Nov
18

ცხელი რძე

მარმარილოს ფილებიან ქუჩებში გასრიალდა შემოდგომა და მუუხლებგადატყაული, ზამთარივით დაეცა მდინარეში სიცივე.
წიგნები, სიგარეტის სუნით დამძიმებული ხელის თითები. მარაოსავით აფრიალებული იდეები და სირაქლემასავით გაზმორილი თავისუფლება.
პატარა ჩანთით გაიქცა ის გოგო სკოლაში დილით და უცნაურად დააგვიანდა დაბრუნება. დაბრუნებულმა რომ არ შეტყობოდა უხასიათობა სასწრაფოდ გადაშალა წიგნები და უმეტყველო სახით დააშტერდა.
-ბებო რძეს გაგიცხელებ….
-ა? – თავი მოატრიალა, შუშის თვალები რომ არ შეტყობოდა სასწრაფოდ მითხრა – არ მინდა გუშინ მამამ ფული მომცა და დიდ შესვენებაზე დავლიე ორი ჭიქა, მოგვიანებით გავიცხელებ მე თვითონ.
არასოდეს მეგონა ბებიობის ასაკში ასე თუ გამიმძაფრდებოდა სურვილი ამ ბავშვის შეგრძნებებში ჩავმძვრალიყავი. ალბათ როგორც ყველა ვერაფრით ვიჯერებ ბებიობას და დამჭკნარ ხელებს დღის შუქზე არასოდეს ვუყურებ.
მოდერნიზებული სკამი, შვილმა რომ მიყიდა ვერაფრით მოვიხერხე, ვერც ვერასდროს მიმართლებდა ამ თანამედროვე ღილაკებში გარკვევა. ნამდვილი ბებიასავით საავტორი წიგნი ავიღე წასაკითხად, ახალგაზრდობაში დაწერილი უნდა გადამეწერა სიბერეში, იქნებ ამით მაინც დავიჯერო მეთქი ასაკი.
-ოთახში სინათლე გალურჯდა და ამ გოგომ ეს თეთრი შუქი აანთო. არცერთს არ მოგვწონს ეს თეთრი ფერი, ძველებური ყვითელი განათება გვირჩევნია მაგრამ დედამისი ამბობს რომ ეს ცოტას ხარჯავს, ამიტომ სახლში სულ თეთრად ანათებს, სიმყუდროვის ნაცვლად გგონია რომ სცენაზე ზიხარ ან დადიხარ და თითქოს პერსონალურს არაფერს გიტოვებს ახალი ტექნოლოგიები. ანდაც ეხლა ტექნოლოგიური მიღწევები თუ რომელს ატარებ ან ანიჭებ უპირატესობას შენს შინაგანს უნდა გამოხატავდეს, ნუ როგორც ტანსაცელი. მაგრამ ალბათ მეც ვმოხუცდი და შეხედულებებიც მომიხუცდა.
ბრახუნი იყო.
ერყობა ძალიან გაცხელდა ჭიქის სახელური და ხელი რომ მოკიდა მაგ დროს გაუვარდა.
ტირილს აპირებდა.
არასდროს არ ინერვიულო სისულელეებზე, მეთქი და გავიღიმე შემაწუხებელი რომ არ ვყოფილიყავი. ზუსტად ისე სლუკუნებდა როგორც მე ვიცოდი და დამვიწყებია მერე დიდობაში.
საღამო ჩვეულებრივად დაღამდა.

Aug
30

მზემ ღრუბლებს ზღვაში ჩაასწრო და სულიც მომეთქვა.უპალმო სანაპიროზე ქვების ჭახუნი არ ისმის რატომღაც,რაღაც მიბღავის ტერფებში ვენები და აგურივით მიფშვნის ხასიათს.ხანდახან რა ცუდია ახდენილ ოცნებაში ბრტყელტუჩა ბალიშის ქვეშ უნდა გედოს.

Jun
1

ნეკნების ჯახუნი მუხლებში

By nokami  //  Uncategorized  //  No Comments

ნეკნების ჯახუნი მუხლებში……….
ქანცალი და ხუთი წუთის მერე ბრაგვანი…………..
ფეხზე მკიდია ინსტიტუტების სახელოსნოები…………
ზნეობრივი დოგმები და უჟასები……………….
ვიცი რომ ცოტა ხანს ვცხოვრობ და ვიცხოვრებ ლაღად….მაინც……

May
30

ციკლი-მეცნიერება და ხელოვნება

By nokami  //  Uncategorized  //  No Comments


///////////////////////////////////////////

//////////////////////////////////////////

May
27

Mumo

ხანდახან სულიკოს უნდა რომ, მფრინავი ხალიჩა ქონდეს. მწვანე ზოლებით. ცისფერი ხაზებით და ღორის ჟაგარით, დაგრიხოს ხოლმე და ბორტზე ამოიყვანოს დასახრჩობად განწირული მეგობრები. რწყილები, რომლებიც სინამდვილეში არასოდეს უჯერებენ ,დასახრჩობად იმეტებენ თავებს და მერე სულიკოს მიმართავენ საშველად.
მერე რა რომ ხანდახან რწყილები თავზე ამოდიან, სულიკო ფიქრობს”როცა რწყილი გკბენს რა მნიშვნელობა აქვს ეს თავზე ხდება თუ ფეხის გულზე. ჰმ ცდება ალბათ……
ერთხელ ერთ უცნაურ მეგობართან მივიდა და უცნაური რამ თხოვა, მასწავლეო როგორ გავაჩერო თავის თავთან დიალოგებიო.
ასწავლა იმანაც რა ექნა.
თუ იქამდე სულიკოს კონცენტრაციასთან, ყურადღებასთან და ძილთან პრობლემები ჰქონდა დაუსრულებელი დიალოგების გამო, ახლა …………….
სულიკო თავის სისულელეებს უფრო მეტად განიცდის ვიდრე რამე სხვას, ერთი კაცი ეუბნება გამუდმებით : “სულიკო შენ ისეთი ახალგაზრდა ხარ შეგიძლია ნებისმიერი კი არა ყველა სისულელე ჩაიდინო”
სულიკო არასოდეს ითხოვდა ღორის ჯაგარს როცა იხრჩობოდა, ცრემლებში.

სანამ მოკვდება სულიკო დაირგავს ბონსტერებს თავთან……….

May
25

By nokami  //  Uncategorized  //  No Comments

May
23

Jonny

By nokami  //  Uncategorized  //  No Comments

http://youtu.be/hcgtTrMBMEU

May
20

ცოტა ცოტა მეც

By nokami  //  Uncategorized  //  No Comments

დეპრესიული, როგორც ერთი, ოღონდ მასეთი დოზით არა, ცოტათი.
ენერგიული როგორც მეორე.
მისტიური როგორც ერთი
რეალისტი როგორც მეორე
მშიშარა როგორც ერთI
უხეში როგორც მეორე
ზოზინა როგორც ერთი
უმოქმედობა პირიქით მღლის, როგორც მეორე
ამ ორი ადამიანისგან შეზავებით მაქვს ალბათ ის რაც მხოლოდ ხანდახან ჩანს. ან მხოლოდ ისენი ხედავენ ვინც მათ იცნობენ ჩემზე მეტი ხანია…
რომელი უფრო შესაფერისია ჩემთვის…..თუმცა შეფერილობა რა მოსატანია, ისედაც ვემგვანები ერთს როცა ვსუქდები და მეორეს როცა ვხდები.
ერთი ჩვენი საერთო მეგობარი ამბობს, როცა ეს სამი ერთად არის დამხმარე და გასართობი აღარავინ სჭირდებათ თვითOნაც უკვე იმდენი არიანო…………………

http://blogroll.ge/#vg6ir76wwp