Browsing articles from "January, 2010"
Jan
26

When you drink the law isn't the only thing you're breaking

ერთი პერიოდი ჩვემთან მოწევისადმი ნერვოზული დამოკიდებულება იყო და ვისაც უსწორდებოდა და არ უსწორდებოდა ეწეოდა მაინც. თითქოს რაღაც შებოჭილი სტრესიდან გამოვიდა საზოგადოება და უფრო ნერვიულად ჩავარდა უფრო დიდ სტრესში და ნერვიულად ეწეოდა.

ეხლა ასეთი დამოკიდებულება დალევაზეა, კონკრეტულად არყის დალევაზე, ალბათ იმიტომ რომ ღვინო ყველას მობეზრდა, არაყი ადვილი და იაფია. დალევა– დალევა –დალევა, გართობის ატრიბუტად იქცა, მაგრამ სინამდვილეში ყოველი “ფართის” შემდეგ მხოლოდ დალევაა და ვისაც ზემოთ აღნიშნულ სურათზეა ისე მოუვა მერე იმის ჩადენილ სისულელეებზეა დაუმთავრებელი ჭორაობა და “ღადაობა”.

დროა დალევა კი არა გართობა ვისწავლოთ, და საერთოდაც ამ თავზე გადამტვრევამდე დალევას მოვეშვათ.

Jan
25

თბილი (სში)

ტანზე შემოხვეული კუბოკრული პლედი. დიდყურიანი ულამბაქო ჭიქა და მასში ცხელი ჩაი, რომით. დიდი აივანი, მზეს მიშვერილი. გაჩაჩხული ხეები და აქა იქ მოთრეული მანქანის შხუილი. ცივი სინათლე, წუწუნა სიჩუმე.ცოტა თოვლიც ღობის ქვეშ.  სანიშნიანი წიგნი, დიდი ჯიბეები ჯავშნიანი თხილით.  ჭაზე დაკიდებული საღამო და ბიბილოდან ამოსული გათენება.

ქალაქგარეთ მინდა…………………

Jan
25

გოგოებო და ბიჭებო !

აი ესეთი რევოლუცია მინდა რო მოვაწყოოოოო!!! აი ასეთი რევოლუცია ჭირდება მსოფლიოს, ტალღა ტალღა წამოვიდეს და მერე ერთდროულად ყველგან აბიბინდეს, რევოლუცია მინდა!

Jan
25

შეშლილი

წამიყვანეთ შეშლილ ქვეყანაში ……………..

Jan
22

წიწილა

მაშინ როცა იღიმები შეიძლება სულ არ ფიქრობ სიკეთეზე :) :) :)

Jan
21

ჩანგალი

ჩემს სახლში ჟურნალი სარკე ხშირად არის, თუმცა ნომრები ხშირად არ იცვლება და ახალ ახალი მარაზმული ნიუსები არ ვრცელდება. არც არავინ კითხულობს, უბრალოდ დედაჩემს ხურდაში აძლევენ (ნუ ასე ამბობს თვითონ) და არც არასოდეს წაუკითხავს არც ერთი სტატია მარტო გამუქებულ სათაურებს კითხულობს ხოლმე, იმასაც არ ვიცი რატომ. მეც პრინციპში სათაურებზე და მიტყეპებულ ფოტოზე მაგრად ვხალისობ. დღეს სასწაული სათაური იყო და სტატიის რამოდენიმე სტროფსაც გადავავლე თვალი: “მართმადიდებლური ეკლესია იოგას ვარჯიშებს გმობს(თუ ეშმაკისეულად მიიჩნევს)”  ასეთ სათაურს როგორი შინაარსი ექნებოდა წარმოიდგინეთ ალბათ უკვე.  მოკლედ რომელიღაცა მამაო აცხადებდა რომ იოგას ვარჯიშების დროს ადამიანი ისეთ პოზებს იღებს რომ მასში ეშმაკისეული ადვილად აღწევს და იბუდებს :) :) :) :) (ვაი ვაი რომელი სოფლიდან იყო ჩამოსული ისე საინტერესოა გვარი მაინც წამეკითხა : ) :) :) :) ) ამასწინათ რომელიღაც ბლოგერს ქონდა პოსტი ჩანგლის წარმოშობის შესახებ, და ის ისტორიული ყწარო ქონდა დადებული, ეკლესია ჩანგალს ეშმაკისეულ ნივთად რო მოიხსენიებდა და მკრეხელობა რომ იყო 19 საუკუნემდე ჩანგლით ჭამა :) :) :)

ვდებ მცირე (ძალიან მცირე) ინფორმაციას იოგას შესახებ, გაუნათლებელი მამაოების და ასევე გაუნათლებელი მრევლის საყურადღებოდ (ხოდა თუ დაგაინტერესებთ უფრო ვრცელი ინფო წაიკითხეთ, ოღონდ ნუ ან რუსულად ან ინგლისურად!

იოგა – (სანსკ.योग) – ინდური კულტურის ცნება, ფართო გაგებით აღნიშნავს სულიერი და ფიზიკური პრაქტიკის, სავარჯიშოების ერთობლიობას, რომლებიც ინდუიზმისა და ბუდიზმის სხვადასხვა მიმდინარეობებში ჩამოყალიბდა. იოგური ასკეტიზმის პირველადი მიზანია პიროვნების თვითრეალიზაცია, ხოლო საბოლოო მიზნად თეოზისი (ბერძ.განღმრთობა) უნდა ჩაითვალოს. ინდუიზმისსწავლების მიხედვით, კაცის სხეული იდეალურია უმაღლესი გასხივოსნების მისაღწევად. ოდესმე ღმერთებსაც ადამიანებად დაბადება მოუწევთ, რათა კვლავ განწმინდონ თავიანთი კარმა. ხოლო იოგა ყველაზე ეფექტური და უმძლავრესი მეთოდია უმაღლესი გასხივოსნების გზაზე. მიწევნილებაში მდგარი იოგინი სანახევროდღაა ადამიანი. მისი ონტოლოგიური სტატუსი მთლიანად იცვლება. ის კასტებისა და კარმას მიღმა მდგარი ზეარსებაა, რომელსაც ღმერთებიც თაყვანსსცემენ და პატივს მიაგებენ. ახალი დროის ერთ-ერთი უდიდესი ინდოელი მოძღვრის, ვივეკანანდას განმარტებით, ადამიანის სახეობისათვის დამახასიათებელია არა მხოლოდცნობიერება და ქვეცნობიერება, არამედ ზეცნობიერება. ეს ის მდგომარეობაა, რომლის წიაღიდან წინასწარმერტყველნი ღვთის სახელით წინასწარმეტყველებდნენ, ხოლო წმინდანნი სასწაულებს აღასრულებდნენ. იოგას ათასწლოვანი მოძღვრება იმ ცოდნასინახავს, რომელიც ზეცნობიერების კარს ხსნის. ეს არის გასხივოსნების მეთოდი, სწავლება ჩვეულებრიობის, რუტინული ყოფნისსაზღვრის გადალახვის შესახებ.

იოგას კლასიკური სისტემა შემდეგი საფეხურებისგან შედგება: იამა, ნიიამა, ასანა,პრანაიამა, პრატიაჰარა, დჰარანა,დჰიანა, სამადჰი. ფაქტიურად აქ ჩამოთვლილია ის საფეხურები, რომელთა გვლა აუცილებელია იოგური განსწავლის მსურველისათვის. უმაღლესი მიზნისაკენ მიმავალლი გზა თითოეული საფეხურის გავლას მოითხოვს. ასევე ყოველი მათგანი თავის თავში მოიცავს სულიერი თუ მორალური დანაწესების დაცვის აუცილებლობას.

იამა- ეს არის იოგას მიმდევარის თავისებური ეთიკა. თუმცა, იამა არა უბრალოდ ”ქცევის წესები” და ”თავის დაჭერის ნორმებია”, არამედ მძლავრ ფსიქიკურ ენერგიებტან ურთიერთობისას საჭირო ერთგვარი უსაფრთების მექანიზმია.

იამა 5 ძირითად საფეხურს მოიცავს:

აჰიმსა – არ ავნო;

სატია – სიმართლე, სიმართლის დაცვა, სიცრუისაგან განრიდება;

ასტეია – არ იქურდო;

ბრაჰმა-ჩარიასქესობრივი ცხოვრებისაგან თავშეკავება, სხვა განმარტებით, მოძღვრის პატივისცემა.

და 6 დამატებითი საფეხური:

კარუნა – თანაგრძნობის პრინციპი;

აბჰაია – უსაფრთხოება;

აკროდჰა – მძვინვარებისაგან განყენება;

მაიტრი – კეთილგანწყობა;

ატმიატა – ერთობის პრინციპი;

მუდიტა – აღტაცების პრინციპი.
ნიიამა- არის არა თვისებები, რომელიც უნდა განავითაროს იოგინმა, არამედ თავისებური გზაა, სათნოებები, რომელთაც ის თანდათანოიბით ეუფლება.

ნიიამა მოიცავს 5 ძირითად საფეხურს:

შაუჩა – სისუფთავე, სიწმინდე;

სანტოშა – კმაყოფილება;

ტაპასია – თვითშეზღუდვა;

სვადჰაია – საკუთარი თავის შესწავლა, თვითშესწავლა;

იშვარა პრატიახარა – ღმერთის, პირადი იშვარას თაყვანცემა.

და ზოგი წყაროს მიხედვით, 7 დამატებით საფეხურს:

სამუმანასია – კეთილმოსურნეობა;

მან-დჰატარ – დაკვირვებულობა;

ნირაგავნებათაგან განყენება;

ავაშა – დამოუკიდებლობა, სხვაზე ნებისმიერი სახის დამოკიდებულებისაგან განთავისუფლება;

მანტრა-ვიდმანტრების ცოდნა;

დამსანავატ – ზეძალის ფლობა;

ნიშპრატიდვანდა – მტრის, მოწინააღმდეგის, მოქიშპეს არყოლა.

ასანა-სხეულის სტატიკური მდგომარეობა. ასანა იოგის ერთ-ერთი ძირითადი საფეხურია. მედიტირება შეუძლბელია მაშინ, როცა სხეული მოუხერხებელ მდგომარეობაშია და ძნელდება აზრის მოკრება. ასანებში გავარჯიშება სასარგებლოა ფიზიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოოლოგიური სიჯანსაღისათვისაც.

პრანაიამა – სუნთქვის კონტროლი. პატანჯალის თქმით, პრანაიამაზე გადასვლა მხოლოდ მაშინ შეიძება, როცა ასანები საფუძვლიანად იქნება შესწავლილი. ვივეკანანდას განმარტებით, სუნთქვაზე კონტროლით იწყება კოსმოსური ენერგიის, პრანას ათვისება.

პრატიაჰარა – განყენება და გრძნობათა კონტროლი, საგნებიდან გრძობათა მოწყვეტა, შეგრძნებათა თავის თავში მჩაბრუნება.

დჰარანა – კონცენტრაცია. ამ საფეხურზე გონება სრულ კონცენტრირებას ახდენს ერთ ნივთზე, აზრზე ან შეიძლება ღმერთზე.

დჰიანა – მედიტაცია. როცა იოგას მიმდევარი დაეუფლება სრულ და ღრმა კონცენტრაციას, მას შეუძლია დაინთქას მედიტაციაში, რაც თავის მხრივ, შემდეგი საფეხურის კარს ხსნის.

სამადჰი – ეს არის იოგას კულმინაცია, ცნობიერების უმაღლესი საფეხური, სამყაროსთან მიმართებისა და სამყაროს შემეცნების პრინციპულად განსხვავებული ფორმა. (წყარო: ვიკიპედია)

http://blogroll.ge/#vg6ir76wwp