30
ხანძთელის ქორწილი
როცა შუშანიკი გამწარებული რწმენით ნაწნავებს ივარცხნიდა, როცა აბო თბილი ნისლიდან შუბებს ისროდა, როცა ნინო ფეხებს იხოკავდა, როცა გიორგი გულზე ფარს იშანთავდა, ამოდიოდა და ჩადიოდა მზე…მაინც… ტალახი ტალახს ერეოდა და მერე წვებოდა მიწაში….დაგრაგნილი ცა ტომარასავით იკვრებოდა და ბურთაობდა ტყეში…..მელქისედეკი ისევ ყლაპავდა თევზებს…..ცხენის ბარძაყები კარგავდნენ გზას….ხრიალით ხმებოდნენ ხეები და უხმოდ იღაფებოდნენ ჩიტები…..ქვაბების თავები ბუყბუყებდნენ საქორწილოდ….ბავშვები კიოდნენ ცვენისას…..
––გრიგოოოოოოოოლ!!! მატარებელი ჩამოვიდა მატარებელიიიიიიიიი!!!!
დეიდას არც ჩითის კაბა შეუკერია მისთვის და არც ყვავილი დაუბნევია თავში, ხმაც არ ამოუღია მხოლოდ იდგა კუთხეში და გადამრბენებს თავს უქნევდა უღიმღამოდ. ამის მერე ის მარტო რჩებოდა ამ პირქუშ ქალაქში……
პატარძალი ნაია აივანზე იდგა და კი არ იყურებოდა არამედ იჭვრიტებოდა, ფრაგმენტ ფრაგმენტ ახსენდობოდა ყველაფერი რაც კი ქართული წაუკითხავს რატომღაც…..
წინა საღამოს დეიდამ, ბიძამ ნაიამ და თებროლემ იმდენი ვისკი დალიეს კასპერობანას თამაშბდნენ მაგიდაზე და ქვეშ. ბევრი იცინეს, იტირეს კიდეც, იცეკვეს და უხაროდათ გულით სულით…..რა არ ვიცი….
–გიორგიიიი წითელი ყვავილები რომ დევს მაგიდაზე წამოიღე რა რომ წამოხვალ
–სად იქნები
–კუთხეში ველოდები თამუნას
–დედაააააა კაბა დავისვარეეეეე
–უი უი რა ნაყინის ჭამა მოგინდა ამ ზამთარში!შოთაააააა ეს ბავშვი მარტო ჩემი შვილიააააააა, კრემში მაქვს ხელები მოდი რაააააა!!!
–ტელეფონს უპასუხეთ ვინმეეეეეემ
–ნინიკო მითხარი რა ეს ჰალსტუხი უფრო უხდება ამ კოსტუმთ თუ ეს ფეხსაცმელები ამ შარვალს?
–მე მგონი ეს პერანგ…….
–ხაჭაპურზე ვინ წავა?
–ეს ღვინო თანამშრომლებმა მომართვეს იფ იფ იფ რა იქნება
–ალიოოო, სვეტა შენ ხარ? ხვალ 11 საათზე ჩამწერე რა შეჭრა დავარცხნა
–ნინიკოოოოოოოოოოო!!!!!!
მოპირდაპირე კორპუსის ოთხი სართულის ქვევით ისეთი ხმაურია ვერაფერზე ახდენ კონცეტრაციას, არადა იწვის ყელაფერი და ეხლა რომ ფანჯარა მივხურო ასე მგონია გული დამიდადდება.
სადღაც შორს, გრიგოლ ხანძთელს, ქორწილზე ალბათ არასდროს უოცნებია……
26
Dance Dance
რამდენი ხანია უკვე 1 და იგივე რაღაცეები მეორდება, უკვე ყურადღებასაც აქ აქცევ ჩვევაში გადადისავით.
ყოველდღე ზუსტად 11:00 საათზე მე და ეკა სამზარეულოში ავდივართ და “coffe time” ობას ვაკეთებთ, ასევე ვეძხით კიდეც
მერე 5 საათზე ისევ ავდივართ. ეკა ორივე ჯერზე სვავს ყავას მაგრამ მე ხან 11 ზე ხან 5ზე, ხანაც საერთოდ არა. დღე დავაფიქსირე რომ მომბეზრდა უკვე საშინლად, ან ყავა უნდა შევცვალოთ ან დრო
)))))))))))))
პრინციპში დღეს განსხვავებული იყო რამეთუ სამზარეულოში იმხელა ცხოველი (მსუქანი მწერი) იყო მიტმასნილი ფანჯარეზე და გარეთ გასვლას ლამობდა ამხელა ქალები დაბნეულები ვუყურებდით ერთმანეთს და რა ვქნათ რა ვქნათ ვიძახეთ მერე ქალურად ერთმანეთის ჯიბრზე ხათრი არ გავიტეხეთ უკან გამოვბრუნებულიყავით და გამოვეკიდეთ ამხელა ბზუალას თან რა ხმა ქონდა ტარტალიოტივით. მაინც არ შეგვერგო ისე როგორც საჭიროა
))))))))
25
გაუგებარი კავშირები……
შარშან ზამთარში ფეხით დავდიოდი ყოველ დილას სამსახურში. და ფეხით ვბრუნდებოდი, ნუ არა ყოველ საღამოს, მაშინ როცა სხვა მიმართულებით არ უნდა წავსულიყავი. ერთ დილას მივხვდი რომ ყოველთვის არა მაგრამ ეს რამოდენიმე ხანია რესპუბლიკის მოედანზე მიახლოებისას რაღაც მაწუხებს, მაწუხებს და არ ვიცი რა. მერე იმასაც მივხვდი რომ საღამოს როცა ვბრუნდები უფრო მაწუხებს ეს რაღაც. უფრო მძლავრად. ფიქრი დავიწყე ამ შეწუხებაზე, რომ ვერაფერი ვნახე ხელჩასაჭიდი, ისით გავიფიქრე სხვა გზით ვივლი მეთქი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში იმხელაზე მიწევდა გზის დაგრძელება, გადავწყვიტე მოვრეოდი და არ მეფიქრა ამ გრძნობაზე. მაგრამ მაინც……..
შარშანწინ ქალაქ ვილნიუსში ქალაქის ცენტრში იდგა ნაძვის ხე არც ისე გრანდიოზული, წითელი ბურთებითა და ბანტებით. არმახსოვს რამდენჯერ შემოვუარეთ წრე ამ ერთი ბეწო ქალაქის თვალიერებისას სწორედ ამ ნაძვისხეს, თითქოს არც დამინახავს თითქოს არც მიმიქცევია ყურადღება მაგრამ მაინც თურმე როგორ დაუმახსოვრებია თვალს და თავლის გაგრძელებას.
წარწერა სწორედ რესპუბლიკის მოედანზე ,არც ისე უზარმაზარი ნაძვის ხის ქვეშ “საჩუქრად თბილისისს მეგობარი ვილნიუსისაგან”
DDDDDDDD
თურმე რა მაწუხებდა ……………….
ერთ ერთ სურათში უკანა ფონზეც მოჩანს კიდეც ეს ნაძვის ხე … ისიც თურმე….
ეხლა ამ წელს, და გამახსენდა ეს ფაქტი, მერე კიდევ ყვითლებს რომ ვეძახდი ისინიც გამახსენდნენ, რარაცნაირად გლიასესავით ყვითელი ადამიანები იყვნენ. ალბათ ვინმე დავინახე ესეთი და მაგიტომ……………..
6
მოჰე
საინტერესოა როდის ხდება ადამიანი ასეთი. იბერება იბერება და იბერება. ქალაქისგან დაძაბულობისგან, ხმაურისგან, დაჯახებებისგან, აურებისგან. იბერება მონსტრივით, თავზე იდგამს სადგამს, გონია რომ ყურადღებას სადგამს მიაქცევენ, გაბერილობის დასამალად. ფერად – უცნაურ “ორიგინალურ” სადგამს სპეციალურად. ბუნებრივი თვისებიდან გამომდინარე მოუსვენრად გამოყოფს ხელს იმასაც გაბერილს და უაზროდ იქნევს ისე, თითქოს არ ფიქრობს, ესე ხომ არ იფიქრებს ჩვეულებრივ დროს, თან ზემოდან ჟაბოს მოიბავს თავდაჯერებულობისთვის და ეს თავდაჯერებულობა უფრო ამძიმებს. სხვა ხალხის თავებს ვერ ხედავს და მარტო ტანებზე აქცენტირებს, ხელებზე სისხლიანი რომ ჰგონია. იმხელაზე იბერება საგნებზე დადის და ძალიან წვრილი ეჩვენება ყველაფერი, უკკვირს კიდეც , ამხელაა და ასეთი პატრა ჩრდილი რატომ აქვს. ამასობაში იქნევს და იქნევს ჟაბოიან სახსარს და ვერაფერს ვერ გრძნობს თითქოს….. მერე …. მერე რა ხდება ? მერე
შემდეგ სიზმარში…..



