26
E = mc²
ფოტოეფექტი — არაელასტიური შეჯახებები ფოტონსა და ატომის ელექტრონს შორის. ამ შეჯახებისას ხდება ფოტონის მიერ ენერგიის გადაცემა ელექტრონზე. თუ ადგილი ექნა ფოტონის მთელი ენერგიის გადაცემას მაშინ ფოტონი შთაინთქმება (რადგან მას მასა არ გააჩნია უენერგიო მდგომარეობაში, იგი “არსებობს” მხოლოდ როცა მას ენერგია გააჩნია. და თუ ეს გადაცემული ენერგია (კინეტიკური ენერგია) გარკვეულ ზღვარს გადააჭარბებს ელექტრონისათვის, მაშინ იგი ტოვებს თავის ადგილს(ატომის ირგვლივ მოძრავი ელექტრონი) და იწყებს მიღებული კინეტიკური ენერგიის მილევამდე მგზავრობას (მოძრაობას).
ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ!!
24
კონტრ ა ბAასი
ერთ დროს როცა წარბის აწევით თვალის გუგებს ვძაბავდი, ყველაფერზე სიმართლე ვიცოდი და ყველაზე მარტალი ვიყავი ჩემს ირგვლივმყოფებს შორის, ერთ დროს როცა თითქმის იმის მჯეროდა რასაც ვამბობდი,ჰმ თუმცა ალაბთ უფრო პირიქით იმის თითქმის არ მჯეროდა სინამდვილეში ასეთი უბრალო და დეპრესიული ვიყავი “http://www.youtube.com/watch?v=mlFgTQjScvE“. რატომღაც მეშინია იმ ცხოვრებიდან ვინმე არ შემხვდეს, მხოლოდ ამას წინათ აღმოვაჩინე რომ მეშინია და სულაც არ მინდა ეგეთ ჩემს თავთან შეხვედრა.
http://www.youtube.com/watch?v=Z7sJiuqk0V8&feature=related
გამიმართლა რომ მთვრალი ვიყავი იმ დღეს………..
24
NOt At All
არ ვიცი საიდან დაიწყო საცურაო აუზის ისტორია,ვინ გამოიგონა და ა.შ, და მაგის მოძებნა და კითხაც მეზარება, თქვენ თუ იცით მითხარით
ვგიჟდები წელიწადის იმ დროზე როცა სულისხუთვამდე ცხელა, ათასგვარი ტანსაცმლისგან თავისუფალი სხეულით რომ გადაეშვები აუზში და იმ საოცარი სითხის, როგორიც წყალია, შეხებით უდიდეს სიამოვნებას იღებ. მზე რომ ჩავა თითოს სქელი ჰაერი რბილ მასად იქცევა და სიცხისგან გაუხეშებული თმები წებოვნებას კარგავს.
ვიცხოვრებდი რომელიმე უდიდეს მეგა ქალაქში, სახლში უდიდესი აუზით (ვიოცნებებ ცოტას რა
)
მოკლედ შემომიერთდით, ვისაც ამ დამღლელი, დაუმთავრებელი ზამთრის ფონზე აუზი ჟანგბადივით ენატრება
23
დღის დასაწყისი
მთელი დღის ნაყოფიერად გატარებისათვის მნიშვნელოვანია როგორ დაიწყებ მას. რას გააკეთებ და მითუმეტეს რას მიირთმევ. მეცნიერულად დადგენილია რომ საუზმის გარეშე დღის დაწყება მთელი დღის დაძაბულად გატარებას უდრის. ხოლო ზედმეტად დამძიმებული მუცლის შემთხვევაში გასაკეთებელი საქმის შენელებული პროცესი გარდაუვალია. ამიტომაც გთავაზობთ რამოდენიმე რჩევას როგორ უნდა შეარჩიო სასურველი საუზმე
უკეთესი იქნება თუ დილა დაიწყება ნეიტრალურად ანუ არც ძალიან ტკბილი და არც ძალიან ცხარე
ვისაც ყავა არ უყვარს (მაგალითად მე
) წვენი ან ჩაი და ძალიან მსუბუქი საუზმე ყველაზე და ყველასთვის მისაღები და რეკომინდირებულია
კარგი იქნება თუ არ დაიწყებთ დილას ათასგვარი შემწვარ მოხრაკულით და განსაკუთრებით ალკოჰოლით,თორემ მთელ დღეს მთქნარებასა და ძილის მონატრებაში გაატარებთ. ნუ დასვენების დღებში შეიძლება
მმ რა უნდა იყოს იმაზე უფრო უკეთესი დღე როცა ზაფხულის დილა ახალი ხილით, ჯემიანი ფუნთუშით და ყავით დაიწყებ.
მიუხედავად იმისა რომ თევზის მოყვარული ვარ, ესეთი საკვები სადილისთვის შემოინახეთ
თორემ სამსახურში განსაკუთრებულად შერცხვებით.
ყველაზე დიეტური გადაწყვეტილება, ამაგრებს როგორც ძვლებს ასევე ნერვულ სისტემას, ასეთი დილის შემდეგ უფრო გაწონასწორებული იქნებით მთელი დღის განმავლობაში.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს თუკი დილას შემწვარ ხორცს და ფუნთუშას დააგემოვნებთ, მთელი დრის განმავლობაში შეძლებთ ბევრი აქტიური საქმის ჩატარებას (მაგალითად თუ დღის განმავლობაში ბევრ დანიშნულების ადგილას ხართ მისასვლელი)
დილას ნებისმიერი ბურღულეულის მიღება მთელი დღის განმავლობაში შიმშილისგან გამოწვეულ კუჭის წვას მოგიხსნით და მტევნებში განსაკუთრებულ ძალას იგრძნობთ.
ესეთი საუზმე მაინც მხვდებოდეს დილას მაგიდაზე, სანამ მე რამეს მოვამზადებ……………
19
შეშლილთა კუნძული–Leo's Gone Crazy!
ყველასთვის ცნობილი და ალბათ საყვარელი ფილმების ავტორის მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმი. ნახოს უნდა ყველამ ვისაც ფსიქოლოგიური დრამა მოსწონს. ძალიან მაგარი გაკეთებულია. 
საბოლოოდ ვაღიარებ, ლეონარდოს ნიჭს, არტისტიზმს და უდიდე ოსტატობას. ამ როლს მასზე კარგად ალბათ ვერავინ ითამაშებდა. მიყავს მთელი ფილმი და საოცრად ღირსეულადაც!
ფილმი ადამიანის ნერვულ სისტემაზე, ფსიქიკას რომელი უფრო მოერევა გარემო პირობები თუ ………..
ცოტა სიყვარულზეც, ოღონდ სხვის სიყვარულზე არა.. თავისაზე…….
უძლური მეცნიერების საცოდაობაზე……….
დასარული გენიალურად შოკისმომგვრელი….
ვისაც ისეთი ფილმები უყვარს, რომლისდამთავრებისთანავე თავში ფილმი თავიდან იწყება არ გამოტოვოთ
16
თორმეტი მაიმუნი
ფილმის სახელწოდება: თორმეტი მაიმუნი
გადაღებულია: 1996 წელს
რეჟისორი : Terry Gilliam
ჟანრი : ფანტასტიკა ,ტრილერი
მთავარ როლებში: ბრიუს ვილისი, ბრედ პიტი,
ჯილდოები: წარდეგენილი იყო ოსკარის ორ ნომინაციაში, მიღებული აქვს ათი ჯილდო სხვადასხვა კინოფესტივალებში (მათ შორის ოქროს გლობუსი) ასევე წარდეგნილი იყო ასევე 8 სხავადასხვა ფესტივალის ნომინაციებში.
ეს ფილმი ვნახე გუშინ, რომ დამთავრდა მერე მივხვდი რომ ღრმა ბავშვობაში მაქვს ნანახი და გაუცნობიერებლად მქონდა ფრაგმენტები დამახსოვრებული. სულ სხვანაირად დავინახე ყველაფერი. ჰმ, სასაცილოა მაგრამ მაშინ როგორც ტრილერს მხოლოდ ისე ვუყურებდი, თუმცა ეხლა შეიძლება ვინმე შემედედავოს, რომ ეს მხოლოდ უაზრო და გაუგებარი ტრილერია და მეტი არაფერი.
ეს ფილმი ჩემს მიერ დადგენილი გენიალური ფილმების არც თუ ისე მრავალრიცხოვან სიას შეუერთდა.
1996 წელსTerry Gilliam მა გადაიღო ფილმი ადამიანებზე.უფრო სწორედ მათ დამოკიდებულებაზე ტექნიკისადმი. მართალია სპილბერგის ფილმებთან ძნელი შესადარებელია, ეს სულ სხვა ხელწერაა და სულ სხვა მისტიკა, მაგრამ სიმძაფრით გავს მაინც. ფილმი ბევრ რამეზე
რა შეიცვლებოდა ადამიანებში ტექნიკა რომ ისეთი ხელმისაწვდომი იყოს, რომ დროში მოგზაურობა შეეძლოს. მერე მოდის თეორია, რად უნდა ადამიანს დროში მოგზაურობა როდესაც განზომილებას, რომელშიც ის დროის იმ მონაკვეთში სინამდვილეში იმყოფება, ან ვერ აღიქვამს საერთოდ ან ცუდად აღიქვამს, ან დრო რომ გადის აღქმულის შეგრძნებებს მერე განიცდის. აქედან გამომდინარე რა დაემართება ადამიანის ფსიქიკას ეს მართლა რომ შეეძლოს. გიჟია გიჟიიიიიიიიი, ყველანი გიჟები არიან. ადამიანის გონება ამდენ სიმართლეს ვერ გაუძლებს და აიმღვრევა, აიმღვრევა ისე რომ შეგრძნებები საერთოდ დაეკარგება და მაიმუნისას ვერ გაცდება მხოლოდ.
მიყვარს ნორმალურად არალოგიკური, სიგიჟით დაგრეხილი, მტკნარი აზრების მოსმენა, თუმცა განსაკუთრებით ყურება
~
ხოდა ვისაც ჩემსავით…………. მაშინ ნახეთ….აუცილებლად
12
ვინ ვინ არის……..
(გინდა!?) განდივით დიდი ლიდერი, ეინშტეინივით შეშლილი, ჩარლივით ნიჭიერი, და ჩესავით ძლიერი…………….
თუმცა ქალი?(რომ იყო?!)……….






































