და მერე უსაშველო ხის კიბეები დაიწყო სართულ სართლ, მეორე კიბეზე უკვე გული გადამიტრიალდა ამ სიგრძე კიბემ უზომო ქანაობა რომ დაიწყო და შემდეგში კონკიად წოდებული მე და გურამა ქვევით დავრჩით.

აქედან გადმოსულები ბოდიალ ბოდიალით მარგიანის კოშკს მივადექით.რუსულენოვანი ლარისა უფასოდ არ გვიშვებდა კოშკზე არაფრის დიდებით, მოკლედ ასე და ისე მივდექ მოვდექით თან ისე წვიმდა გავილუმპეთ, შეგვიშვა მაინც. სართულებს შორის ხვრელები ისეთი ვიწრო იყო შარშანდელი წონა რომ ვყოფილიყავი ვერ შევეტეოდი, ვაი რა სირცხვილი იქნებოდა ![]()
დაღამებას ცოტა უკლდა სახლში მისულ დაღლილ სველებს კუბდარი დაგვხვდა, ისეთი სისწრაფით ვჭამეთ ყბები გვტკიოდა, გასათბობად წითელი ღვინოც დავაყოლეთ და წვიმის გამო შავღელეზე გადაუსვლელობაზე რომ არ გვეფიქრა ასი ხელი ჯოკერი ვითამაშეთ.
ამ ხნის განმავლობაში დღისით ისე თბილოდა ცარიელი მაისურით დავდიოდით, საღამოს ისე ციოდა რაც კი ტანსაცმელი მქონდა წაღებული ყველაფერი ზედ მეცვა + ნინის ჟილეტი (ხოდა მარიამის ყოფილა ის ჟილეტი და დიდი მადლობა მარიამს). ძილის დროს ორი საბანი მეფარა და ყურის ბიბილოებზე მგრილოდა მაინც.მასპინძლის სახლში ორი ფერია ცხოვრობდა, მათ შორის ერთი მხატვარი, ხოდა აი რა დაუხატავს კედელზე :

რომ წამოვედით აღმოვაჩინეთ რომ იმ ბავშვებისთვის ისეთი სტუმრები ვიყავით, რომ მოდიან თავისას ისწორებენ და მიდიან, შენ კიდე სათანადო ყურადღებას არ გაქცევენ.ხოდა შევრცხვა და დროის გადახვევა გვინდოდა უფრო მეტად გვეთამაშა ამ ფერიებთან,ნეტა ცუდად არ დაგვიმახსოვრონ.
ასეთი გაბურძგნული ძროხები არასოდეს მინახავს, დაგრძელებულ ჯაგრიანი ღორები და ბუთქუნა კეთილი ძაღლები.

დრო არ მეყო, რომ ადგილობრივ მოსახლეობას უფრო ახლოს გავცნობოდი.ხასიათი და თვისებები, აშკარად რომ დამენახა.
–აქ ორი სეზონია, ზამთარი და ზაფხული, კარგი ზაფხული იმას ნიშნავს,რომ ბევრი სტუმარი, შთაბეჭდილება და ის რაც ზამთარში ზედმეტად ხელმიუწვდომელია, მაგალითად სურსათი თუ ნაყინი, რომელზეც გიჟდებიან ბავშვები. ქოლგები და სურათები. მთელი ზამთარი გვეყოს თავის შესაქცევად.
როგორც შევატყვე მთავრობის იმედი აქვს ხალხს, პატარ პატარა ყველაფერი კეთდება, სამაგიეროდ წინ კიდევ დიდი იმედია. დენის გადასახადს არ იხდის,ვერტფრენიტ მგზავრობა ქუთაისამდე ადგილობრივებისთვის უფასოა, ქურდ ბაცაცები ვერარ ღლიტავენ მშრომელ ხალხს და მშვიდობა და სიწყნარე ხომ ყველასთვის მნიშვნელოვანია. მას შემდეგ რაც მესტიაში არამც თუ გაშენდება სამთო სათხილამურო კურორტი, არამედ მისი შენება დაიწყება, მეტად ამოისუნთქავს აქაური ხალხი. სავალი გზის პრობლემაც მოგვარდება და ზამთარიც ასეთი ძნელი აღარ იქნება.
დილას ხუთ საათზე უნდა გამოვსულიყავით სახლიდან, მაგრამ პირველამდე არ დაგვეძინა მაინც……

21
ბოდიალის 102 საათი (Part II)
ზღვის დონიდან 1400 მეტრზე სულ სხვანაირად თენდება. მამლები უკივიან მთებს,რომ კიდევ ერთხელ გადმოვიდეს დილის სინათლე თეთრი კალთებიდან. რომ ღრიალით დაეშვნენ მდინარეები სათავეებიდან და კლდეებს, რომ უდრეკად აირეკლონ მზის, ასე ნანატრი სხივები.

დილით ოთახები თბილი პურის სუნით ამსუბუქდა, უჩუმრად ამოდიოდა პირველ სართულზე სვანი დიასახლისის ფუსფუსისგან. ავბოდიალდით და წავბოდიალდით სოდის შემცველ მჟავე წყალზე, იქედან მერე რკინის შემცველ მჟავე წყალზე გადავბოდიალდით.
გზადაგზა ერთმანეთის გაოცებისგან წამოძახილ შეძახილებზე ვიცინოდით და ამასობაში მუზეუმსაც მივადექით.

შესვლა სტუდენტებისთვის 1,5 ლარი ღირდა, ხოლო უცხოელი სტუმრებისთვის 10 ლარი. გიდის მომსახურება +10 ლარი. გიდის ფული რათქმაუნდა არ გვქონდა რახი უნდა გვეყიდა,მაგრამ გიდი ჩვენი დაინტერესებული სახეებითა და ვა რა მაგარიას შეძხილით მოიხიბლა და უსასყიდლოდ გაისარჯა ესოდენ საინტერესო ისტორიებით.
არ ველოდებოდი ისეთი საინტერესო და განსაცვიფრებელი საგანძური ქონია სვანეთს. თურმე ამ ომებიდან გამომდინარე მიუვალ მთაში ინახავდნენ და ამიტომაც მდიდარია რელიქვიებით ეს მუზეუმი. არც ვიცოდი ასე უხვად თუ გვქონია ტყავზე შესრულებული სახარება, ულამაზესი ილუსტრაციებით.

რკინის ნაკეთობები,

სვანური საკრავები

ეს ის ფოტოები რომელთა გადაღებაც უჩუმრად მოვახერხეთ….
მოკლედ რამოდენიმე საათის შემდეგ დაშოკილები გამოვედით და დასაწყნარებლად ხედს დავუწყეთ ყურება.
ფერების რბილი ტონალობები, ყოველ საათში იცვლებოდა და სხვადასხვა კომპოზიციაში გადადიოდა, ამიტომაც მიყვარს გაზაფხული.
მერე მივაკითხეთ აი ამას:

ძალიან საინტერესო ოფისი იყო, უჩვეულო იუმორის მქონე წინამძღოლითა და ისტორიებით. მალე სამი გზააბნეული უცხოელი მოადგა კარს, როგორც აღმოჩნდა ძალიან დაიღალნენ გერმანული რუტინითა და გერმანელებით და აბრეშუმის გზას (ფეხით) მიუყვებიან ჩინეთამდე(ნუ ზოგ ადგილებში სახალხო ტრანსპორტითო).გაოცებულები იყვენენ ქართველების მეგობრული და სტუმარმოყვარეობის თვისებებით, ის კი არ იცოდნენ 4 სტაფილოსა და 1 ფორთოხალში 4,50 ლარი რატომ გადაახდევინეს, შევეცოდეთ ესე ძვირია თქვენთან საჭმელიო
ორი გოგო იყო, ერთი ევროპელისთვის დამახასიათებელი სითეთრით და მეორე ისეთი შავი იყო მოგვერიდა გვეკითხა სად არის შენი ფესვები თქო
მესამე, ბიჭს რაც შეეხება ყოველ საათში ვიგუდებოდით სიცილით, ტრადიციები ჩემი ჰობიაო და ტყავის ბრიჯი ეხვა, უძველესი უმძიმესი ქურთუკი და ქუდი ბაბუაჩემის ბაბუამ დამიტოვა და ვამაყობო, ხელი რო მოვკიდე ისეთი მძიმე იყო ჩემი მიმიკის გამიკვირდა. მოგვიანებით ბებიამისის წითელი საათი გვაჩვენა რომელიც რათქმაუნდა გაფუჭებული იყო.ხოდა კიდე ეს მარშუტკა რა მაგარი გამოგონებააო და კინარამ გადავირიეთ,ეგეთი უნდა ჩასვა და ატარო მთელი თავისი ცხოვრება მარშუტკით რა. მაგდალინა ვეგეტერიანელი იყო და ანჰა რძის პროდუქტს არ ჭამდა. მოკლედ რახი, ძეხვი და სულგუნი ვიყიდეთ, მესამე უნახავ მჭავე წყალზე ვერ მივაღწიეთ და იქვე მინდორზე ულამაზესი ხედით, მოვკალათდით, გავშალეთ. ისე კარგად მღეროდნენ გიტარის თანხლებით გესიამოვნებოდა(ის რა კაცია გიტარას რო დაატარებს:)) მერე ჩვენც დავთვერით და ისე ცუდად ვიმღერეთ, სამშობლო რომ არ შეგვერცხვინა დილის წირვაზე საგალობელის მოსასმენად დავიბარეთ ტაძარში. გერმანიიდან გამოყოლილი ძეხვი გაგვასინჯეს და მაგის მერე რა გემო უნდა ჩავატანო ქართულ ძეხვს არ ვიცი. ბიჭმა გერმანელმა ვენები გადაიხსნა რკინის ნაკეთობების სპეციალისტი ვარ და 1 რამე გამაკეთებინეთ, ან თუ რამე დაგჭირდათ ფოტო გამომიგზავნეთ და მე დაგიმზადებთ უსასყიდლოდო, სვან კაცს სასაცილოდ არ ეყო ეგ ამბავი, სვანებმა თქვენზე ადრე დავიწყეთ რკინაზე მუშაობა და დამეკარგე აქედანო, რათქმაუნდა ჩვენ დიდი მადლობები გადავუთარგმნეთ.რომ შევთვერით,თუ რამე კარგის გაკეთება გინდათ ჩვენთვის, რასაც შეძლებთ გააგებინეთ ევროპელებს ჩვენი სიკარგე თქო. იმედია თავის დავთარს მზის სინათლეს ანახებს და ცოტა მაინც გვეშველოს რამე
20
ბოდიალის 102 საათი (Part I)
ოთხშაბათს საბოლოოდ გადავწყვიტეთ რომ ხუთშაბათს მატარებლით ზუგდიდამდე და მერე მარშუტკით მესტიამდე.
ბილეთები არ დაგვიჯავშნია, თითო ბილეთის დაჯავშნისთვის +5 ლარი უნდა გადაგვეხადა და ჩვენი მწირი ბიუჯეტისთვის ზედმეტი დარტყმა იქნებოდა. მატარებლის გასვლამდე ოცი წუთით ადრე ოთხი ბილეთი ვიყიდეთ,მაგრამ ყველა ადგილი სხვადასხვა კუპეში იყო და ყველა ზედა საწოლის. რუსულენოვანმა პრავადნიცამ დიდი ვერაფერი იმედი მოგვცა, არც გვერძე ვაგონში იყო რამე ხელჩამოსაჭიდი. ჩვენდა ბედად სულ მოხუცები და ბავშვიანები იყვნენ. საათნახევრის კომბინაციების შემდეგ ,ერთ კუპეში ვისხედით ოღონდ ხუთნი. დილისკენ უკვე ხუთნი კი არა ექვსნი ვიყავით, რამეთუ 18 წლის ინგას რომელიც პირველად მგზავრობდა მარტო, დაქალის ძმა არ ათიშინებდა ტელეფონს
.
ლიტრანახევრიანი კონიაკის ზემოქმედების ქვეშ რომ შევზარხოშდით, აბა პირველი ფოტო გადავიღოთო და საფოტოვე ადგილები და ღიმილები დაიკავა ყველამ, მაგრამ ვაი. დავითს მეხსიერების ჩიპი დარჩა ლეპტოპში. სიცილისგან ვერ ვფიქრობდით რა უნდა გვექნა,მაგრამ მეგობრობა რას არ იზამს,ჩიღო დათოსთან მივიდა სახლში დილის 3 საათზე(მუშაობას ამ დროს ამთავრებს) და კარებთან “welcome” ის ქვეშ სალომეს დადებული ჩიპი დილის 5საათზე მესტიისკენ მომავალ მარშუტკას გამოატანა.
მატარებლიდან რომ გადმოვედით ცისმარე მზემ გურამას თავზე ინგას თვალების წენი ააბრჭყვიალა. ვინ რომელ საათზე რა პოზაში გაითიშა არ გვახსოვდა. ბაქანზე ჩემი მეგობარი გალაქტიონ ლატარია დაგვხვდა. მე რომ მუშაობა დავიწყე ოთხი წლის წინ ის სტაჟირებას გადიოდა თბილისში საკრედიტო ექსპერტობაზე, მას მერე არც მინახავს, სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით ვკონტაქტობდით და ისიც ხშირად სამსახურეობრივ საქმეებზე. რავარი პატივისცემა და მასპინძლობა ცოდნიათ ზუგდიდში. გამთენიისას ოთხი მუტრუკი რო მოგადგება კარზე და თანაც რანაირი. მესამე ჭიქა არაყზე გალოს მამამ ისტორია მოგვიყვა თუ როგორ გაცვალეს დადიანებმა მჟავიების გვარი ძაღლში თავის დროზე. საცოდავი გურამისთვის მას მერე სახელით არ მიგვიმართავს, სულ ძაღლში გაცვლილო ვეძახეთ.
როგორც იქნა ათ საათზე მოათრია ენ რაოდენობის მაკარონი მესტიის მარშუტკის მძღოლის ცოლმა. მოვკალათდით და ისე უბრალოდ ვიკითხეთ რამდენ ხანში ჩავალთო, ჩვენს გაოცებას საზღვარი არ გვქონდა რომ გავიგეთ 135 კილომეტრის გავლას ოთხ ნახევარი საათი სჭირდებოდა. ბიჭები ისეთი მთვრალები იყვნენ (პ.ს. დილის 10საათია) ფანჯარას რო მიადეს თავი შესვენებამდე არაფერი გაუგიათ. გზაზე კუბდრები ვჭამეთ და რახი დავლიეთ, ის ძაღლზე გაცვლილი უკვე მე სვანი ვარო იძახდა და არ ჩერდებოდა.
მეასე კილომეტრზე მივადექით გზის იმ მონაკვეთს რომელიც მთლიანად ჩამოშლილი იყო. ვიდექით, ხან ვიწექით, ხან ვიჯექით და ვუყუდებდით როგორ ნელნელა შენს თვალწინ იშლება მთა და ტრაქტორების ყოველი გამეტებული მცდელობა კრახით მთავრდება. თბილისიდან გამოსული მარშუტკაც წამოგვეწია და სანატრელი ჩიპიც ფოტოაპარატში ჩაიდო.
ოთხი საათის ლოდინის შემდეგ აღარც ხედის ყურება შეგვეძლო, აღარც გახურებულ მარშუტკაში გაჩერება და მით უმეტეს მძროლის ცოლის ტელეფონზე “ქრისტე აღსდგა მკვდრეთით” დაყენებული ზარის მოსმენა, არადა რამდენს რეკავდა შმაგი.
ჩვენ სამმა გადავწყვიტეთ ბარგი და გურამა დაგვეტოვებინა, ფეხით გადავსულიყავით ამ ზვავ მოწოლილ გზაზე და მეორე მხარეს მიბრუნებულ რომელიმე მანქანას გავყოლოდით, თუ კი ასეთი იქნებოდა. გადასვლა არ გვირჩიეს, მაგრამ რამე რომ არ გვექნა შიგნიდან გავსკდებოდით და მერე ვაი მტერს.
ჰორიზონტალირად ხელი ხელ ჩაჭიდებულები დავადექით გზას, ხოდა სამივე ერთნაირად ჩავეფალით მუხლსზემოთ ტალახად ქცეულ მიწაში. უკან რომ მოვბრუნდით, ნაზამთრალი ყინულის ახალგამდნარ მდინარეს შევეყუდეთ და ტალახი ვითომ ჩამოვირეცხეთ. კიდევ ერთი საათი გავიდა და უკვე ყველა მძღოლი თუ მგზავრი მთვრალი იყო, ლოდინზე ფიქრით რომ დაიღალნენ მაგიტომ. მასპინძლის ნათესავმა მოგვაკითხა მანქანით გზის იქითა მხარეს, ერთხელ გადავლილებს მეორეჯერ ის გზა რომ ისევ გაგვევლო წარმოუდგენელი რამე იყო, სად იყო და სად არა ხის მორები რომ დააქვს ხოლმე უდიდესი მანქანა მაგან გამოიარა და გზა და უგზობა მე არ ვიციო და გოგოები და ბარგი “სალონში” შეგვსვეს, ბიჭები უკან მობმულები, გზას გადავასწარით და მთა ისეთად ჩამოიშალა ტირილი მომინდა.
გზა და გზა ესალმებოდა მასპინძლის ნათესავი ტრაქტორის მძღოლ თურმე გამგებელს, მის მოადგილეს და კიდევ თანამდებობის პირებს, ისიც თანამდებობის პირი იყო და თურმე მაგიტომ მის მოსვლაზე დიდი იმედებს ამყარებდნენ სხვა მგზავრები. სახლში რომ მივედით ლუკმა ლუკმა ვყლაპეთ და 17 საათიანი მგზავრობით დაღლილები ისე გავითიშეთ დილამდე ფერი და ტემპერატურა არ გაგვიგია.
15
Nოემბე
ოაპონელი ბუდისტები, ატარებენ რიტუალს რომელიც იწყება ნოემბრის დასაწყისში და გრძელდება 100 დღე. ამ 100 დღის განმავლობაში დღეში ორჯერ მიირთმევენ ბოუსტნეულოვან საკვებს, დღეში მხოლოდ 3 საათი სძინავთ და დღის განმავლობაში 4ჯერ ისხამენ ცივ წყალს. რისკენ მიმავალი რიტუალია არ ვიცი დაწვრილებით და იქნებ ვინმემ იცოდეთ?

















