30
ფითილი
ორსული ქალბატონი კითხვაზე რატომ არ გინდა რომ გეებმა იქორწინონ ჩვენს ქვეყანაშიო მეუბნება თუნდაც იმიტომ რომ ჩემი შვილი მიბაძავს მაგ გათახსირებულებასო. ამ არგუმენტის შემდეგ დარწმუნებული ვარ რომ კარგი ოჯახის შვილი გაურიგეს და კაი ორას კაციანი მარაზმი ქორწილიც გადაუხადეს,მართალია დედამთილს ვერ ეგუება მაგრამ აბა მეზობლები რას იტყვიან და ხმას არ იღებს. ესეთი რამეები სახეზე რომ გაწერია ადამიანს საერთოდ ხმა არ უნდა ამოიღო ჩემი აზრით. ის კი არა რო რაღაც, უნდოდეს რომ თავის შვილს ჯანმრთელი აზროვნება და შეხედულებები ჩამოუყალიბდეს და ადამიანად შედგეს და მუდმივად ვინმეს არ ბაძავდეს, ანდა თუ ესე დარწმუნებულია სად ჯანდაბაში ეგდნენ და რა ჯანდაბას მიკეთებდნენ როცა ქუჩაში ყველა სადარბაზოსთან ძველბიჭობდნენ, მერე ნახმარ ნემსებს ყრიდნენ და ცუნცულას მოგაძახებდნენ. ვინმე რამეს რომ გეტყოდა ქურდთან უნდა გაქცეულიყავი და ვაი შენი ტყავის ბრალი თუ ახლობელი არ გყავდა ავტორიტეტი.შვილს იარაღი გაუვარდა წამლისთვის დედა რომ ფულს არ აძლევდა მაგის ნიადაგზე შემოაკვდა, მერე დამ რომ დააჭერინა და კარგა ბლომად რომ მიუსაჯეს, ისეთ საშინელებებს იძახდნენ ამ გოგოზე ეს დამ როგორ უნდა გაგიკეთოსო სახტად დარჩებოდი. კიდევ რამდენი საშინელება ხდებოდა, გახსნებას არ დავიწყებ მაგრამ დავიწყებ გახსენებას როდის? სულ რაღაც 6 წლის წინ. სულ რაღაც. სად იყვენ სად? რატომ არ ზრუნავდნენ თავიანთი შვილების მომავალზე მაშინ? სიბნელეში რო ისხდნენ და მკითხაობის მეტს არაფერს აკეთებდნენ? ვერ კი არა არ აკეთებდნენ, ეხლა მთავრობა ხალხს რაღაცეებს აძალებს და არა პირიქით.ასე რომ არ იყოს ეხლა კიდევ უფრო სიბნელეში ვისხდებოდით და ანა ფრანკის დღიურივით საუკუნეების შემდეგ ან წაიკითხავდა ჩემს „ბლოგს“ ვინმე ან არა.
30
პინკ მიკი მაუსი
ოცდახუთი – ოცდაათი წლის იქნებოდა ის გოგო გვერდით რო მივუჯექი ავტობუსში. ქაშუეთის ეკლესიასთან თავი გადაიგლიჯა ისე იწერდა პირჯვარს, დამთავრებუილი არ ქონდა სასწრაფოდ ამოიღო ტელეფონი ჯიბიდან და გოგოოო ტატ 777 დავინახე ეხლააა …… ეგ დამპალიიი……პროსტა აი არ ვიცი გავუმწარებ სიცოცხლეს რა……… ხოდა აი ნახოს მაგან რაა………მერე “გამოდერსკებული სახით გადმომხედა” და მეტროსთან ჩავიდა. იცი რა ეს მართლა სასწაულია, სასწაულია ის რომ ეგეთი ადამიანი მოვა და ჰელოვინობას დაგარბევს, მერე გაზეთში დაწერს ტიტველი გოგოები ცეკვავდნენ სცენაზეო და ეგ სატანის დღესასწაულიაო, კიდევ მოვა და მეტყვის როგორი სულიერ სიმშვიდეშია როცა მარხულობს და ყველამ რომ უნდა იმარხულოს, როგორი კაი ტიპია მისი მამაო, როგორ გააძვირეს სამარხვო შოკოლადი და მობილურზე ზარად საგალობელი რომ აქვს დაყენებული. სკაიპზე სტატუსად “მამაო ჩვენო”ს დადებს, ოდნოკლასნიკებზე “არადა არ ვეწევიიიიი” ს გაასტატუსებს, სამსახურში ვირუსულ მეილებს გაავრცელებს მაგალითად “გაუგზავნე ეს მეილი 147 ადამიანს თორემ დღეს 00,01 საათზე უბედურება დაგატყდება თავს” და ისიც პატიოსნად რომ აგზავნის. და ამ მცირეოდენი მარაზმული ჩამონათვალის შემდეგ ფრჩილებს დაიკვნიტავს იმ მიზეზით როგორ ვერ იტანს ბენდუქიძეს ……
29
London-Ben & Jerry's celebrates gay marriage with brand name change
გეების, ეგრეთ წოდებული გადახრების მქონე მამაკაცების სექსუალური ურთიერთობის “ლეგალიზაციის” თუ “დაკანონების” თუ როგორც არის სამსართლებრივად ანუ ქორწინება. ამ საკითხმა ხმამაღლა სულ რამოდენიმეჯერ გაიჟღერა ჩვენს ქვეყანაში და უზომო ხმაური მოყვა.
მინდა გავიგო ხალხის ლოგიკური და ხელმოსაჭიდი დასაბუთება რატომ უნდა მოხდეს ან არ მოხდეს ჩვენს ქვეყანაში გეების ქორწინება.
ჩემი აზრით ამ ნაბიჯით არა ერთი ორად გაიზრდება ტურისტებისა და საერთოდ “საზღვარგარეთელი”
:):) ხალხის ჩამოსვლა ჩვენს ქვეყანაში, რაც ბევრად გაზრდის ჩვენი ქვეყნის შემოსავალს რაც იმას ნიშნავს რომ არა ერთი მოქალაქე გამდიდრდება.
ამ კანონის მიღებით ვფიქრობ არც თუ დიდად დაშავდება რამე, ქართველი სულით ხორცამდე გეი ძალიანაც რომ უნდოდეს არა მგონია იმდენად გამბედავი იყოს, რომ ქორწინებაზე დათანხმდეს და არც ის მგონია რომ საქართველოში ბევრი გეი იყოს, ნუ ყოველშემთხვევაში იცოდეს რომ ის ესეთია :დ რომც დაქორწინდეს კიდევ ამ ქვეყანაში ეხლა კი არა კაი ბევრი საუკუნის შემდეგი რომ იყოს მაგალითად 3015 ან 4095 წელი რომ იყოს ცხოვრებას კი არადა სიცოცხლეს რამდენად შეძლებს ეს კიდევ საკითხავია ამიტომაც როგორც მინიმუმ გაქცევა მოუწევს და სხვების მაგალითზე დაშინებული მაგას ვერც ბევრი გაბედავს. ნუ ყოველშემთხვევაში რუსთაველს არ გადაკეტავენ ბუნტის სახით
ამიტომაც მე მომხრე ვარ რომ ჩვენს ქვეყანაში ეს კანონი დაიდოს
28
Sexy Revolution
სათაური რატომ ინგლისურად? იქნებ მართმადიდებელ მშობელთა ასოციაციამ ინგლისური არ იცოდეს და სერჩში ჩემი პოსტი არ ამოვარდეს, ან ვინმემ რომ დაუშეაროს წაკითხვა დაეზაროს, რატომ? არ მინდა რომ სახლში ვინმე შემომივარდეს ჩემი აზრის გულისთვის დამარბიოს და ქვეყნის შემარცხვენელად გამომაცხადოს, მეშინია? მე სიცოცხლის არ მეშინია და მაგიტომაც არ ვიკლავ თავს.
ან ინქნებ პატიოსნების სამოსსმოსხმულმა ანანისტმა, თავის კაცობას , ლოყების გაპიმპილებამდე გრძელ გრძელ სადღეგრძელოებში რომ იცავს, კომპლექსების დასაფარად, მამაპაპათა სადღეგრძელოს შემდეგ ტუალეტის უკან რომ გარბის და ფანტისფერი უთვალავი ლიტრ ღვინოს სათუთად შეხვეულ მოსაწევს რომ დააყოლებს და გათეთრებული უბრუნდება დედმამიშვილების სადღეგრძელოს, ჩემში ის ნათელი ნაწერწკლები არ ჩაახშოს და ბჟუტვისგან კაცტმოძულეობაში რომ გადამდის ხოლმე.
ქართველისთვის ზოგადად სექსი და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეხების წერტილი გულისამრევი და სამარცხვინოა, ეს ისეთი რამაა რაზეც ძმები დებს არასოდეს დაელაპარაკებიან, ქმრები ცოლებს არასოდეს ეტყვიან “მადლობთ”. სულიერი შვილები ორშაბათ ოთხშაბათს და პარასკევს პორნოებს არ უყურებენ, ან უფრო ჭკვიანები პარასკევის ღამის თორმეტის გადაცილებას ელოდებიან “უკვე შაბათია”. დილას წირვაზე მიდიან და ჩუკენობას ინანიებენ აწითლებულები. რატომ???
უფრო ზოგადად რომ ვისაუბროთ სიძულვილი ამ საკითხისადმი შეიძლება ითქვას გენებიდან მოგვდევს, იმას რასაც მონღოლები, არაბები, სპარსები, თურქები და რუსები “გვიშვებოდნენ” შესაბამისად მათი ნარევი ერი მაინც ვართ და ეს გაუპატიურებული დედების შვილები ვართ დღეს, ალბათ ამით შეიძლება აიხსნას ეს ყველაფერი. მაგრამ არც ეს არ ჯდება ლოგიკაში. დიდი უმეცარი ერი ვართ ზოგადად ქართველები, კომუნიზმამდე ხომ ჭურში ვისხედით. მანამდე რა ხდებოდა ეს მხოლოდ დახურული ისტორიული წყაროებში წერია და სასკოლო სახელმძღვანელოებში მარტო იმას ვსწავლობთ როგორი გმირები იყვენ ჩვენი მამები, იმისდამიხედვით ვიგებდით თუ ვაგებდით ომს. თუმცა ჩემი სკოლის პერიოდში აზრად არც არავის მოსვლია თავში რომ ამ დროს დედები სახლებში წინდისქსოვით არ იყვნენ დაკავებულები მხოლოდ. შეიძლება ფიქრობდა კიდევ ამას ვინმე მაგრამ ვინ გააჯრერებდა ამ იდეას?? უნდა ვაღიარო ვერც მე. საცოდავ დედებს აბახებდნენ და აუპატიურებდნენ ყველა მხრიდან, მერე ხმები ქართველი ქალის სილამაზეზე ველურ აზიაშიც დაძრწოდა და სხვა რომ აღარაფერი დაგვრჩა ქალები წაიყვანესო ხარკად. კომუნიზმამდე წერა და კითხვა ბევრი არც არავინ იცოდა და მოგონილ თუ გადანაწნავ მითებს იჯერებდნენ, კარგ მითებს. საქართველოში რომ სექსი არ არსებობდა ან არსებობდა დამახინჯებული ფორმებით ღია ცის ქვეშ მუზეუმში დაიარეთ ქართული სახლები და მიხვდებით. ყანაში კი არც ისე უსაფრთხო და მოსახერხებელი უნდა ყოფილიყო.
კომუნიზმი თავისი კოლექტივიზაციით ბოლო წერტილი, ბოლო წვეთი იყო იმ ყველაფრისა რასაც ფიქრები თავისუფალ სექსზე ქვია. სექსზე და არა მრუშობაზე, სანამ განსხვავებას ვერ დაინახავს ადამიანი სექსა და მრუშობას შორის არაფერი გვეშველება. ვერასოდეს ვერ დავეწევით მსოფლიო ცივილიზაციის ფერხულს და ვერ ჩამოვალთ ჩვენ ჩვენი ურმებიდან. მობილურის კომპიუტერის და პულტიანი ტელევიზორის ქონამ, შეუწყვეტელი ელექტრო ენერგია და არჩევნები ადამიანის განვითარებისა და თავისუფლებისთვის არ ყოფილა თურმე საკმარისი.
ბოლომდე მივიყვან ჩემს სათქმელს და იმ იოტისოდენა ჩემს წილ ხვედრს შევიტან სექსუალური რევოლუციის სურვილის გაფართხალებაში. ვინ მიერთდებააააააა!!!!!!!!
23
უ სახელო
თურმე რამდენი ხანია დაგრაგნილი მავთულებისთვის არ მიყურებია.
თურმე რამდენი ხანია მუსიკისთვის არ მომისმენია, აი უბრალოდ რომ ზიხარ და უსმენ მხოლოდ მუსიკას და მეტს არაფერს არ აკეთებ, არც ფიქრობ, უბრალოდ უსმენ.
რამდენი ხანია ერთი და იგივე მელოდია დამთავრებისთანავე არ დამიტრიალებია…
რამდენი ხანია არ მციებია…
რამდენი ხანია კიდევ რა….
რამდენი რამე რამდენი ხანია არ მომხდარა….
რა კარგია როცა რაღაცეებს დათვლა არ სჭირდება ……….
23
ვაი განათლება ?!
ფიზიკის გამოცდა მქონდა დარჩენილი , ვიფიქრე სამიანს როგორ არ დამიწერს თქო და მივედი.
პრობლემა #1. სახელი არ მახსოვს რა ქვია,გვარი კი კუკულაძე #2. ყრუა, #3. ისეთი მოხუცია ნეტა ცოცხალი დამხვდეს, თორემ სხვა შემთხევაში ჩემი პრობლემა უფრო გადიდდება.
ოთახში რომ შევედი აცქვიტებული პოსკომუნისტური ქალბატონი ესაუბრებოდა რაღაცას, მაინც შევედი
–ბატონო ოთარ, მივმართე მე, ჩუმად ისე რომ არ გაეგო
–ჰმ, ნოდარი, ნო და რიიიი, წარბი ამიწია ამ ქალმა, რა იცის რო დამეხმარა
ვერაფერი ვერ იპოვა ჩემს შესახებ ამ კაცმა თავის გაყვითლებულ ფურცლებში, ისეთი გაყვითლებული იყო რომ რაღაც მომენტში მეგონა თავიდანვე ყვითელი ფურცლები უნდა ყოფილიყო. მერე ვინმე ბატონ მაცაბერიძესთან შევედით, ისიც მოხუცი იყო და რახან ის ვერ შეძლებდა ამ საქმის ჩატარებას ვიღაც ცოტა მოახალგაზრდავო კაცს დაუძახეს და თხოვეს მოეძებნა ჩემი საქმე, მეც იქვე ჩამომსვეს და საუბარი გააბეს, დაიწყეს საუბარი ვინმე კალანდაძეზე, რომელიც თურმე საცოდავი როგორ მოტყდა, არადა შარშან მოსვლა მაინც არ ავიწყდებოდა, მართალია წასვლა რო ავიწყდებოდა ეს კიდევ არაფერი აი წელსაც აქვს საათები მაგრამ ავიწყდება მოსვლა. რას უშვება ეს სააკაშვილი თურმე კალანდაძეს
:):)
ისეთი ჟურნალი გამოაძვრინეს, კოოპერატივი რომ მოიშალა და ეს ჟურნალები დარჩა და არამარტო გასართობად ვიყენებდით ხოლმე
სამწუხროდ ჩემს გვარზე წითელი მელანი გადაესვა ვიღაცას, დამცხა, მოახალგაზრდაოსაც დაცხა, ამასთან უნდა ჩამებარებინა “ლაბორატორიულები”. შევეცოდე კუკულაძეს ისე დამემანჭა სახე.
საბოლოოდ ჰეფი ენდით დამთავრდა, რამეთუ სრულიად უცნობი ფიზიკოსი დამეხმარა და მეორე დღეს დეკანატში ხელმოწერილი საგამოცდო დამხვდა ჩასრიალებული
22
გარმონი
ავტობუსში რომ ამოვიდა ისეთი სუნი ქონდა გულზე შემომეყარა. თმებდაბარცხნილი გოგო გვერძე გაწია, მხარზე მოიგდო ინსტრუმენტი და დაკვრა დაიწყო.
ხმა მესმოდა მაგრამ მელოდია არა, მე ჩემსას ვუსმენდი.
სანამ ვარაზისხევიდან უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან მივედით, სამლარამდე მოუგროვდა. იმდენად ახლოს იდგა რომ ყველა მე მაწვდიდა
ის კარგია რომ ხალხი “ერთმანეთს” ვეხმარებით. თუმცა არ მომწონს ასეთი დახმარება, ასეთი ფორმით არ უნდა ხდებოდეს იმ ადამიანების დახმარება რომელთაც მეტი ვერაფერი დარჩენიათ გარდა ესეთი ზომებისა. საზოგადოება უნდა ზრუნავდეს თავის მოქალაქეებზე ოღონდ ღირსეული ფორმებით. სპეციალური სოციალური ადგილები უნდა არსებობდეს ასეთი ადამიანებისათვის. და ხალხი ქუჩაში ფულს არ უნდა აძლევდეს, ეს ხომ დამამცირებელია რომ 40 წელს გადაცილებულ ადამიანს 10 თეთრს ჯიბიდან იღებ და აძლევ თუ უგდებ და გულდამშვიდებული იძინებ. ეს არ არის დახმარების სწორი ფორმა. ასეთ რამეს ჯობია საერთოდ არ მისცე ფული. ეს ხომ საშინელებააა.
18
ქვევრის ცოლი
დიდი ვიტრინები….
თამბაქოსგან გაყვითლებული ორი თითი….
ბზის სუნს, განსაკუთრებით რომ მძაფრძება ზამთარში….
ცაზე გაჭედილი დროსავით ნისლი…
სკამის ჭრიალი და მზის დგაფუნი….
შუშების ბუბუნი და ბჟუტავი ნავი…
ჩაყვინთული ფუმფული….
ზამთარი….. დგას……….
18
ჩანადირის გზებზე დანახული საქართველო
თვითონ იდეა მომეწონა და გამიხარდა რომ ნამდვილად მოხდა ამის განხორციელება. და ამიტომაც….
შვიდი საათი იყო დაწყებული დარბაზის კარს რომ მივადექით, სიცარიელე, სიჩუმე, დაცვის ყუთიდანაც არ ჩანდა არავინ. კარი რახან გაიღო შევედით მაინც. სანამ საგამოფენო დარბაზში შეხვალ იქვე ბარი ყოფილა, უგემოვნო დივნები და ტელევიზორში პორნო, თუმცა ბარში არავინ, სერთოდ. კარგა ხანს ვიძახეთ მაგრამ სულიერი არავინ ჩანდა. უზარმაზარი დარბაზია, სახურავი შუშის აქვს როგორც ცისფერ გალერეას. ვერაფრით ვერ ვნახეთ იმ სიბნელეში საიდან ირთვებოდა სინათლე
მერე ვიღაცამ აგვინთო და დავათ ვალიერეთ. . . .
საქართველოს როგორც გზას, როგორც მოკლე გზას, როგორც ბევრი ფულის დაზოგვასა და ამის გამო დიდ შემოსავალს ისე უყურებს მსოფლიო.ამიტომაც არის რომ ზეპირსიეტყვიერების არსებობიდან მოყოლებებული კალთებს გვახევენ არა ჩემია არა ჩემიათი. არადა სინამდვილეში სტუმართ და მშვიდობა მოყვარული ხალხი ვართ თუმცა უდიდესი (პაკაზუხოვბაში გარდამავალი ) თავმოყვარეობით . (იხ.სუფთა იმერლები,თუმცა არც სხვები ნაკლები)
გზა ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ჩვენ ვართ მსოფლიოსთვის. ჰაერი და წყალივით იყო არის და იქნება ყოვეთვის. მაგრამ განა მარტო დღეს, არ გვესმის ამ ყველაფრის??!!. უკვე დიდი ხანია არ გვესმის როგორი მნიშვნელოვანია, როცა შენი ჭიშკრის გადაღმა აზია–ევროპის დამაკავშრებელი ყველაზე მოკლე გზა გადის.მაგრამ დადის კი ამ გზაზე რამე დღეს?
დღეს არჩევანი ჩვენზეა უბრალოდ ძალიან კარგად უნდა მოვიქცეთ და ცოტა მოვითმინოთ, თუ გვინდა რომ შენ ჭიშკართან უმადურმა, დაუბანელმა,ციმბირს გამოქცეულმა,ველურმა, და კომუნიზმის აკვანმა კი არ იაროს არამედ ყველა სხვა დანარჩენმა მსოფლიომ. განვავითაროთ და ჩვენც განვითარდეთ დანარჩენ მსოფლიოსთან ეთად. მშვიდად და ისე როგორც ეს ქართველს შეეფერება.
მეტი სილამაზე მინდა გზებზე………………..










