30
ფითილი
ორსული ქალბატონი კითხვაზე რატომ არ გინდა რომ გეებმა იქორწინონ ჩვენს ქვეყანაშიო მეუბნება თუნდაც იმიტომ რომ ჩემი შვილი მიბაძავს მაგ გათახსირებულებასო. ამ არგუმენტის შემდეგ დარწმუნებული ვარ რომ კარგი ოჯახის შვილი გაურიგეს და კაი ორას კაციანი მარაზმი ქორწილიც გადაუხადეს,მართალია დედამთილს ვერ ეგუება მაგრამ აბა მეზობლები რას იტყვიან და ხმას არ იღებს. ესეთი რამეები სახეზე რომ გაწერია ადამიანს საერთოდ ხმა არ უნდა ამოიღო ჩემი აზრით. ის კი არა რო რაღაც, უნდოდეს რომ თავის შვილს ჯანმრთელი აზროვნება და შეხედულებები ჩამოუყალიბდეს და ადამიანად შედგეს და მუდმივად ვინმეს არ ბაძავდეს, ანდა თუ ესე დარწმუნებულია სად ჯანდაბაში ეგდნენ და რა ჯანდაბას მიკეთებდნენ როცა ქუჩაში ყველა სადარბაზოსთან ძველბიჭობდნენ, მერე ნახმარ ნემსებს ყრიდნენ და ცუნცულას მოგაძახებდნენ. ვინმე რამეს რომ გეტყოდა ქურდთან უნდა გაქცეულიყავი და ვაი შენი ტყავის ბრალი თუ ახლობელი არ გყავდა ავტორიტეტი.შვილს იარაღი გაუვარდა წამლისთვის დედა რომ ფულს არ აძლევდა მაგის ნიადაგზე შემოაკვდა, მერე დამ რომ დააჭერინა და კარგა ბლომად რომ მიუსაჯეს, ისეთ საშინელებებს იძახდნენ ამ გოგოზე ეს დამ როგორ უნდა გაგიკეთოსო სახტად დარჩებოდი. კიდევ რამდენი საშინელება ხდებოდა, გახსნებას არ დავიწყებ მაგრამ დავიწყებ გახსენებას როდის? სულ რაღაც 6 წლის წინ. სულ რაღაც. სად იყვენ სად? რატომ არ ზრუნავდნენ თავიანთი შვილების მომავალზე მაშინ? სიბნელეში რო ისხდნენ და მკითხაობის მეტს არაფერს აკეთებდნენ? ვერ კი არა არ აკეთებდნენ, ეხლა მთავრობა ხალხს რაღაცეებს აძალებს და არა პირიქით.ასე რომ არ იყოს ეხლა კიდევ უფრო სიბნელეში ვისხდებოდით და ანა ფრანკის დღიურივით საუკუნეების შემდეგ ან წაიკითხავდა ჩემს „ბლოგს“ ვინმე ან არა.










ჰოი ფითილნო, ყველა ქვეყნისა შეერთდით.
თავი მოეწვა წაააჭერი გოგოოოოოოოო
))))))))