23
ვაი განათლება ?!
ფიზიკის გამოცდა მქონდა დარჩენილი , ვიფიქრე სამიანს როგორ არ დამიწერს თქო და მივედი.
პრობლემა #1. სახელი არ მახსოვს რა ქვია,გვარი კი კუკულაძე #2. ყრუა, #3. ისეთი მოხუცია ნეტა ცოცხალი დამხვდეს, თორემ სხვა შემთხევაში ჩემი პრობლემა უფრო გადიდდება.
ოთახში რომ შევედი აცქვიტებული პოსკომუნისტური ქალბატონი ესაუბრებოდა რაღაცას, მაინც შევედი
–ბატონო ოთარ, მივმართე მე, ჩუმად ისე რომ არ გაეგო
–ჰმ, ნოდარი, ნო და რიიიი, წარბი ამიწია ამ ქალმა, რა იცის რო დამეხმარა
ვერაფერი ვერ იპოვა ჩემს შესახებ ამ კაცმა თავის გაყვითლებულ ფურცლებში, ისეთი გაყვითლებული იყო რომ რაღაც მომენტში მეგონა თავიდანვე ყვითელი ფურცლები უნდა ყოფილიყო. მერე ვინმე ბატონ მაცაბერიძესთან შევედით, ისიც მოხუცი იყო და რახან ის ვერ შეძლებდა ამ საქმის ჩატარებას ვიღაც ცოტა მოახალგაზრდავო კაცს დაუძახეს და თხოვეს მოეძებნა ჩემი საქმე, მეც იქვე ჩამომსვეს და საუბარი გააბეს, დაიწყეს საუბარი ვინმე კალანდაძეზე, რომელიც თურმე საცოდავი როგორ მოტყდა, არადა შარშან მოსვლა მაინც არ ავიწყდებოდა, მართალია წასვლა რო ავიწყდებოდა ეს კიდევ არაფერი აი წელსაც აქვს საათები მაგრამ ავიწყდება მოსვლა. რას უშვება ეს სააკაშვილი თურმე კალანდაძეს
:):)
ისეთი ჟურნალი გამოაძვრინეს, კოოპერატივი რომ მოიშალა და ეს ჟურნალები დარჩა და არამარტო გასართობად ვიყენებდით ხოლმე
სამწუხროდ ჩემს გვარზე წითელი მელანი გადაესვა ვიღაცას, დამცხა, მოახალგაზრდაოსაც დაცხა, ამასთან უნდა ჩამებარებინა “ლაბორატორიულები”. შევეცოდე კუკულაძეს ისე დამემანჭა სახე.
საბოლოოდ ჰეფი ენდით დამთავრდა, რამეთუ სრულიად უცნობი ფიზიკოსი დამეხმარა და მეორე დღეს დეკანატში ხელმოწერილი საგამოცდო დამხვდა ჩასრიალებული









აჰა ბედი მაქო შენ უნდა თქვა
იფიფიფ რა კარგია ყვითელი ფურცლები…