31
Deep
დელფინისებრი ზვიგენი, იწონის საშუალოდ 30 ტონას, მოძრაობს ბრაზილიის მიმდებარედ, ოკეანეში………………
ეხლა ალბათ სძინავს, თუ იქ უკვე გათენდა?
ისე მართლა რას აკეთებს ნეტა ეხლა……
ულამაზესია
31
ჰამაკი
დესკტოპზე მიყენია სამსახურში და ვინმე ზედმეტად სუნიანი და იდიოტი რომ დამიჯდება ხოლმე ცალ თვალს დესკტოპისკენ ვაპარებ…..
საოცრად მამშვიდებს ……………..
28
ვიღაცამ გუგულის ბუდეს
ჩვენ ვერ გავრბივართ ჩვენი მენტალიტეტიდან ჩვენი მშობლების გამო. თუ ვინმე თავის თავს გაურბის ის ვერსადაც ვერ გარბის.აბაზანის ქვეშ სულაც არ არის გასასვლელი ქალაქში, ის ფანჯრიდან არის.მნიშვნელობა არ აქვს რამდენ წამალს დაგალევინებენ ის ნერვებს ვერ შველის, ესეც ჩვენი მშობლების გამო.თუ ვინმე თავს მოიკლavs. თავისთვის მხოლოდ?
ხანდახან მგონია ის ტიპი ვარ ფანჯარასთან რომ ზის და დაუღლელად იძახის “დავიღალე” ” დავიღალე” “დავიღალე”
როგორც თმა აპრეხილი მედდა ირწმუნება მარტოობა მავნებელია ჯანმრთელობისთვის,
ბალიშით გაგუდული რევოლუციონერი და გაგცეული ინდიელი, რატომ მოვიდა ან რატომ წავიდა.
ნუ განიცდი საკუთარ თავს ესე მძაფრად, უბრალოდ იკაიფე….
მერე მაინც იტყვიან მან –
გა — დაუფრინა !!!!!!!!!!!!!!!!!
28
სათამაშო ქუსლები
ერთი კვირის გახსნილი იყო, სავარჯიშოდ რომ მივედი. ქალისთვის მორგებული პირობები აქვთ, შეგიძლია დღეში მხოლოდ ნახევარი საათი ივარჯიშო, თან სუპერ სასიამოვნო პროცესია ვიდრე ნებისმიერ ფიტნეს კლუბში, სადაც ტანჯვით გატარებული ორი საათის შემდეგ არაპროპორცილად, ხან სხეულის ზედა და ხანაც ქვედა ნაწილი გეკუნთება. მშევენიერი საშხაპე, პირსახოცი, სადა, ყვავილებიანი გარემო და აქტიური პოპ მუსიკა. მაგრამ რაც ყველაზე მთავარი და მომხიბლავია არავითარი მამაკაცები!!! დაააა არავითარი სარკეები!!! ყველაზე მეტად ეს მიქმნის კომფორტს. დღის განმავლობაში შეზგუდული არ ხარ და როცა გინდა მაშინ მიხვალ.
(ნუუუ) მენეჯმენტი ცდილობს ნამეტნავად “სვეცკობა” იყოს , ტერიტორიულად ვაკეში და გადახდა დოლარებშია ექვევივალენტით ლარშიიი. ხოდა ცოტა ცოტა გამოსდით კიდეც ვინც თავის თავს “სვეცკად” მიიჩნევს ისენი ოქრო ასხმულები ვარჯიშობენ, აუუუ ნათლობისაა და ვერ მოვიხსნიიი, და ყოველ ახტომაზე ეს ამხელა მეტალი სახეში ხვდება. უზარმაზარი ოქრო – ბრილიანტის საყურეები, რომლებით ვარჯიშის დროს ძვრებათ და საწყალი პერსონალი, რომლიც იმიჯზე მეტისმეტად ზრუნავს დაარბენინებენ ამ სამკაულებს ვისია ვისიას ძახილით. ხელზე ასხმული ბრასლეტების ჩხრილს მიაქვს ყურთასმენა. ყველაზე საოცარი ის არის რომ ეს ადამიანები ნელი ტემპით ვარჯიშობენ(თუ ამას საერთოდ ვარჯიში ქვია) და მეტისმეტად ათვალიერებენ ერთმანეთს. ძალიან მაგარი ბოთასები აცვიათ-უნასკოდ
![]()
-ხოოო გუკააა, რავი ვვრარჯიშობ შენ? (პაუზა) კაი ეხლა არ მცალია და მერე გამოგივლი.
-ლიზიკო გოგო რას შვები გუდამ დაგვპატიჟა ტუსოვკაზე და თავი დავიფასოთ?კაი კაი მერე დაგირეკავ……….
ეჰ საცოდავი ხალხი ვართ ისე, რაში შევეჯიბროთ ერთმანეთს ისიც არ ვიცით და ყველაზე ბრჭყვიალა ნივთების იმედი გვაქვს………….
მოკლედ მთელი “”"ელიტა”"” (ბევრი ბრჭალები) აქ დადის, რა საოცარი ამბები ხდება გასახდელში შემდეგ პოსტში გაიგებთ
23
მინი
პატარაა და დახვეწილი.
გაპრანჭულ ინგლისელს გავს.
ან კიდევ გოლფის სათამაშოდ გამოსულ უდარდელ კაცს.
თეთრ ხელთათმანებიანი ფრანცუჟანკა რომ უნდა მართავდეს ისეთიც.
მინდა ესეთი მანქანით გამოტარებული გზა…….
23
ჭარხლისფერი კარტოფილი
თუ საჭიროა გავგიჟდებით კიდეც და თავზეც დავიმხობთ ტყეს….
მთელი ზამთარია კვირაობით, სამუშაო რუტინით გადაღლილები პარალონებს ვიკიდებთ, კიდევ რაღაც რუღაც ჩასატკბარუნებლებს და ახლო მახლო ტყეებში მზეს დასდევთ მისაფიცხებლად.
გასაყოფი არაფერი გვაქვს. თუ მოგვინდება ემოციებს ვუზიარებთ ხოლმე და რამე მძაფრ ისტორიებს თუ მოხდება გავლილ დღეებში. თუ არადა უხმოდ ვწევართ სანამ ვინმე არ დათვრება, მერე თითქოს პირველს ვეჯიბრებით და მორიგეობით ვთვრებით ყველანი.
სხვადასხვა ასაკის, პროფესიის და თანმდებობისები ვართ.
ვაღიარებთ ათეიზმს და ღმერთზე ვლაპარაკობთ. კიდევ ის რომ არანაირი ადამიანის სიცოცხლე არ ღირს არც ერთ გოჯ მიწად და პატრიოტიზმზე ვლაპარაკობთ. ქალისა და კაცის უთანასწორობაზე რო მიდგება საუბარი მერე სექსზე ვლაპარაკობთ. ყველაფერზე მაგრამ არა ერთმანეთზე.
ზაფხული მოდის და უფრო დიდიმავალი ლაშქრობები იქნება, უფრო დიდი სიჩუმე და ტაატიც……..
22
დამალული წაღები
შაბათს დილიდან მზე იყო და სახლში გაჩერება არ მინდოდა.კუს ტბაზე მინდოდა გასეირნება, მაგრამ ფული არ მქონდა და საბაგიროც არ მუშაობდა.ფეხით, ქუჩაზე საითაც მზე ანათებდა იმ მხარეს გადავდიოდი. ბოდიალი და იდიოტურად გაპრანჭული სიფათების ყურება რომ მომბეზრდა მზიურში ჩავედი, ხის სკამზე დავწექი და მშებენლობის ყურება დავიწყე. არც ისე სასიამოვნო საყურებელი ყოფილა, ამიტომ ხასხასა ცის ფერმა თვალები ამომწვა.
მერე რაგბიც დაიწყო და დალევაც დავიწყეთ სუპერ ქართულ დაწესებულებაში. ჩქმეტაზე მივხვდი რომ გამწარებული გამოვთქვამდი პროტესტს, რატომ უკრავენ ქართულ დაწესებულებაში რუსულ სიმღერებსთქო. რატო ავღელვდი არ ვიცი, მაგრად კი მკიდია და….
ათ საათზე კაფე სალვეში მოვედი აზრს, ფრანგები კრიმანჭულს ქართველებზე კარგად მღეროდნენ და კიდევ ბევრ რაღაცასაც. კიდევ მივხვდი რომ თავი არაფრისთვის არ უნდა მიმედო თორემ დამეძინებოდა. ამიტომაც საცეკვაოდ შარდენ ბარში წავედი. ამ ბარში მოსახვედრად ორი გზაა, ან მეპატრონეს უნდა იცნობდე ან პერსონალს. ხოდა ჩვენც პერსონალმა კიდევ არყით სავსე ფორთოხლის წვენი გვიკისრა და რეი დაუკრა….
კარებში შემოსული მოჩვენება რომ დავინახე ვიფიქრე ბოლო ყლუპი არ უნდა დამელია თქო და ჰაერში გაფრენილი კიდურები ჩამომიცვივდა.როცა მივხვდი რომ მოჩვენება კი არა ნამდვილი მამაო იყო შავი ანაფორით,წვერით, ვერცხლის უზარმაზარი ჯვრით, ხანში შესულიც და ჩემს გარდა ყველამ თავი დაუკრა…………..
ჩემდა უნებურად საათს დავხე 01:44 p.m
ხელებში და ფეხებში მომკიდეს ხელი და ისე გამიყვანეს, გაოცებისგან დაბნეული შოკი მქონდა.
















